„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 402
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 360000000.10.003.025951
402
20/08/2026
ვებგვერდი, 21/08/2026
360000000.10.003.025951
„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №402

2026 წლის 20 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2014, 360000000.10.003.017957) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის“:

 1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდონ სამინისტროს მათთან დაცული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესადგენად.“.

2. მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ კომპლექსური ინფორმაციის ასახვა;“.

3. მე-13 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) წყლის რესურსები:

ბ.ა) სახელმწიფო რეგულირება;

ბ.ბ) საქართველოს წყლის რესურსები და მათი მდგომარეობა;

ბ.გ) წყალსარგებლობა;

ბ.დ) ძირითადი გამოწვევები;“;

გ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ე.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) სათბური აირების ემისიები საქართველოში;“;

გ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 141 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ტყითსარგებლობა:

ბ.ა) ტყითსარგებლობის სექტორის მდგომარეობა;

ბ.ბ) ტყითსარგებლობის სექტორის ზემოქმედება გარემოზე;

ბ.გ) ძირითადი გამოწვევები;

გ) სოფლის მეურნეობა:

გ.ა) სოფლის მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა;

გ.ბ) სოფლის მეურნეობის ზემოქმედება გარემოზე;

გ.გ) კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა;

გ.დ) ძირითადი გამოწვევები;“;

გ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) მრეწველობა და ენერგეტიკა:

ე.ა) მრეწველობა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები;

ე.ბ) ენერგეტიკა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები;

ე.გ) მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე;

ე.დ) კლიმატის ცვლილება და მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორები.“.

6. მე-16 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 22-ე − 232 მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. 25-ე − 33-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

10. მე-6 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VI

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი, შედგენის, გამოქვეყნებისა და გავრცელების პროცედურები და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

11. 351 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35​​​1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავებისთვის საჭირო ინფორმაციის მომწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოები“.

12. 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი;“.

13. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვის მიზნით, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სრული ტექსტი ექვემდებარება გამოქვეყნებას.“.

14. მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VII

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, მოხსენების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მასში არსებული ინფორმაციით სარგებლობა“.

15. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 46. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში არსებული ინფორმაციით სარგებლობა სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში

სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში არსებული ინფორმაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე