დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016710 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2026, 010260020.35.158.016696) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარება და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა; უზრუნველყოფს დაწესებულებაში წესრიგსა და ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს;“ 2. მე-7 მუხლის „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას;“. 4. მე-8 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. მე-8 მუხლის „პ“, „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. მე-8 მუხლის ,„ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) მუშაობს ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების საკითხებზე;“ 8. მე-8 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. მე-8 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, რომელთა შესახებ დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას; ამ მიზნით ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას;“. 10. მე-8 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკურ და საცნობარო უზრუნველყოფას; მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას;“ 12. მე-9 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; პ) საგარეო ვიზიტების ორგანიზების პროცესში მხარეებს შორის კომუნიკაციას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები