„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025952
403
20/08/2026
ვებგვერდი, 21/08/2026
300160070.10.003.025952
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №403

2026 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ მე-15 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელიც ფლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომს, ამ რეგლამენტის №6 დანართით განსაზღვრულ პარამეტრებთან (გარდა ამ რეგლამენტის №6 დანართის მე-2 პუნქტით (ტერიტორიაზე და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შესვლა-გამოსვლის რიგის მარეგულირებელი სისტემა) გათვალისწინებული პირობისა) ამავე ავტოსადგომის მონაცემების შესაბამისობის დამადასტურებელ სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანოს მიერ სერტიფიცირებული უძრავი ქონების შეფასების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემულ დასკვნას წარუდგენს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. აღნიშნული დასკვნა ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ავტოსადგომის ტერიტორიაზე ამ რეგლამენტის №6 დანართის შესაბამისად მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელი ადგილების რაოდენობის შესახებ. აგრეთვე, დასკვნას უნდა ერთოდეს აზომვითი ნახაზი, რომელიც ასახავს ავტოსადგომზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, ავტოსადგომის შესასვლელსა და გასავლელს, გასაჩერებელი ადგილების განლაგების სქემასა და სხვა  ობიექტებს.“.

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნისა და აზომვითი ნახაზის განხილვის ეტაპზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, ადგილზე მოახდინოს მოწყობილი ავტოსადგომის შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ დოკუმენტებთან.“.

3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისათვის გადასახდელი საფასურის თანხის საერთო ოდენობა, ავტოსადგომის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი განაკვეთისა და დგომის ხანგრძლივობის მიუხედავად, არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს.“.

4. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად გამორთული პირის ავტოსადგომის სისტემაში ხელახლა ჩართვა შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესრულებულია ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვის შესახებ განცხადება მიიღება სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვიდან არანაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ.“.

5. მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამორთული პირის ავტოსადგომის სისტემაში ხელახლა ჩართვის შესახებ, თუ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვის შესახებ განცხადება წარდგენილია სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვიდან 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა. ამ შემთხვევაში, სისტემაში ხელახლა დაშვება ხორციელდება ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის გარეშე.

16. რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამორთვიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, ავტოსადგომის სისტემაში ხელახლა ჩართვის შესახებ განცხადება განიხილება ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით.“.

 

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედება ასევე გავრცელდეს რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ამავე დადგენილების ამოქმედებამდე გამორთულ ავტოსადგომებზე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე