აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.102.016247
8
02/10/2026
ვებგვერდი, 05/10/2026
190040000.35.102.016247
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
აჟარის მუნიციპალიტეტი
 

                                                                          

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2026 წლის 2 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტების „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1

დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის წესი დანართი №1-ის თანახმად.

 

მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის და ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13  მაისის №2 დადგენილება (www.matsne.gov,ge , 14/05/2021; 190040000.35.102.016189).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი



დანართი № 1

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის  წესი

 


 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესი განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში „ორგანიზაცია“) – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. 

3. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული კომისია, რომელიც შედგება შესაბამისი უფლებამოსილი პირებისაგან (კომისიის წევრებისგან), მათ შორის, კომისიის თავმჯდომარისა და, მინიმუმ, ორი წევრისგან;

მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება

1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.

2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.

მუხლი 4. ინვენტარიზაციის მიზანი   

ორგანიზაციაში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენს:

ა) ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, განმარტებით შენიშვნებში ან/და საცნობარო ანგარიშებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული არასაბალანსო კატეგორიების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და შედარება ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან;

ბ) აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადების გადახედვა და რეკომენდაციების შემუშავება სასარგებლო მომსახურების ვადების გაზრდაზე/შემცირებაზე; ასევე, იმ აქტივებისთვის სასარგებლო მომსახურების ვადის დადგენა, რომლებისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ვერ განისაზღვრება ერთგვაროვანი (ანალოგიური) აქტივები;

გ) ისეთი აქტივების გამოვლენა, რომელთაც ორგანიზაციისათვის არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი/მომსახურების პოტენციალი;

დ) აქტივების დანაკლისის, დაზიანების, დატაცების, დანაკარგის, ბოროტად გამოყენების და ა.შ. შემთხვევების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა;

ე) აქტივების შენახვის, ექსპლუატაციისა და დაცვის წესებისა და პირობების შემოწმება;

ვ) აქტივების ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება და შესაძლო გაუფასურების დადგენა;

ზ) დებიტორული დავალიანებების რეალურობის შემოწმება საეჭვო/უიმედო მოთხოვნების განსაზღვრის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;

თ) ფინანსური აქტივების გაუფასურების დადგენა;

ი) ვალდებულებების რეალურობის შემოწმება და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა არარეალური ვალდებულებების ჩამოწერის მიზნით;

კ) არამატერიალური აქტივების გაუფასურებაზე შემოწმება;

ლ) აქტიური მოხმარებიდან გამოსული და გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა და შემდგომი პროცედურების განსაზღვრა;

მ) აღრიცხვასა და ანგარიშგებაში აღურიცხავი აქტივების/ვალდებულებების გამოვლენა და აღრიცხვა;

ნ) წინადადებების შემუშავება აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შიდა კონტროლის გასაუმჯობესებლად.

  მუხლი 5. საინვენტარიზაციო კომისია

1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – გამგებლის ბრძანებით.

2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.

4. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

6. საინვენტარიზაციო კომისია:

ა) ახორციელებს არაფინანსური აქტივების აღწერას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საინვენტარიზაციო აღწერებს ატარებს სამუშაო ჯგუფ(ებ)ი) და ფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას;

ბ) ამოწმებს განმარტებით შენიშვნებში ან/და საცნობარო ანგარიშებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საინვენტარიზაციო აღწერებს ატარებს სამუშაო ჯგუფ(ებ)ი) ასახული არასაბალანსო კატეგორიების რეალურობას ფაქტობრივ ნაშთებთან შედარებით;

გ) ახორციელებს ფულადი და არაფულადი ვალდებულებების (მათ შორის, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავალიანებების) რეალურობის დადგენას და განსაზღვრავს შესაბამის ღონისძიებებს არარეალური ვალდებულებების ჩამოწერის მიზნით;

