„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 02/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016243
205
02/10/2026
ვებგვერდი, 02/10/2026
130000000.63.075.016243
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №205

2026 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო;“.

2. 37-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

„მუხლი 371. დათხოვნა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო

მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან იმ შემთხვევებში, როდესაც სახელწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცა ან გაუქმდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან შესაბამისი ფორმის ინდივიდუალური დაშვება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსითამაზ ბორაშვილი