Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
- Оригинал
- ●
- Английский
- ●
- Русский
- ●
- Параллельно Английский
- ●
- Параллельно Русский
- ●
- Параллельно Английский - Русский
Консолидированная версия (07/12/2017 - 28/06/2019)
|
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზნები ამ კანონის მიზნებია: ა) მომხმარებელთა ინფორმირება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ; ბ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება; გ) სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესების დადგენა და მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; დ) სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობითა და სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობა. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი აწესრიგებს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას მათ ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების სფეროში სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტის ეტიკეტირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს; ბ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის საკვებად; გ) ეტიკეტირება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან და გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფუთვაზე განთავსება ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ბაზარზე განთავსება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მესამე პირისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ნებისმიერი ფორმით; ე) იმპორტი – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის სასაქონლო ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ვ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომელიც ახორციელებს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებასა და იმპორტს და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის; ზ) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს სარეალიზაციოდ არ იყენებს; თ) მესამე პირი – პირი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ან/და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იყენებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობისათვის; ი) თანმხლები დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია ნორმატიული დოკუმენტი, რომელსაც შეესაბამება პროდუქტი, აგრეთვე მითითებულია ინფორმაცია პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი. 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „სურსათი“, „ცხოველის საკვები“ და „სახელმწიფო კონტროლი“ აქვს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსება, იმპორტი და ეტიკეტირების წესები
მუხლი 5. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსება 1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ბაზარზე განთავსებისას ეტიკეტირებული უნდა იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. ბაზარზე განთავსებისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში მათ თვალსაჩინო ადგილას თან უნდა ახლდეს ამ კანონით დადგენილი ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია. მუხლი 6. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტი 1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული უნდა იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. იმპორტისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში მათ უნდა ერთოდეს თანმხლები დოკუმენტი. მუხლი 7. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესები 1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა „გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში – წარწერა „გმ“. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება. 3. გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველი პროდუქტის ეტიკეტირებისას ამ პროდუქტზე აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების სახელი/ სახელები. 4. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლისა და საბაჟო კონტროლის დროს. მუხლი 8. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები 1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეტიკეტირებული სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ხოლო მათი ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს, რომ მათ თვალსაჩინო ადგილას თან ახლდეს ამ კანონით დადგენილი ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია. 2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას თან იქონიოს სათანადო დოკუმენტაცია. 3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობისას დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ბაზარზე განთავსებული სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტი და არ განათავსოს ისინი ბაზარზე აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორებამდე. 4. ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება განადგურებას, რასაც ბიზნესოპერატორი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს. 5. ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით. 6. ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ჰქონდეს თანმხლები დოკუმენტი. 7. ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტისას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არარსებობისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება მისივე ხარჯებით ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას ან შეუსაბამობის გამოსწორებას. განადგურებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
თავი III სახელმწიფო კონტროლი მუხლი 9. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება 1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობის დასადგენად ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ახორციელებს საბაჟო კონტროლს მათ ეტიკეტირებაზე, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ასევე ახორციელებს კონტროლს იმპორტისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის განადგურებაზე. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
თავი IV პასუხისმგებლობა მუხლი 10. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის 1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს. 2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სამართალდამრღვევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები გამოუწერენ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 3. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 5. ბიზნესოპერატორის მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევისას, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ კანონით დადგენილი წესით სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის და ბაზარზე განთავსების აღკვეთის განუხორციელებლობა, აგრეთვე შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განადგურების განუხორციელებლობა – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1641 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე მიიღოს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. 2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 3. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 ივლისიდან ბაზარზე განთავსებულ და იმპორტირებულ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე. მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი – მე-10 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი – მე-10 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2014 წ. N2876-Iს |
Law of Georgia
On Labelling of Genetically Modified Organisms for Food/Feed use and of Genetically Modified Products Produced from them
Chapter I – General Provisions
Article 1 – Objectives of the Law
The objectives of this Law are:
a) to inform consumers about genetically modified organisms for food/feed use and genetically modified products produced from them;
b) to protect the interests of consumers, so that they have the chance of a free choice;
c) to establish rules for the labelling of genetically modified organisms for food/feed use and genetically modified products produced from them, and to carry out state control over their observance;
d) to facilitate the harmonisation and approximation of the legislation of Georgia with legal norms determined by the European Union law and other international acts in the area of labelling of genetically modified organisms for food/feed use and genetically modified products produced from them.
Article 2 – Scope of the Law
This Law regulates the legal relations related to the labelling of genetically modified organisms for food/feed use and genetically modified products produced from them during import and placement on the market.
Article 3 – Legislation of Georgia in the area of labelling of genetically modified organisms for food/feed use and genetically modified products produced from them
The Legislation of Georgia in the area of labelling of genetically modified organisms for food/feed use and genetically modified products produced from them is based on the Constitution of Georgia, international agreements and treaties of Georgia, this Law and other legislative and subordinate normative acts.
Article 4 – Definitions of Terms
1. For the purposes of this Law, the terms used herein shall have the following meanings:
a) genetically modified organism (‘GMO’) – any organism (with the exception of human beings) for food/feed use, in which the genetic material has been altered using modern methods of biotechnology, which do not belong to traditional selection and breeding methods;
b) genetically modified product – a product created through processing a GMO and/or containing an ingredient of a GMO, which or separate parts of which are not able to replicate and/or transfer genetic materials, and which is intended for food/feed use;
c) labelling – placement of information on the GMOs for food/feed use and genetically modified products on the packaging as provided for by this Law and according to the procedure established by the legislation of Georgia;
d) placement on the market – making available GMOs for food/feed use and genetically modified products to third persons and end consumers in any form, whether in return for payment or free of charge;
e) import – a commodity transaction of GMOs for food/feed use and genetically modified products as provided for by the Tax Code of Georgia;
f) business operator – a person importing and placing on the market the GMOs for food/feed use and genetically modified products, which is responsible for the compliance of its business activities with the requirements provided for by the legislation of Georgia;
g) end consumer – a consumer, who does not use GMOs for food/feed use and genetically modified products for the purposes of sale;
h) third person – a person using GMOs for food/feed use and genetically modified products for any activity permitted under the legislation of Georgia;
i) supporting document – a declaration of compliance issued under the legislation of Georgia, which contains information on a normative document to which the product corresponds, as well as the information on the content of GMOs, a genetically modified product or a genetically modified ingredient/ingredients in a product; if necessary, also a report of a test on the content of the GMOs in a product, a genetically modified product or a genetically modified ingredient/ingredients, performed by an accredited laboratory.
2. The terms ‘food’, ‘feed’ and ‘state control’ used in this Law shall have the meanings defined by the Food/Feed Safety, Veterinary and Plant Protection Code.
Chapter II – Placement on the Market, Import and Rules for Labelling of GMOs for Food/Feed Use and of Genetically Modified Products
Article 5 – Placement on the market of GMOs for food/feed use and of genetically modified products
1. In the case of placement on the market, GMOs for food/feed use and genetically modified products shall be labelled as provided for by this Law and other legislative and subordinate normative acts of Georgia.
2. If it is impossible to label GMOs for food/feed use and genetically modified products in the case of their placement on the market, they shall be accompanied by visible relevant information as provided for by the labelling rules determined by this Law.
Article 6 – Import of GMOs for food/feed use and of genetically modified products
1. In the case of import of GMOs for food/feed use and of genetically modified products, they shall be labelled as provided for by this Law and other legislative and subordinate normative acts of Georgia.
2. If it is impossible to label GMOs for food/feed use and genetically modified products during their import, they shall be accompanied by a supporting document.
Article 7 – Rules for labelling GMOs for food/feed use and genetically modified products
1. GMOs for food/feed use and genetically modified products shall be labelled as provided for by this Law and other legislative and subordinate normative acts of Georgia, if the genetically modified components in their composition exceed 0.9% of the total mass.
2. A written label "GMO" shall be placed in a circle in the upper left corner of the label of the GMO, and a written label "GM" shall be placed in a circle in the upper left corner of the label of the genetically modified product. The mentioned labels shall be visible, easily perceivable and clearly displayed so as to enable the consumer to identify them easily.
3. The name/names of the genetically modified ingredient/ingredients shall be also indicated on the product when labelling a product containing genetically modified ingredient/ingredients.
4. Compliance of the GMOs for food/feed use and of genetically modified products with the labelling rules shall be determined during the state and customs control.
Article 8 – Obligations of a business operator
1. A business operator is obliged to place on the market the GMOs for food/feed use and genetically modified products, which are labelled in compliance with the requirements of this Law and according to the procedure established by the legislation of Georgia, and if it is impossible to label them, to ensure that relevant information accompanies them in a visible place as provided for by the labelling rules determined by this Law.
2. A business operator is obliged to have relevant documents in the case of placing on the market and importing GMOs for food/feed use and of genetically modified products.
3. A business operator is obliged to immediately recall GMOs for food/feed use and genetically modified products placed on the market in the case of failure to comply with the labelling rules determined by this Law and other legislative and subordinate normative acts of Georgia, including in the case of failure to comply with the requirements established where labelling is impossible, and not to place them on the market until remedying the non-compliance.
4. In the case of failure of a business operator to remedy non-compliance determined by paragraph 3 of this Article, the GMOs for food/feed use and genetically modified products are subject to destruction, which shall be performed at the expenses of the business operator.
5. Failure of a business operator to fulfil the obligations determined by paragraphs 2 and 3 of this Article shall result in the liability as provided for by this Law.
6. A business operator is obliged to ensure that in the case of import of GMOs for food/feed use and genetically modified products they are labelled as provided for by this Law and other legislative and subordinate normative acts of Georgia. A business operator is also obliged to have supporting documents when importing GMOs for food/feed use and of genetically modified products.
7. If, in the case of import, a business operator fails to comply with the labelling rules determined by this Law and other legislative and subordinate normative acts of Georgia, and if the supporting documents are not present, the GMOs for food/feed use and genetically modified products shall be subject to return to the country of export, or destruction, or remedy of the non-compliance at the expenses of the business operator. Control over the destruction shall be carried out by the Revenue Service, a legal entity under public law within the governance of the Ministry of Finance of Georgia.
Chapter III – State Control
Article 9 – Carrying out state control over the labelling of GMOs for food/feed use and genetically modified products
1. In order to determine compliance of GMOs for food/feed use and genetically modified products with the labelling rules, state control shall be carried out in accordance with the Food/Feed Safety, Veterinary and Plant Protection Code and other normative acts.
2. The Revenue Service, a legal entity under public law within the governance of the Ministry of Finance of Georgia, shall carry out customs control over the labelling of GMOs for food/feed use and genetically modified products in the case of their import, including where it is impossible to label them. The Revenue Service, a legal entity under public law within the governance of the Ministry of Finance of Georgia shall also carry out control over the destruction of GMOs for food/feed use and genetically modified products during their import.
3. The Revenue Service, a legal entity under public law within the governance of the Ministry of Finance of Georgia, shall carry out customs control over the GMOs for food/feed use and genetically modified products according to the procedure established by an order of the Minister of Finance of Georgia.
Chapter IV – Liability
Article 10 – Liability for violation of this Law
1. In the case of violation of this Law, the authorised persons of the National Food Agency, a legal entity under public law within the governance of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, and the Revenue Service, a legal entity under public law within the governance of the Ministry of Finance of Georgia, shall have the right to review the administrative offence cases and to impose administrative penalties.
2. For the violation of this Law, the authorised persons of the National Food Agency, a legal entity under public law within the governance of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, and the Revenue Service, a legal entity under public law within the governance of the Ministry of Finance of Georgia, shall issue a fine receipt to an offender, which also serves as an administrative offence report.
3. The violation of the rules for labelling of GMOs for food/feed use and genetically modified products as provided for by this Law and other legislative and subordinate normative acts of Georgia in the case of their import and placement on the market, including the violation of the requirements where labelling is impossible, as well as the absence of the supporting documents –
shall result in the imposition of a fine on the business operator in the amount of GEL 5 000.
4. The same act committed repeatedly –
shall result in the imposition of a fine on the business operator in the amount of GEL 10 000.
5. If a business operator violates the labelling rules determined by this Law and other legislative and subordinate normative acts of Georgia, including where labelling is impossible, or fails to recall from the market or to prevent placement on the market of the GMOs for food/feed use and genetically modified products as provided for by this Law, or to destroy them if the non-compliance is not remedied, the business operator –
shall be subject to a fine in the amount of GEL 10 000.
Law of Georgia No 1641 of 7 December 2017 – website, 14.12.2017
Chapter V – Transitional and Final Provisions
Article 11 – Transitional Provisions
1. Before 1 July 2015, the Government of Georgia shall adopt a subordinate normative act on the rules for labelling of GMOs for food/feed use and genetically modified products produced from them.
2. Before 1 July 2015, the Government of Georgia shall ensure compliance of the relevant subordinate normative acts with this Law.
3. Before 1 July 2015, the Minister of Finance of Georgia shall issue an Order Approving the Procedures for Carrying out Customs Control during the Import of GMOs for Food/Feed Use and Genetically Modified Products Produced from them.
4. This Law shall apply to the GMOs for food/feed use and genetically modified products, which are imported and placed on the market after 1 July 2015.
Article 12 – Final Provisions
1. This Law, except for Articles 1-10 of this Law, shall enter into force upon its promulgation.
2. Articles 1-10 of this Law shall enter into force on 1 July 2015.
President of Georgia Giorgi Margvelashvili
Kutaisi
11 December 2014
N2876-Iს
Вернуться назад
Комментарии к документу