დ) ახდენს აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადების გადახედვას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასარგებლო მომსახურების ვადების გაზრდაზე/შემცირებაზე. ამასთან, იმ აქტივისათვის, რომელსაც ეწურება სასარგებლო მომსახურების ვადა, თუმცა, ორგანიზაცია კიდევ აპირებს გამოყენებას, სასარგებლო მომსახურების ვადის გაზრდა სავალდებულოა აღნიშნული აქტივის მოსალოდნელი გამოყენების ვადის გათვალისწინებით;

ე) ახდენს იმ აქტივებისთვის სასარგებლო მომსახურების ვადების დადგენას, რომლებისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად ვერ განისაზღვრება ერთგვაროვანი (ანალოგიური) აქტივები;

ვ) ახდენს ისეთი აქტივების გამოვლენას, რომელთაც ორგანიზაციისათვის არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი/მომსახურების პოტენციალი და განსაზღვრავს შესაბამის ღონისძიებებს;

ზ) ახორციელებს აღრიცხვასა და ანგარიშგებაში შეცდომით გამორჩენილი და ზედმეტად ასახული აქტივებისა და ვალდებულებების გამოვლენას და განსაზღვრავს შესაბამის ღონისძიებებს;

თ) ახდენს აქტივების შენახვის, ექსპლუატაციისა და დაცვის წესებისა და პირობების შემოწმებას, ასევე, აქტივების დატაცების, ბოროტად გამოყენების და ა.შ. ფაქტების გამოვლენას და განსაზღვრავს შესაბამის ღონისძიებებს;

ი) ახდენს ფულადი და არაფულადი მოთხოვნების რეალურობის შემოწმებას, საეჭვო/უიმედო დებიტორული დავალიანებების განსაზღვრის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით; ასევე, ადგენს ფინანსური აქტივების შესაძლო გაუფასურებას;

კ) ახორციელებს არაფინანსური აქტივების ფიზიკური მდგომარეობის შემოწმებას და ადგენს შესაძლო გაუფასურებას;

ლ) ახდენს გამოუყენებელი და აქტიური მოხმარებიდან გამოსული აქტივების გამოვლენას და შემდგომი პროცედურების განსაზღვრას;

მ) ორგანიზაციის ბუღალტრულ ან/და სხვა უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს;

ნ) ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სხვაობებთან დაკავშირებით, განსაზღვრავს შესაბამის პროცედურებს;

ო) ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად, შეიმუშავებს წინადადებებს აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შიდა კონტროლის გასაუმჯობესებლად;

პ) შეიმუშავებს წინადადებებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, შენახვის, ექსპლუატაციის წესების და პირობების დაცვის გასაუმჯობესებლად;

ჟ) საინვენტარიზაციო პერიოდში მატერიალურად პასუხისმგებელი პირ(ებ)ის შეცვლის დროს ამოწმებს აქტივების მიღება-ჩაბარებაზე გაფორმებული დოკუმენტაციის სისწორესა და სისრულეს;

რ) ხელს აწერს ინვენტარიზაციის შედეგების აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის შედეგების აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელ პირს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ინვენტარიზაციის შედეგების აქტს;

ს) საინვენტარიზაციო კომისია ამოწმებს საინვენტარიზაციო პერიოდში აქტივების მიღება-ჩაბარებაზე გაფორმებული დოკუმენტაციის სისწორესა და სისრულეს იმ მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის დროს, რომელთანაც გაფორმებული იყო ინდივიდუალური ხელშეკრულება სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე. დოკუმენტები მოწმდება როგორც ფორმის (დოკუმენტის სისრულე, გაფორმების სისწორე, რეკვიზიტების არსებობა და სხვა), ისე შინაარსის (ეკონომიკური მოვლენის კანონიერება, ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური და არითმეტიკული სიზუსტე და სხვა) მიხედვით.

7. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგელობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.

8. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს გადაეცემათ გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება, სადაც მიეთითება ინვენტარიზაციის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს – საკონტროლო ლუქი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან.

9. საინვენტარიზაციო კომისიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“  წესის შესაბამისად.