დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ნეო ქართული ჯგუფისთვის“ (ს/ნ: 404785372) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №139
2026 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „ნეო ქართული ჯგუფისთვის“ (ს/ნ: 404785372) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, 3 1 მუხლისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტისა და მე-13 მუხლის, „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №152/04 ბრძანების საფუძველზე:
1. გაიცეს სს „ნეო ქართულ ჯგუფზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათელა თურნავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები