დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 405 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.025954 |
|
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 430210000.10.003.018862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. საჯარო სკოლებისთვის (გარდა სსიპ − კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა (შემდგომში − ლიცეუმი)) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების, მე-10, მე-11 და მე-15 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამზე მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსებით საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/ სპეციალური მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების დასაფინანსებლად და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“. 2. 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლიცეუმისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: ა) 2.12-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით; ბ) 2.11-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით; გ) 2.05-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით; დ) 2.04-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით; ე) 2.03-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით; ვ) 1.99-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს. 2. ლიცეუმისათვის, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით: ა) 636 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით; ბ) 633 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით; გ) 615 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით; დ) 612 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით; ე) 609 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით; ვ) 597 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს.“. |
| მუხლი 2 |
|
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები