დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 485 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.026035 |
|
„სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/11/2015, 130000000.10.003.018970) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის:
1. მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“. 2. მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. საქართველოს კულტურის სამინისტრო.“. 3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“. 4. 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.“. 6. შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დანართის პირველი – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს წარმოადგენს შესაბამისი სამინისტროს/უწყების მთლიანი სისტემა, ამავე დანართის 111 და მე-13 – 141 პუნქტების გათვალისწინებით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები