Комментарии

Аватар пользователя tamriko gigauri
tamriko gigauri (giorgi)
სხვა
Registration Date: 2026/04/23
Last visit: 2026/04/23 23:18:40
Контакты - Все комментарии

ინფორმირებული თანხმობა” რა არის (3 მუხლში წერია ცოტა სხვანაირად)
2. ვინ არის მონაცემთა სუბიექტი- ფიზიკური პირი
3.ვინ ახორციელებს ზედამხედველობას.. - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
4. რა ვადაში უნდა გასცეს პასუხი ორგანიზაციამ მონაცემთა სუბიექტს, მიმართვაზე მონაცემში არაზუსტი/შეცდომის გამოსწორების შესახებ
-
5.რა მიზანს ემსახურება მონაცემთა ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები
-ადამიანის უფლებების, ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (რაღაც ესეთი ეწერა)
6.პერსონალური მონაცემი არის- ნებისმიერი ინფორმაცია რითიც შეიძლება პირის იდენტიფიცირება
7.რა მოთხოვნა აქვს ორგანიზაცას მონაცემების ავტომატური დამუშავებისას
-
8.მონაცემების დამუშავების მიზეზის აღარ არსებობის შემთხვევაში მონაცემები უნდა განადგურდეს
-დაუყივნებლივ
9.
10.
რაღაცა ორგანიზაცია იყო ვაკანსიას აცხადებდა დასაქმების კანდიდატის მონაცემები დაამუშავეს,ასევე ეროვნებასთან მიმართებითაც და აღნიშნა რომ ეროვნებაზე იმიტო დაამუშავა რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაცია ყოფილიყო მარტივი მაგალითად თუ აზერბაიჯანელი იქნებოდა კლიენტი აზერბაიჯანელი ეროვნების კანდიდატი იქნებოდა უფრო მისაღები
მერე უვადოდ შეინახა მონაცემები და თქვარომ იმიტო შებინახე შემდგომში თუ იქნებოდა ვაკანსია რომ დაესაქმებინათ გაეთვალისწინებინათ
კიდე შპს X და Y თან ჰქონდა დადებული გარიგება
4-6-16 მუხლი გამოვიყენე

Аватар пользователя tamriko gigauri
tamriko gigauri (giorgi)
სხვა
Registration Date: 2026/04/23
Last visit: 2026/04/23 23:18:40
Контакты - Все комментарии

თემა 1
ოჯახში ძალადობის მახასიათებლები

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის - ოჯახის წევრებს შორის.ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით. იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველრიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა, ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლი, ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდებს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებუთ წრასრულწლოვნებზე და მის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.

თემა2
ძალადობის ფაზები და დინამიკა
ოჯახში ძალადობის წარმოსადგენად რამდენჯმს მოდელი არსებობს თუმცა ყველაზე გავრცელებულია ლენორ უოლკერის ძალადობის ციკლის თეორია რომელიც ძალადობის 3 ფაზას მოიცავს,ესენია:
1 - ეს არის დაძაბულობის ზრდა. ეს ფაზა ხასითადება იმით რომ პიროვნებებს შორის იზრდება დაძაბულობა. ამ დროს სავარაუდო მსხვერპლი ცდილობს,რომ თავიდან აირიდოს ეს და დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე. ეს ფაზა აეიძლება გაგრძელდეს წლები ან თვეები
2 - ეს არის სერიოზული ინციდენტი და ამდროს უკვე მსხვერპლს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და იძულებულია სხვადასხვაგვარად ეცადოს თავის დაცვას. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.
3 - ფაზა არის ე.წ თაფლობის თვე. მეორე ფაზის ანუ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ცდილობს გამოისყიდოს თავის დანაშაული, ითხოვს პატიებას, შერიგებას, მსხვერპლსაც უჩნდება ნდობა და გონია,რომ მოძალადე იცვლება, თუმცა არა, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ხარისხიც და სიხშირეც მატულობს. ამიტომაც ძალადობის ეს მოდელი წრიულად არის გამოხატული,რაც იმის მანიშნებელი,რომ მესამე ფაზის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება.
ეს არის ე.წ ძალადობის ბორბალი.

თემა 3
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმი 126-ე პრიმა მუხლის განმარტება.
სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე შემადგენლობად არის განსაზღვრული ოჯახში ძალადობა, რომელიც რეგულირდება 126ე პრიმა მუხლით. ამ მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
126 პრიმა მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას ესენია:
ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ძალადობაში უნდა მოვიაზროთ როგორც ცემა, ასევე სხვაგვარი ძალადობა.
126ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისათვის საკმარისია, რომ ფიზიკურ ძალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს. ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და არარის საკმარისი ერთჯერადი ფაქტი.
126ე პრიმა მუხლით განსაზღვრულიქმედებისათვის აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა.
1.ძალადობა უნდა იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგირი.
2.ძალადობამ შედეგად უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
3.იგი არ უნდა შეიცავდეს სხვა დანაშუალის ნიშნებს ანუ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 117ე, 118ე ან 122ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, ის გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. ცემაში იგულისხმება პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმეჯერ დარტყმა, უშუალოდ, ქმედების განხორციელების მომენტში მაგალითად: სახეში ორჯერ გარტყმა, ფეხის რამდენჯერმე ჩარტყმა, ხოლო სხვაგვარი ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად განხორციელებულ აქტს მაგალითად: სახეში ხელის ერთხელ გარტყმა, თმების მოქაჩვა და ა.შ. ორივე შემთხვევაში აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზუკური ტკივილი,მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.
ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს,შეურაცხყოფას, შანტაჟს დანმცირებას,რომელსაც აქვს სისტემური ხასიათი და მისი შედეგია ტანჯვა. სისტემატურობა,გულისხმობს დროის მცირე მონაკვეთში ჩადენილ ორზე მეტ მოქმდებას.
126ე პრიმა მუხლი მოიცავს 5დამამძიმებელ გარემოებას ესენია:
1.წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწრო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქკნე პირის ან ორსული ქალის მიმართ,
2.არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახია წევრის მიმართ
3.ორი ან მეტი პირის მიმართ
4.ჯგუფურად
5.არაერთგზის

თემა 4
განსხვავება 126ე პრიმა და 126ე მუხლს შორის განსხვავება.
ოჯახური ძალადობის მიზნებისათვის 126ე მუხლს ვიყენებთ მაშინ,როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი. სსკ-ის 126ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოდგებს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოწივია,მაგრამ არ აღმოცენდა 120 მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ამ შემთხვევაში ქმედება ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც არარიან ოჯახია წევრები,შესაბამისად თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე სისტემატურად ძალადობს ფიზიკურად, კვალიფიკაცია მოხდება 11პრიმა-126ე მუხლის 1’2 ნაწილით.
126 პრიმა არის ერთჯერადი ძალადობა და სისტემატიური ფსიქოლოგიური
126 არის მრავალჯერადი ძალადობა,ოჯახში ძალადობის დროს იქნება 11 პრიმა
126 პრიმა მუხლის დამამძიმებელი გარემოებები:
1.წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფის,ასევე შეზღუდული შესაძლბელობების მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ
2.არასრუწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრების მიმართ
3.ორი ან მეტი პირის მიმართ
4.ჯგუფურად

თემა 5
ძალადობის ფორმები
ფიზიკური ძალადობა - მასში იგულისხმევა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთაბ დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა რაც იწვევა მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთუ მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოფიური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომლის მიზანიც არის აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და მსხვერპლი დაიმორჩილოს. მისი მიზანია მსხვერპლმა დაკარგოს საკთარი თავის რწმენა და მასზე მოძალადებემ მოიპოვოს სრული კონტროლი. ფსიქოლოგიური ძალადობა არის ყველაზე გავრცელებული ძალადობა, თუმცა მისი იდენთიფიცირება რთულია,ვინაიდან ესე აშკრა სამსილი არ არსებობს საიმისდ,რომ ფაქტი აღწერილი იყოს,მაგალითად სფიქოლოგიური ძალადობის დროს მსხვერპლზე არ რჩება ნაკვალევი ან სამხილი.
იძულება - ეს არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება რომლის შესრულებაც ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ასევე სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის ქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ
ეკონომიკური ძალადობა - ქმედება რომელიც იწვევს საკვებით, საცხორებელი და ნორმალური პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვას, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ამით უარესდება პირია ეკონომიკური მდგომარეობა.
არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა - მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ თუკი მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომახგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

თემა 6
სექსუალური შევიწროვება და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
სექსუალური შევიწროვება არის დისკრიმინაციის ერთერთი ფორმა.
სექსუალური შევიწროვება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროვება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:
1.ფიზიკური ქცევა- არასასურველ შეხება სხეულის სხვადასხვა ადგილას, ფიზიკური ფორმა შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ჩქმეტას,ჩახუტებას და ა.შ
2.სიტყვიერი ანუ ველბარული - ქცევა გამოიხატება სექსუალური შინაარის ფრაზების თქმაში, შეურაცხმყოფელი შენიშვნებისა და კომენტარების გაკეთებაში
3.არასიტყვიერი, ანუ ვერბალური ქცევა - ნიშნავს სექსუალური ხასიათის ქცევა ჟესტიკულაციის გამოყენებით, ან კონკლუდენტური მოქმედებით განხორციელებულ ქმედებას,მაგალითად: სექსუალური ხასიათის ფოტოების ან ვიდეოების ჩვენება, წერილების გაგზავნა.

სექსუალური შევიწროვების დასადგენად მნიშვნელოვანია არსებობდეს შემდეგი გარემოებები ერთობლივად :
1. ადგილი უნდა ჰქონდეს სექსუალური ხასიათის ქცევას
2. ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირისთვის ვის მიმართაც არის განხორციელებეული
4. მიზნად უნდა ისახავდეს ან იწვევდეს პირის ღირსების შელახვას
5. უნდა ქმნიდეს დამაშინებელ მტრულ დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს ადრესატისათვის.

სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილზე
სამუშაო ადგილზე შევიწროვებაა,როდესაც ხდება ცალკეული პირის მინართ სხვებთან შედარებით არახელსაყრელი გარემოს შექმნა, კონკრეტულ შემთხვევაში იგი ვლინდება არასასურველი მზერით, შეურაცხმყოფელი ხუმრობით, და ა.შ.
სექსუალური შევიწროვრბის ორი ძირითადი სახე არსებობს :
1. მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინება სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს ადამიანის სამსახურსა და კარიერაზე, ამდროს ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ეს ხდება მაშინ როდესაც ხდება სამსახურეობრივი წახალისება, დაწინაურება, ხელფასის გაზრდა,სექსუალური კავშირის სანაცვლოდ.
ასევე შეიძლება სექსუალურ კავშირზე უარმა გავლენა მოახდინის პირის სამსახურეობრივ მოვალეობაზე.
2. ეს არის მტრული გარემოს შექმნა. მსხვერპლისათვის იქმნება არასასრუველი გარემო თუმცა არ გვხვდება სექსუალური ურთიერთობის მოთხოვნის ელემენტი.
სამუშაო ადგილზე სექსულაური შევიწროების დროს მსხვერპლს შეუძლია მიმართოს:
1.სასამართლოს 2.სახალხო დამცველს 3.მის ორგანიზაციაში არსებულ შიდა რეგულისების გასაჩივრების მექანიზმი

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად -166’ მუხლით.
166’ მუხლი - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არარასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა.პირის პასუხსიმგებლობა მძიმდება თუ სამართლადარღვევა ჩადენილი იქნება განმეორებით - ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში,წინასწარი შეცნობით არასრწულოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის,ორსული ქალის,შშმ პირის მიმართ ან არასრუწლოვანის თანდასწრებით,ასევე ორი ან მეტის პირის მიმართ.ჯარიმის ოდენობა იზრდება და ყველაზე მძიმე დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად გათვალისწინებულია გამოსასწორებელი სამუშაო 1 თვის განმავლობაში ან ადმინისტრაციული პატიმრობა (10დღე).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური შევიწროების დასასდგენად მნიშვნელოვანია აშკარა გარემოებების არსებობა:
1.ადგილი უნდა ქონდეს სექსუალურ ქცევას
2.ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირის მიმართ ვის მიმართაც ხორციელედება
4.მიზნად უნდა ისახავდეს იმ პირის ღირსების შელახვას
5.უნდა ქმნიდეს მტრული,დამამცირებელი,ასევე ღირსების შემლახველი შეურაცმყოფელი გარემოებების შექმნას.
სექსუალური შევიწროება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი(ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება),ეს შესაძლოა იყოს ღია ან დახურული:
ღია სივრცე - ქუჩა,ეზო,პარკი
დარუხული სივრცე - კაფე,რესტორანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და.აშ

შევიწროვების მექანიზმები
ნებისმირ პირს, რომელიც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. პირის უფლება აქვს მოითხოვოს დისკრიმინსციული ქმედების შეწყვეტა ან მისი შედეგების აღმოფხვრა, ან მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება. სასამარათლო სარჩელის შეტანიდან 3დღის ვადაში განიხილავს წარმოებაში მიღების საკითხს, ასევე მოსარჩელეს აძლევს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 3დღის ვადას, თუ წარმოებაში არ მიიღებს მაშინ ეს საჩივრდება კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ მისი გაცნობიდან 3დღის ვადაში. თუ საჩივარი დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლო საქმეს უბრუნენს პირველი ინსტანციის სასამარათლო საქმის განხილვის შედეგდ სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინსციის ფაქტის დადასტურების ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მეორე მექანიზმი არის სახალხო დამცველისათვის მიმართვა. მისთვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა არარის განსაზღვრული და ნებისმიერ დროს შეუძლია პირს მიმართვა. პირს რომელიც სახალხო დამცველს მიმართავს განცხადბით უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომელიც სექსუალური შევიწროვების ვარაუდს იძლევა.
დისკრიმინაციის, სექსუალური შევუწროვების ფაქტი თუ დადასტურდა სახალხო დამცველი მოპასუხეს მიმართავს რეკომენდაციით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს
1. სექსუალური შევიწროვების შეწყვეტას ან მომავალში თავიდან აცილებას.
2. თუ იმ დროს რეკომენდაციის ადრესატი ორგანიზაცია ან დაწესებულება - სექსუალური შევიწროების პრვენციის შიდა მექანიზმის დოკუმენტის შემუშავებას. თუ ფაქტი არ დადასტურდა, სახალხო დამცველი წყვეტს საქმისწარმოებას.
სასამართლოსა და სახალხო დამცველის გარდა არსებობის შემთხვევაში მსხვერპლს შეუძლია გამოიყენოს შიდა გასაჩივრების მექანიზმები,შევიწროვების ფაქტზე საჩივრით შეუძლია მიმართოს მის ორგანიზაციაში არსებულ შესაბამის ორგანოს ან პირს.
კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს,სახალხო დამცველი აჩერებს საქმისწარმოებას თუ იმავე ფაქტობრივ გარემოებებს შეისწავლის სასამართლო და წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ამ გარემოებების შესახებ.

თემა7
ადევნება
ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს,მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას,ასევე შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვას,რადგანაც ადევნების ნებისმიერი ობიექტი,უპირველესყოვლისა,არის ფსიქოლოგიური ტეროტის მსხვერპლი.

ადევნება ხდება ერთი ინდივიდის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით,მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათევის მიმართ.
ადევნებაში იგულისმება:
-უკანონო თვალთვალი
-არასასურველი კომუნიკაციის დამყარება,ტელეფონის,ელექტრონული მესიჯით ან სხვა საშუალებით.
-ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება
ადევნება სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან მისი ოჯახის წევრის,ასევე ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს,რაც პირის ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას ქმნის.

თემა 8
126-ე პრიმას ელემენტები

კაზუსები

კაზუსი 1
1. ესმას,ქმარმა ორჯერ დაარტყა მუშტი ეს დავაკვალიფიცირდება - 126 პრიმა მუხლით,შემდეგ ქმარმა ესმას ტელეფონი დაუმტვრია,რომელიც 150 ლარი ოდენობის იყო - 11’კვალიფიკაცია იქნება 187-ე მუხლით თანახმად,150 ლარი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.შემდეგ ესმას ქმარმა, როდესაც ესმას დიშვილი შემოვიდა მათთთან,ესმას ქმარმა თმაზე მოქაჩა ესმას დიშვილს -კვალიფიკაცია 11 პრიმა მუხლი,რადგან დისშვილი არ ითვლება ოჯახის წევრად. ან მეორე ვარიანტი ესე დაკვალიფიცირდება -კვალიფიკაცია 126 -ე მუხლის დამამძიმებელი გარემოება არასრუწლოვნის მიმართ,მიუხედავად,იმისა,რომ ეს არასრუწლოვანი არ არის ოჯახის წევრი.

კაზუსი 2
2022 წლის აპრილში (ზუსტი რიცხვი და დრო დაუნდეგენელია) ირაკლიმ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აუკრძალა მეუღლეს ( თეკლას) მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში,მაღაზიაში წასვლა და თუკი მისი ნებართვის გარეშე სადმე ნაბიჯს გადადგამდა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.თეკლას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დაკვალიფიცირდება 11 პრიმა 151-ე მუხლის 1 ნაწილით და ‘’დ’’ ქვეპუნქტით.ასევე,2022 წლის აპრილის დაახლოებით 11:00ზე ირაკლიმ მეუღლეს ხელი მოუჭირა,მარჯვენა ხელის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრუწლოვანი 17 წლის შვილი - დაკვალიფიცირდება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ‘’გ’’ ქვეპუნქტით.

კაზუსი 3
ლეილა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან
ერთად თანაცხოვრების პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა მეუღლეს,მიაჩნდა რომ ქალის მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.მორიგი კონფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი საშუალებები დალია,თუმდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად,მოხერხდა მისი გადარჩენა.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცოხვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა -კვალიფიკაცია 126 პრიმა მუხლი ფაქტობრივი ქორწინეაც ოჯახის წევრობას მიგვანიწშნებს,ასევე იქნება 11 პრიმა მუხლის და 115 მუხლის მე-2 ‘’ბ’’ ქვეპუნქტი.
შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმდა იქ არავინ არ დახვდა.ამის შემდეგ შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობლებთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შალვას რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

კაზუსი 4
კახა და ნინო ფიქტიურ ქორწინებაში არიან,რამდენიმე წელია.კახა სულ ეუბნებოდა შურაცმყოფელ სიტყვებს ნინოს,ისეთ რეპლიკებს,როგორიცაა უსაქმური ხარ და.აშ
შემდეგ ნინო წავიდა თავისი მშობლების სახლში კახას დაუკითხავად,კახამ ამის გამო ნინოს შეასხა ბენზინი და ნინომ მიიღო 70%დამწვრობა და 12 დღეს გარდაიცვალა.
პასუხი:126პრიმა მუხლი,რადგან ნინო იყო სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ,რაც იწვევდა ნინოს ტანჯვას.ხოლო კახას მიერ ჩადენილი ქმედება (ბენზინის შესხმა) დაკვალიფიცირდება 11’პრიმა მუხლით,ასევე 109 მუხლის ბ,თ,კ,მ ქვეპუნქტებით.
ბ - სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების გამოყენებით
თ - გენდერის ნიშნით
კ - ოჯახის წევრის
მ - განსაკუთრებული სისასტიკით

კაზუსი 5
ალეხანდრო და ესმერალდა იმყოფებოდნენ რეესგისტრირებულ ქორწინებაში.ერთად ცხოვრების პერიოდში,ალეხანდრო გარკვეული პერიოდულობით ფიზიკურად ძალადობდა ესმერალდაზე.ესმერალდა ერთი თვის განმავლობაში ხშირად გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი,თუმდა კონკრეტული თარიღების და პერიოდს ვერ იხსენებს.ფიზიკურ ძალადობასთან ერთად თან ახლვდა სიტყვიერი შეურაცყოფები.ალეხანდრო მეუღლეს თითქმის ყოველდღიურად ეუბნდებოდა,რომ არაფრის მაქნისი არ იყო და ასე ცოლი არ სჭირდებოდა
პასუხი :ერთი თვის განმავლობაში,როდესაც ურტყამდა ესმერალდას ეს იქნება 11 პრიმა 126-ე მუხლის 2 ნაწილი.

კაზუსი 6
ანა და გივი 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარესგიტრირებულ ქორწინებაში.ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ურთიერთობა დაეძაბათ,ჰქონდათ ხშირი კონფლიქტები,რაც გამოიხატებოდა გივის მიერ ანას მიმართ განხორცეიელებულ ძალადობაში,კერძოდ,გივი თავის მეუღლეს ბოლო ერთის წლის განმავლობაში ხშირად სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. 11 პრიმა 126-ე მუხლის 1-2 ნაწილი

თანაცხოვრების მე 2 წელს ანა დაშორდა მეუღლეს,წამოვიდა სახლიდან და თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად,რადგან ვეღარ გაუძლო გივის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას,ასევე გივი ეუბნებოდა,რომ თუ დაშორდება ის მას დაასახიჩრება ისე,რომ მას არავინ შეხედავდა - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით. ასევე უნდა გამოვიყენოთ 150-ე მუხლი იძულება მუქარის ხერხით.ანა მოქმედებს თავისი ნების საწინააღდმეგოთ და მუქარი ხერხით იმიტომ,რომ გივი ემუქრება მას სახის დასახიჩრებით.
დაშორების მიუხედავად,გივი ანს მოსვენებას არ აძლევდა.2018 წლის 5 სექტემბერს გივი დაუკავშირდა ანას მამას-ჯემალის და უთხრა,რომსახლს გადაუწვავდა,რადგან მას ადანაშაულებდა ანას დაშორების გამო.ჯემალი ძალიან შეაშინა გივის სიტყვებმა და იფიქრა,რომ მას მართლაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლით,ეს არის მუქარა,რადგანაც გივი ანას მამას (ჯემალის) ემუქრება სახლის გადაწვით.

Аватар пользователя vajuri
vajuri (vaja)
სხვა
Registration Date: 2026/05/01
Last visit: 2026/05/01 09:58:09
Контакты - Все комментарии

მედიაციაში „დაინტერესებული მხარე“ არის ნებისმიერი პირი ან სუბიექტი, ვისაც უშუალოდ ეხება დავა და მისი შედეგი.

ეს შეიძლება იყვნენ:
• დავის მხარეები – მაგალითად, მოსარჩელე და მოპასუხე (ფიზიკური პირები ან კომპანიები)
• იურიდიული პირები – კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებიც დავაში მონაწილეობენ
• მესამე პირები – ვისზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს შეთანხმებამ (მაგ. თანამშრომელი, პარტნიორი, ოჯახის წევრი და ა.შ.)
• სახელმწიფო ორგანოები (ზოგ შემთხვევაში) – თუ საქმე ეხება საჯარო ინტერესს

Аватар пользователя vajuri
vajuri (vaja)
სხვა
Registration Date: 2026/05/01
Last visit: 2026/05/01 09:58:09
Контакты - Все комментарии

1.მედიაციის სახეები - ორი ძირითადი სახეა და იმსჯელეთ.
მედიაციის ორი სახე არსებობს - ფასილიტაციური მედიაცია და შეფასებითი მედიაცია. ფასილიტაციური მედიაცია არის ყველაზე გავრცელებული ფორმა, მედიატორი არ აძლევს სამართლებრივ ან შეფასებით რჩევებს, მისი როლია მხარეებს შორის კომუნიკაციის გამარტივება, ეხმარება მხარეებს, რომ თვითონ მივიდნენ შეთანხმებამდე. პროცესში მთავარი აქცენტი კეთდება ინტერესებზე და არა პოზიციებზე. ხოლო რაც შეეხება შეფასებით მედიაციას, ამ შემთხვევაში, მედიატორის როლი უფრო აქტიურია, მედიატორმა შეიძლება გამოხატოს თავისი აზრი დავის სამართლებრივ მხარეზე, ხშირად აფასებს თუ რა შანსები აქვს მხარეებს სასამართლოში, შეიძლება შესთავაზოს კონკრეტული გამოსავლის ვარიანტები, გამოიყენება განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რთულ სამართლებრივ საკითხებს ეხება.

2.დისტრიბუციული და ინტერესზე დამყარებული მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებს ხშირად ორ ძირითად დიტად ყოფენ, ესენია: დისტრიბუციული და ინტერესზე დამყარებული მოლაპარაკებები, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან. დისტრიბუციული მოლაპარაკების დროს, რესურსი არის შეზღუდული, ანუ რაც ერთმა მოიგო, მეორე კარგავს, ხარეები ფოკუსირებულნი არიან პოზიციაზე, მაგ.: მინდა 1000 ლარი. მიზანი არის მაქსიმალური სარგებლის მიღება საკუთარი თავისთვის და ხშირად ახლავს კონკურენცია და ზეწოლა. მაგალითად მიმდინარეობს ვაჭრობა ბინის ქირაობაზე, მეპატრონე აფასებს 1000 ლარს, დამქირავებელი სთავაზობს 700 ლარს და ბოლოს, შეთანხმდებიან 850 ლარზე. რაც შეეხება ინტერესზე დამყარებულ მოლაპარაკებას, ეს მოდელი ეძებს ორივე მხარის მოგებას, ყურადღება ექცევა ინტერესებს და არა მხოლოდ პოზიციებს, ცდილობს იპოვოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც ორივე მხარე კმაყოფილია, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ნდობა და კრეატიული აზროვნება. მაგალითად: ორი თანამშრომელი ერთსა და იმავე დღეს ითხოვს შვებულებას, საუბრისას ირკვევა, რომ ერთს დილით სჭირდება დრო, მეორეს საღამოს, შესაძლებელია იმგვარად განაწილება, რომ ორივე დაკმაყოფილდეს.

3.დამსაქმებელი და თანამშრომელი შეთანხმდნენ კომპენსაციაზე, რომელიც კანონით განსაზღვრულ მინიმუმს აღემატება. ამ დროს მეიდატორს აქტიური როლი უნდა ჰქონდეს. აუცილებელი არ არის, რომ მედიატორს აქტიური (შეფასებითი) როლი ჰქონდეს, ასეთი შემთხვევა უფრო ხშირად ფასილიტაციურ მედიაციის ფარგლებში ჯდება. ამ შემთხვევაში, მხარეები უკვე შეთანხმდნენ, კომპენსაცია არის კანონზე მეტი ანუ მინიმალური სტანდარტი დაცულია და დავა ფაქტობრივად მოგვარებულია. ასეთ დროს, მედიატორის როლია რომ შეამოწმოს შეთანხმება არის თუ არა ნებაყოფლობითი, ინფორმირებული ანუ ორივე მხარე რომ აცნობიერებდეს რას თანხმდება და კანონთან შესაბამისი.
4.ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ მედიაციის პრინციპები, აქვთ თუ არა მბოჭავი ძალა მათ (ეთიკის პრინციპებიც იგულისხმება) მედიაცია ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომელიც განსაზღვრავს პროცესის სამართლიანობას და ეფექტიანობას. მედიაციის ძირითადი პრინციპებია: ნებაყოფლობითობა (მედიაციაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატოვონ პროცესი, ეს უზრუნველყოფს რომ შეთანხმება იყოს რეალურად მიღებული და არა იძულებითი), კონფიდენციალურობა (მედიაციის დროს განხილული ინფორმაცია არის დახურული, არ შეიძლება მისი გამოყენება სასამართლოში გარდა გამონაკლისებისა და ეს ქმნის ნდობას და გახსნილ კომუნიკაციას), ნეიტრალობა და მიუკერძოებლობა ( მედიატორი არის ნეიტრალური არი იჭერს რომელიმე მხარეს, ასევე მიუკერძოებელია ანუ არ აქვს წინასწარი დამოკიდებულება), მხარეთა თანასწორობა ( ორივე მხარეს აქვს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციის გამოხატვის და ძალთა დაბალანსებას უწყობს ხელს, რომ არ მოხდეს ერთის დომინირება), მოქნილობა (პროცესი არ არის მკახრად ფორმალიზებული, როოგრც სასამართლო). მედიაციის მნიშვვნელოვანი საფუძველია ასევე ეთიკა, რომელიც მოიცავს მედიატორის პატიოსნებას, კომპეტენტურობას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას.

5.მედიაციის სტადიები - მომზადება-გახსნა-ახსნა-განმარტება. წინასწარი ეტაპი ანუ მომზადება (მხარეები თანხმდებიან მედიაციაზე, ირჩევენ მედიატორს, იგეგნება დრო ადგილი და წესები), გახსნა (მედიატორი განმარტავს პროცესს, მხაეები ადასტურებენ მონაწილეობას), მხარეთა პოზიციების წარმოდგენა (თითოეული მხარე აფიქსირებს საკუთარ ხედვას, საუბრობენ დაუბრკოლებლად), ინტერესების იდენტიფიკაცია (პოზიციების მიღმა მდგომი რეალური ინტერესების გამოვლენა), ვარიანტების გენერირება (მხარეები ერთად ფიქრობენ შესაძლო გამოსავლებზე), მოლაპარაკება და შეფასება( განიხილება თითოეული ვარიანტი, ხდება მათი შედარება და დახვეწა), შეთანხმების მიღწევა (მხარეები თანხმდებიან კონკრეტულ პირობებზე და თუ საჭიროა, შეთანხმება ფორმდება წერილობით).

6.კონფიდენციალურობა. კონფიდენციალურობა მედიაციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომელიც გულისხმობს პროცესში მიღებული ინფორმაციის დაცვას და მის გამოუყენებლობას მესამე პირების წინაშე და სასამართლოში, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

7.უნდა იყოს თუ არა მედიაცია მოწესრიგებული საკანონმდებლო დონეზე და ჩამოთვალეთ საკანონმდებლო აქტები: აისისი და ა.შ. მოიყვანეთ არგუმენტები.კი, მედიაცია მოწსრიგებული უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირება იყსო ბალანსირებული და არ დააზიანოს მისი მოქნილობა. მედიაციის სფეროში არსებობს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო/ინსტიტუციური საკანონმდებლო და წესრიგის განმსაზღვრელი აქტები. ეროვნულია საქართველოს კანონი მედიაციის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საერთაშორისოა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2008 წლის, მოდელური კანონი საერთაშორისო კომერციული მედიაციისთვის, სინგაპურის კონვენცია, აისისი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ დავებში.

8.ევროკავშირის სამართლის რეგულირებები. ევროკავშირში მედიაცია ძირითადად რეგულირდება დირექტივით და არა რეგულაციით. მთავარი აქტია ევრიპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2008 წლის, რომელიც ეხება სამოქალაქო და კომერციულ დავებში მედიაციას და ადგენს საერთო ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის კონფიდენციალურობას, სასამართლოსთან კავშირს, ხანდაზმულობის შეჩერებას და შეთანხმების აღსრულების შესაძლებლობას.

9.რა განსხვავებაა დირექტივასა და რეგულაციას შორის. რეგულაცია არის ევროკავშირის აქტი, რომელიც პირდაპირ და ერთნაირად მოქმედებს ყვეკა წევრ სახელმწიფოში და არ საჭიროებს ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანას, ხოლო დირექტივა ადგენს მიზანს, რომლის მიღწევაც სავალდებულოა, მაგრამ მისი შესრულების ფორმა და გადატანა ეროვნულ სამართალში წევრ ქვეყნებს ევალებათ.

10.დათმობაზე წასვლა თუ შეიძლება მედიაციის პროცესში იმპერატიული ნორმების მიუხედავად და რა ფუნქცია აქვს საჯარო წესრიგს. მედიაციაში მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად დათმობაზე წასვლა, თუმცა ეს თავისუფლება შეზღუდულია იმპერატიული ნორმებითა და საჯარო წესრიგით. საჯარო წესრიგი წარმოადგენს სამართლებრივ ზღვარს, რომელიც უაზრუნველყოფს, რომ მედიაციით მიღებული შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფოსა და საზოაგდოების ფუნდამენტურ ინტერესებს და იყოს სამართლებრივად აღსრულებადი.

Аватар пользователя vajuri
vajuri (vaja)
სხვა
Registration Date: 2026/05/01
Last visit: 2026/05/01 09:58:09
Контакты - Все комментарии

11.როგორია გადაწყვეტილების ლოგიკური ჯაჭვი, მოლაპარაკება, მორიგება, მედიაცია, არბიტრაჟი, სასამართლო, აღსრულება. ლოგიკური ჯაჭვია: პრობლემის იდენტიფიკაცია (რა არის დავა, რა საკითხზე ვერ თანხმდებიან), პოზიციების დაფიქსირება (თითოეული მხარე ამბობს, რა უნდა), ინტერესების გამოვლენა ( რატომ უნდა ეს კონკრეტული რაღაც?), საერთო ინტერესების მოძებნა (რა აქვთ მხარეებს საერთო, სად შეიძლება გადაკვეთა?), ვარიანტების გენერირება ( შესაძლო გადაწყვეტილებების მოფიქრება), შეფასება და არჩევა ( რომელი ვარიანტია რეალისტური?), შეთანხმება ( საბოლოო გადაწყვეტილების ფორმალიზება და საჭიროების შემთხვევაში, წერილობით გაფორმება).

12.დამსაქმებელმა თანამშრომელს გაანდო ინფორმაცია, მერე ეს წავიდა და საჯარო ინფორმაციის სახით გამოსთხოვა ეს ინფორმაცია და მიმართა სასამართლოს. რა უნდა ქნას სასამართლომ(ვინაიდან საჯარო ინფორმაცია იყო, უნდა მიიღოს, რადგან მედიაციის ეტაპზე გაიგო, არ უნდა მიიღოს). სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არის თუ არა მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო ხასიათის და ექვემდებარება თუ არა იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაცულ რეჟიმს. თუ დამსაქმებელი კერძო პირია და ინფორმაცია შიდა/პერსონალურია, სასამართლომ სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს.

13.სანოტარო მედიაციას და კერძო მედიაციას შორის რა სხვაობაა. კერძო მედიაცია არის მხარეთა მიერ თავისუფლად ორგანიზებული და ნაკლებად ფორმალური პროცესი, ხოლო სანოტარო მედიაცია ხორციელდება ნოტარიუსის ჩართულობით და მისი შედეგი ხშირად იღებს უფრო ძლიერ იურიდიულ ძალას, მათ შორის აღსრულებად ნოტარიულ აქტის ფორმას.

14.სავალდებულო მედიაციას დაქვემდებარებული დავები როგორ შეირჩევა. სავალდებულო მედიაციას დაქვემდებარებული დავები შეირჩევა კანონით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, სასამართლოს მიერ გადამისამართების საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და საქართველოს კანონი მედიაციის შესახებ-ის შესაბამისად. შერჩევის მთავარი კრიტერიუმია დავის ხასიათი და მისი მორიგების შესაძლებლობა.

15.რა უპირატესობა აქვს მედიაციას არბიტრაჟთან. მედიაცია არბიტრაჟთან შედარებით უპირატესია თავისი მოქნილობით, დაბალი ხარჯით, სისწრაფით და მხარეთა მიერ გადაწყვეტილების კონტროლით, ასევე უკეთესად ინარჩუნებს ურთიერთობას მხარეებს შორის, რადგან ეფუძნება თანამშრომლობით და არა შეჯიბრებით მოდელს.

16.კონფლიქტის ესკალაციის ეტაპები თანმიმდევრულად. უთანხმოება, დაძაბულობა, კონფრონტაცია, ესკალაცია/გამწვავება, კრიზისი, დეკალაცია/დეესკალაცია და გადაწყვეტა.

17.შესაძლებელია თუ არა მედიატორის თვითაცილება. დიახ, შესაძლებელია, და ზოგჯერ სავალდებულოცაა, თუ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მის ნეიტრალობას ან მიუკერძოებლობას. ეს უზრუნველყოფს მედიაციის პროცესის სამართლიანობას და მხარეთა ნდობას.

18.გამონაკლისი თუ აქვს კონფიდენციალურობის დაცვას? მიუხედავად იმისა, რომ მედიაციაში კონფიდენციალურობა არის ძირითადი პრინციპი, მას აქვს გამონაკლისები: მხარეთა თანხობა, კანონის მოთხოვნა, დანაშაულის ან საფრთხის თავიდან აცილება და საჯარო წესრიგის დაცვა.

19.მედიაციის პროცესში მხარემ აღიარა ის გარემოებები, რაც სასამართლოში შეიძლებოდა რომ მის წინააღმდეგ გამოყენებულიყო. მეორე მხარემ შეწყვიტა მორიგება და მიმართა სასამართლოს და ეს აღიარებები წარადგინა სასამართლოში. მედიაციის პროცესში გაკეთებული აღიარებები კონფიდენციალურია საქართველოს კანონი მედიაციის შესახებ-ის შესაბამისად და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სასამართლოში მყტკიცებულებად. შესაბამისად, სასამართლომ უნდა უარყოს ასეთი მტკიცებულების დაშვება და არ დაეყრდნოს მას გადაწყვეტილების მიღებისას.

20.რა არის ბატნა. ბატნა არის ,,საუკეთესო ალტერნატივა შეთანხმების გარეშე“, ანუ რა არის შენი საუკეთესო ვარიანტი, თუ მოლაპარაკება/მედიაცია ვერ შედგება და ის წარმოადგენს მოლაპარაკების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.

21.რა არის მედიაცია. მედიაცია არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის პროცესი, რომლის დროსაც ნეიტრალური მედიატორის დახმარებით მხარეები ნებაყოფლობით ცდილობენ შეთანხმების მიღწევას და თავად იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

22.ესკალაციის ეტაპები. უთანხმოება, დაძაბულობა, კონფრონტაცია, ეკალაცია ანუ გამწვავება, კრიზისი, დეესკალაცია, გადაწყვეტა.

23.ადამიანის ტიპები. თანამშრომლობითი ტიპი (მზადაა დიალოგისთვის), კონკურენტული ტიპი (ორიენტირებულია გამარჯვებაზე), ანალიტიკური ტიპი ( ეყრდნობა ლოგიკას და ფაქტებს), ემოციური ტიპი ( გადაწყვეტილებას იღებს გრძნობებით), თავიდან ამრიდებელი ტიპი (ცდილობს კონფლიქტის თავიდან არიდებას).

24.მედიაციის სახეები. (მედიაცია იყოფა კერძო და სასამართლო ფორმებად, ასევე ფასილიტაციურ და შეფასებით ტიპებად, ხოლო ორგანიზაციული თვალსაზრისით შეიძლება იყოს ინსტიტუციური ან და ერთჯერადად, კონკრეტული მიზნითვის შექმნილი. ყველა ფორმის მიზანია დავის მშვიდობიანი და შეთანხმებით გადაწყვეტა.

25.როდის არის სასარგებლო მედიაცია.მედიაცია სასარგებლოა მაშინ, როდესაც მხარეებს სურთ სწრაფი, ნაკლებხარჯიანი და კონფიდენციალური გზით შეთანხმების მიღწევა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში,ს ადაც მნიშვნელოვანია ურთიერთობის შენარჩუნება და არსებობს შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა.

Аватар пользователя vajuri
vajuri (vaja)
სხვა
Registration Date: 2026/05/01
Last visit: 2026/05/01 09:58:09
Контакты - Все комментарии

kriminalistikis muxlebi da kazusi

Аватар пользователя vajuri
vajuri (vaja)
სხვა
Registration Date: 2026/05/01
Last visit: 2026/05/01 09:58:09
Контакты - Все комментарии

სასამართლომ საკუთარი ინიციატივით ჩაატარა ექსპერტიდა და მტკიცებულებად დაურთო გადაწყვეტილებასო და დაარღვია თუ არა კანონის მოთხოვნაო ეგაა კითხვა
და დაარღვია

Аватар пользователя vajuri
vajuri (vaja)
სხვა
Registration Date: 2026/05/01
Last visit: 2026/05/01 09:58:09
Контакты - Все комментарии

მე15 ეს 1,3, 5 ნაწილები
49 ეს სამივე
\

Аватар пользователя vajuri
vajuri (vaja)
სხვა
Registration Date: 2026/05/01
Last visit: 2026/05/01 09:58:09
Контакты - Все комментарии

sisxlis samarTlis saprocesoss kodeqsia

Аватар пользователя Nariman kapoiani
Nariman kapoiani (გიორგი)
სხვა
Registration Date: 2026/05/01
Last visit: 2026/05/01 13:33:18
Контакты - Все комментарии

1. მედიაციის სახეები- ხელისშემწყობი და შეფასებითი
2. რა არის მედიაცია- მორიგებიდ აქტი, (სინონიმი არ არის - სავარაუდოებში ეწერება)
3. მედიატორის თვითაცილება შეიძლება? - მედიატორის აცილება, თუ მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი მის მიუკერძოებლობაზე.
4. რამდენი დრო სჭირდბა მედიაციას - არანაკლებ 45 დღე და არანაჯლებ 2 შეხვედრა
5. რომელია საბაზისო აქტი?- აშშ, 2008 წლის დირექტივა, unicenur.
6. რა უპირატესობა აქვს მედიაციას არბიტრაჟგან?- ნაკლები ხარჯია სწორი.
7. მოლაპარაკების პროცესის ეტაპები- მოსამზადებელი, საწყისი, საინგორმაციო, ფისტრიბუციული, ინტერესზე დამყატებული, დასკვნა ( თანმიმდევრიბით უნდა ჩამოვწეროთ)

Аватар пользователя nikoloza111
nikoloza111 (nika123)
სხვა
Registration Date: 2026/06/23
Last visit: 2026/06/23 08:45:45
Контакты - Все комментарии

1. კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა, სავადლებულო დაცვა. (მიხელის მე-2 სემინარი)
2. ადვოკატის თავისუფლება, იმუნიტეტი და საქმიანობის რეკლამირება. (მიხელის მე-3 სემინარი)
3. ინტერესთა კონფლიქტის პრინციპი (დაუშვებელი) (მიეხელის მე-2 სემინარი)
4. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება (მიხეილის მე-4 სემინარი)
5. კეთილსინდისიერება ადვოკატის კვალიფიციურობის განხილვა (მიხეილის მე-3 სემინარი)

1.კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა, სავადლებულო დაცვა. საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლისსამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში;
მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას;
ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე
პირის წინაშე წარმომადგენლობას.
შესაბამისად, ადვოკატის და კლიენტის შორის ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს:
1. კლიენტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
2.სამართლებრივი რჩევის საფუძველზე;
3.ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს გარანტიები მისგან აღებული საქმის შედეგებთან დაკავშირებით.
5.ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.
6.ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.
7.ადვოკატმა არ უნდა ისარგებლოს საქმეზე უარის თქმის უფლებით ისეთ გარემოებებში, როდესაც კლიენტი უძლური იქნება დროულად ისარგებლოს სხვა ადვოკატის იურიდიული დახმარებით, კლიენტისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
8.ადვოკატის ანაზღაურების გამოთვლის წესი და შესაბამისი განაკვეთი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის.
9.ჰონორარის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადვოკატი უფლებამოსილია უარი თქვას საქმეზე ან მის წარმოებაზე წინამდებარე თავის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით.
11.ადვოკატი უნდა ცდილობდეს მიაღწიოს დავის მინიმალური დანახარჯებით გადაწყვეტას, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატმა კლიენტს უნდა ურჩიოს

საქმის მორიგებით დასრულება ან დავის ალტერნატიული მეთოდებით გადაწყვეტა.
12. ადვოკატმა უნდა აწარმოოს სრული და ზუსტი ჩანაწერი კლიენტის მიერ გადახდილ საქმის წარმოების ხარჯებთან დაკავშირებით.
15. კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა დაუბრუნოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რომელიც კლიენტმა ადვოკატს გადასცა ან მიანდო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ან რომელიც ადვოკატმა სასამართლოსგან, სხვა ორგანოსაგან ან პირისგან მიიღო საქმის წარმოების პროცესში. კლიენტისთვის გადასაცემი თანხიდან ადვოკატს უფლება აქვს გამოქვითოს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისათვის მისაღები გასამრჯელო და გაწეული ხარჯი.
სავალდებულო დაცვა. ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა იწყება
ადვოკატის დანიშვნით. სავალდებულო დაცვის შემთხვევაში, კლიენტის ნების მიუხედავად.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 45. სავალდებულო დაცვა

სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო- ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
კ1) თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი;
ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. ადვოკატის თავისუფლება, იმუნიტეტი და საქმიანობის რეკლამირება ადვოკატის თავისუფლება სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ადვოკატს, ისევე, როგორც ნებისმიერ პირს აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ადვოკატებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებთან. ამ უფლების რეალიზაციისას,
ადვოკატებმა უნდა იმოქმედონ კანონის, იურიდიული პროფესიისა და
ეთიკის აღიარებული ნორმების შესაბამისად. ადვოკატთა შესახებ კანონი და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ზღუდავს ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ვინაიდან ადვოკატის მიერ წარმოთქმულ შეურაცხმყოფელ ფრაზას შეუძლია, დააზიანოს არამარტო კონკრეტული
პირის უფლებები, არამედ, მას ასევე შეუძლია, ხელი შეუშალოს ადვოკატის პროფესიის როლის გაძლიერებას და მისი წარმომადგენლებისადმი საზოგადოებაში ნდობისა და პატივისცემის დამკვიდრებას.
ადვოკატის იმუნიტეტი- საქართველოს კანონმდებლობით, უზრუნველყოფილია ადვოკატის სამართლებრივი დაცვა. კერძოდ, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად.
დაუშვებელია მის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს და/ან სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური და/ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.
ადვოკატი სარგებლობს იმუნიტეტით. ეს იმუნიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ მას არ შეიძლება რომელიმე სახის (სისხლის, სამოქალაქო,
ადმინისტრაციული, დისციპლინური) პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ გამონათქვამებისთვის/განცხადებებისთვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე.
რეკლამირება - რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადია. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. ადვოკატის მომსახურებით დაინტერესებულ კლიენტთა ინფორმირების ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა საადვოკატო საქმიანობის რეკლამა, რისთვისაც ადვოკატები რეკლამის სხვადასხვა ფორმას იყენებენ. განსაზღვრავს ადვოკატის უფლებამოსილებას, განახორციელოს საკუთარი საქმიანობის რეკლამირება შემდეგი პირობებით:
• გავრცელებული ინფორმაცია სწორია და არ არის შეცდომაში შემყვანი; • დაცულია პროფესიის ძირითადი ფასეულობები; • პირდაპირ ან ირიბად არ მიუთითებს კონკურენტზე ან მის მომსახურებაზე.
3. ინტერესთა კონფლიქტის პრინციპი
ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი
1. ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე. ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს ყველა კლიენტის საქმის წარმოება, რომელთა ინტერესებსაც იგი წარმოადგენდა, თუკი კლიენტებს შორის
წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი მოცემულ ან დაკავშირებულ საქმეზე და არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის დარღვევის და/ან კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე.
ერთგულების ვალდებულება. ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, როდესაც
„საქმეში ერევა მესამე პირი, ადვოკატის ინტერსები კვეთს კლიენტის ინტერესებს ან კონფლიქტი არსებობს რამდენიმე კლიენტს შორის. მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დროულად იქნეს გამოვლენილი ინტერსთა კონფლიქტი ან ასეთის წარმოშობის საფრთხე, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გართულებები. შესაბამისად
სასურველია სანამ ადვოკატი პოტენციურ კლიენტს თანხმობას განუცხადებს მომსახურეობის გაწევაზე დაადგინოს ხომ არ არსებობს გარემოება რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ან მისი წარმოშობის საფრთხეს ქმნის. ინტერესთა კონფლიქტი ყოველთვის სახეზეა, როდესაც ადვოკატი არ არის თავისუფალი მესამე მხარის ჩარევისაგან, ადვოკატსა და კლიენტის ინტერესებს შორის არსებობს კონფლიქტი ან ერთი ადვოკატის რამდენიმე კლიენტს შორის არის კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის აკრძალვა ძირითადად კონფიდენციალობისა და კლიენტისადმი ერთგულების დაცვას ემსახურება.
4.ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე ან ადვოკატის მიერ მისი გასაჩივრების შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.166 ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების ან
შეწყვეტის თაობაზე აღასრულებს საქარ თველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, მას შემდეგ, რაც ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში. აღნიშნული მოქმედების განხორციელება აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციაა.167 ეთიკის კომისიის ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილება თავსდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.gba. ge, პერსონალური მონაცემების დამუშავების შემდეგი წესის შესაბამისად: დისციპლინური წარმოების შეწყვეტის, დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის, გამართლების, ადვოკატისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებები საჯაროდ თავსდება ადვოკატის
პერსონალური მონაცემების დაფარვით-დაშტრიხული სახით.
ეთიკის კომისიამ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8.8 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ადვოკატს დააკისრა.
ვინაიდან მომჩივნის პრეტენზია ჰონორარის ოდენობაზე შეთანხმების საკითხს ეხება, ადვოკატს ეკისრება ჰონორარის ოდენობისა და გადახდის წესზე შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი. ადვოკატს აკისრია მტკიცების ტვირთი, რომ უტყუარად დაადასტუროს ადვოკატ–კლიენტს შორის მომსახურების საზღაურის ოდენობის, მისი გამოთვლის წესისა და გადახდის ვადების თაობაზე შეთანხმების წინას წარ, ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის დაწყებისას არსებობა.
5.კეთილსინდისიერება ადვოკატის კვალიფიციურობის განხილვა
კვალიფიციური მომსახურების განმსაზღვრელი კრიტერიუმები.
1. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულება. ქეისი დისციპლინური საქმე ხარვეზის შევსებასთან დაკავშირებით. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ამ ქეისზე. ქეისი შესაგებლის წარდგენის ვადის გაშვება და ეთიკის კომისიის შეფასება და გადაწყვეტილება. ფორმალური წარმომადგენლობა და ქეისი. უზენაესი სასამართლოს განმარტება. ქეისი საკასაციო საჩივრის წარდგენასთან
დაკავშირებით. კლიენტის კანონიერი მოლოდინი და იურიდიული ინტერესი. კლიენტის მითითებები.
- პროფესიული სტანდარტები ადვოკატს ავალდებულებს,
საადვოკატო საქმიანობა განახორციელოს კვალიფიციურად და
კეთილსინდისიერად. კვალიფიციურად მიიჩნევა ადვოკატი, რომელმაც სამართლის ცოდნას თან ერთად, იცის თუ როგორ იპოვოს პასუხები სამართალთან დაკავშირებულ კითხვებზე, შეუძლია სათანადო ხარისხით დაასრულოს კლიენტის საქმე, და ვისთვისაც დამახასიათებელია
კეთილსინდისიერება კლიენტის სამუშაოს დროულად დასრულებისათვის. კვალიფიციურობა გულისხმობს ადვოკატის მიერ ცოდნის კლიენტის
ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას და კანონმდებლობის შესაბამისად წარმომადგენლობას.590 ადვოკატი ვალდებულია, უზრუნველყოს კლიენტის კომპეტენტური წარმომადგენლობა. კონკრეტული საქმის აღებისას, ადვოკატმა ან უნდა დაუთმოს საკუთარ თავს საკმარისი დრო, რომ აიმაღლოს კომპეტენცია იმ სფეროში, რომელიც ახალია მისთვის, ან ისეთ ადვოკატთან ერთად აწარმოოს თავისთვის სამართლებრივად ნაკ ლებად ცნობადი საქმე, რომელიც უკვე გამოცდილია ამ საკითხებში. კვალიფიციური წარმომადგენლობისთვის საჭიროა იურიდიული ცოდნა, უნარი, საფუძველი და მომზადება, რომელიც გონივრულად აუცილებელია წარმომადგენლობისთვის. ხოლო კეთილსინდისიერება კი – ზოგადი პრინციპის შესაბამისად განიმარტება და უკავშირდება ადვოკატის სუბიექტურ აღქმას, მის პირად თვისებებსა და პროფესიულ ღირებულებებს. თუ ადვოკატი კლიენტს ვერ გაუწევს კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ მომსახურებას, შესაძლოა, დადგეს მისი, როგორც დისციპლინური, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი.

(ანამარიას გამოგზავნილი ტექსტი)

ეთიკა ფინალური-20ტესტი-20ქულა;2 თეორიული საკითხი-20ქულა
1.მოსამართლის არასამოსამართლეო საქმიანობა,სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის შედეგები,დისციპლინური სახდელის დადების პროცედურები
მოსამართლეს გარკვეულწილად ეზღუდება თავისი საქმიანობის
განხორციელების ფარგლები,თუმცა იგი ამაზე თანახმაა თავისივე ფიცით.
მოსამართლის არასამოსამართლო საქმიანობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს დასაშვები,როდესაც იგი წინააღმდეგობაში არ იქნება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან.ასევე არ შეუქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს,არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში,და რათქმაუნდა არ ეწინააღმდეგება საქ.კანონმდებლობასა და ქცევის წესებს.
მოსამართლეს ეკრძალება სხვადასხვა პროფესიასთან თავსებადი სამსახურის დაწყება.მოსამართლეს შეუძლია იყოს პედაგოგი ან ჰქონდეს სამეცნიერო და შემეცნებითი სამსახური,თუმცა ამ ნაწილში გამონაკლისია,რომ მოსამართლის ქმედებები ხელს არუნდა უშლიდეს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას.
მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა,მას არ შეუძლია იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი,რადგან ამან არ მოახდინოს რაიმე საკითხისადმი მიკერძოება.
მოსამართლეთა მიერ ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
გადაცდენები შეიძლება იყოს როგორც განზრახი ისე
გაუფრთხილებლობითაც და პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ ბრალეული მოქმედებისთვის.
დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის მოსამართლე უნდა არღვევდეს ეთიკის წესებით დადგენილ პრინციპებს,როგორიცაა მიუკერძოებლობა,დამოუკიდებლობა,პოლიტიკური საქმიანობაში გაერთიანება და ა.შ
ამ ყველაფრის გამო მოსამართლეს შესაძლოა მიეცეს
შენიშვნა,საყვედური,მკაცრი საყვედური,ხელფასის ნაწილის ჩამოჭრა და ყველაზე მკაცრი თანამდებობიდან გათავისუფლებაც კი.

2.მოსამართლის დამოუკიდებლობის არსი და მნიშვნელობა,მოსამართლე,როგორც კანონისა და უზენაესობის გარანტი მოსამართლის დამოუკიდებლობა არის გარანტი სამართლიანი და სწორი მართლმსაჯულებისა.დამოუკიდებლობაში იგულისხმება,როგორც გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან დამოუკიდებლობა ასევე თვითონ სასამართლოს შიგნით ზემოქმედებისგან დამოუკიდებლობა.
თუ მოსამართლეს არ გააჩნია შინაგანი დამოუკიდებლობა შეუძლებელია საზოგადოებამ ნდობა შეინარჩუნოს სასამართლოსადმი.
დამოუკიდებელი სასამართლო არა მხოლოდ კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის,არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
სამოსამართლო ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით განმტკიცებულია,სწორედ მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების დამოუკიდებლად
განხორციელების პრინციპი.ასევე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ
კანონის,საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
მოსამართლეს პირველ რიგში მოეთხოვება კანონის პატივისცემა და თავის სამოსამართლო საქმიანობაში დამოუკიდებლად,კანონის სწორი შეფარდება და შესრულება.
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გამოტანილი განაჩენი დასაბუთებული უნდა იყოს როგორც საქ.კანონებით,ისე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით. მოსამართლე კანონიერი განაჩენის ან გადაწყვეტილების გამოტანისას არ უნდა ფიქრობდეს იმაზე,მას როგორც შეაფასებენ მხარეები,პროცესში მონაწილე სხვა პირები.მოსამართლემ არცერთი საქმე არ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს იმის გათვალისწინებით,რომ საზოგადოების,მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან მას კრიტიკული რეაგირება არ მოჰყვეს.
ზოგჯერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს სასამართლო შენობის გარეთ ერთ-ერთი მხარის მხარდასაჭერ ან საპროტესტო აქციას ატარებენ,ან კიდევ სასამართლო პროცესის წინა დღეებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მოსამართლის
დამოუკიდებლობას,პატიოსნებას და პროფესიონალიზმს ეჭვ-ქვეშ აყენებენ,მოსამართლე ამგვარმა ქმედებებმა არუნდა დააფრთხოს მან ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს
დამოუკიდებლობა,წონასწორობა და შეუვალობა.
დაუშვებელია სასამართლოს თავმჯდომარემ ან სასამართლო პალატის თავმჯდომარემ მოსთხოვოს მოსამართლეს წინასწარ შეუთანხმოს განსახილველ საქმეზე მისაღები განაჩენი ან გადაწყვეტილება,თუმცა მოსამართლეს შეუძლია პრაქტიკისთვჯს რთულ საქმეზე კაზუსის სახით კონსულტაციები მიიღოს მოსამართლეებისგან,ასევე მეცნიერ-
იურისტებისგან.

3.კომპეტენტურობა და გულისხმიერება,როგორც მოსამართლისთვის აუცილებელი თვისება და მისი შინაარსი
კომპეტენტურობა და გულისხმიერება ის მნიშვნელოვანი ღირებულებებია,რომელიც ყველა მოსამართლეს უნდა გააჩნდეს,როგორც საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს ისე პირად ცხოვრებაში,მოსამართლე ვალდებულია მასზე დაკისრებული მოვალეობები განახორციელოს ჯეროვნად,კეთილსინდისიერად და სათანადო გულისხმიერებით.
ეს ელემენტები ურთიერთშემავსებლები არიან და მისი შედეგობრივი ხარისხი მოსამართლის გადაწყვეტილებაში ჩანს.
კომპეტენტურობა შინაგანი განზომილების ნაწილია,შეიძლება ითქვას,რომ მოსამართლისთვის ბუნებრივად მინიჭებული შესაძლებლობა განსაჯოს იმ ობიექტური მოცემულობის საფუძველზე და არ იყოს სუბიექტური.
გულისხმიერებაში კი უნდა განვიხილოთ მოსამართლის მოთმინება პროცესის წარმართვლის პერიოდში,ასევე მისი დამოკიდებულება საქმის შესწავლისთვის,რომელიც უნდა გამოიხატებოდეს მის სურვილში- მოიძიოს,შეისწავლოს მასალები და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება.აქვე მინდა ავღნიშნო მოსამართლის სამსახურებრივი ინფორმაციის დაცვა,რადგან ამის დარღვევა ერთ-ერთი დიდი გადახვევა ეთიკური ნორმებიდან.
გულისხმიერების ნაწილში მნიშვნელოვანია მოსამართლე თითოეულ საქმეს ეკიდებოდეს ღრმა რწმენითა და დამოუკიდებლობით,ამასთანავე სწორედ მოსამართლეა ვალდებული უზრუნველყოს წესრიგის დაცვა. მოსამართლე ასევე პასუხისმგებელია პროცესის მონაწილეთა
თანასწორობაზე.
მოსამართლე თავისი გულისხმიერების ფარგლებში უნდა იჩენდეს პატივისცემას სასამართლოს პერსონალისადმი,ამასთან არ უნდა იყოს მიკერძოებული რომელიმე მხარის მიმართ და არ დაუშვას მოხელეთა მხრიდან ეთიკის ნორმების დარღევა ან ასეთის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მისი აღმოფხვრა.
მოსამართლემ პროფესიული მოვალეობის განხორციელების დროს მიღებული ინფორმაცია არუნდა გამოიყენოს კერძო ინტერესებისთვის და ვინმეს დასაზიანებლად.
ადვოკატთა ეთიკა
1სემინარი
1.ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა,სავალდებულო დაცვა,წარმომადგენლობის ფარგლები,კლიენტის მითითებები,ადვოკატის პრო-ბონო საქმიანობა,ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის დასრულება
ადვოკატს კლიენტთან ურთიერთობისას წარმოეშობა მთელი რიგი
ეთიკური ვალდებულებები,როგორიცა კლიენტის ინფორმირება,კლიენტის ინტერესების შესაბამისად მოქმედება,კვალიფიციური და კეთილსინდისიერი წარმომადგენლობა,კლიენტის თანხებისა და მინდობილი ქონების კეთილსინდისიერი მართვა,კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა და სხვა.
ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს:
1.კლიენტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე-ზოგადი წესით ადვოკატმა შესაძლოა შეთანხმება დადოს როგორც კლიენტთან ასევე მასთან ურთიერთობაში მყოფ უფლებამოსილ პირთან.ორივე შემთხვევაში ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა დაწყებულად
ჩაითვლება,ხელშეკრულება დაიდება წერილობითი
ფორმით.ხელშეკრულების ასლები აუცილებლად უნდა იყოს მიწოდებული კლიენტისთვის ხელშეკრულების დადებისთანავე,ხოლო თუ არსებობს ობიექტური ხელისშემშლელი გარემოება ამ გარემოების აღმოფხვრისთანავე
2.სამართლებრივი რჩევის გაცემის საფუძველზე- ამდროს მნიშვნელობა არ აქვს ადვოკატი იურიდიულ რჩევას გასცემს პირისპირ,ონლაინ თუ სოციალური ქსელის მეშვეობით
3.სავალდებულო დაცვის შემთხვევაში- ამდროს ხდება ადვოკატის დანიშვნა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება არ არის ფორმა სავალდებულო გარიგება.
სასურველია მხარეები შეთანხმდნენ წარმომადგენლობის ვადებისა და ფარგლებზე.
მხარეებს წარმომადგენლობა შეუძლიათ ასევე დაუკავშირონ კონკრეტული პირობის დადგომას.
ადვოკატს ეკრძალება კლიენტისთვის გარანტიის მიცემა მისგან აღებული საქმის შედეგთან დაკავშირებით,რადგან ამით შეცდომაში შეჰყვს კლიენტი. სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.ადვოკატს სრული უფლება აქვს
განახორციელოს პრო-ბონო საქმიანობა,მაგრამ არ აქვს ამის ვალდებულება. ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა შეიძლება ვადამდე შეწყდეს
ნებაყოფლობით როგორც ადვოკატის ისე კლიენტის ინიციატივით და ასევე კანონით/პროფესიული ეთიკის ნორმებით დადგენილ შემთხვევაში-
სავალდებულო შეწყვეტაა.
ორივე შემთხვევაში ადვოკატის და კლიენტს შორის ურთიერთობა სრულდება.
2სემინარი
1.ჰონორარი,მინდობილი თანხები და მასთან დაკავშირებული ადვოკატის ფიდუციური ვალდებულებები.ადვოკატჯს გამოხატვის
თავისუფლება,ადვოკატის იმუნიტეტი,საადვოკატო საქმიანობის რეკლამირება
•ჰონორარი
ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის დასაწყისშივე დგება გარკვეული ფინანსური საკითხები.
ჰონორარი არის კომპენსაცია იმ მომსახურებისთვის,რომელსაც ადვოკატი სთავაზობს კლიენტს.ეთიკური სტანდარტებით,ჰონორარის ოდენობა და მისი გამოთვლის წესი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისთვის.
ჰონორარის ოდენობის გამოთვლის 3 მეთოდი არსებობს:
1. საათობრივი ანაზღაურება-საათობრივი ანაზღაურება განისაზღვრე ბა ადვოკატის განათლების,სამუშაო გამოცდილებისა და სტატუსის
შესაბამისად.ამ დროს ადვოკატი კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდეს არ აღრიცხოს მეტი დრო,რაც რეალურად დახარჯა კლიენტის საქმისწარმოებისთვის.
2.ფიქსირებული ოდენობა-ეს მეთოდი მეტად გავრცელებულია და აღიქმება როგორც მომხმარებელზე მორგებული გამოთვლის მეთოდი,რადგან წინასწარ იცის ოდენობა.ამ მეთოდი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ
ადვოკატები არ განსაზღვრავენ რა მოცულობით სთავაზობენ კლიენტს სამართლებრივ მომსახურებას
3.პირობითი ანაზღაურება/წარმატების ჰონორარი-პირობითი ანაზღაურება მიჩნეულია გადახდის ხელსაყრელ მექანიზმად,ამ მეთოდის გამოყენება
უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას იმ ფენებისთვის,რომლებსაც არ აქვს ეკონომიკური შესაძლებლობა ისარგებლონ ადვოკატის მომსახურებით.
•მინდობილი თანხები და მასთან დაკავშირებული ადვოკატის ფიდუციური ვალდებულებები
მინდობილი თანხა არის თანხა,რომელსაც კლიენტი ადვოკატს გადასცემს თავისი საქმის წარმოებისთვის. ამ თანხაში შედის როგორც საპროცესო ხარჯები(ბაჟი,ექსპერტიზის ხარჯი),ასევე სანოტარო,სათარჯიმნო,საფოსტო და ა.შ მომსახურების თანხა.
მინდობილი თანხების მესაკუთრე არის კლიენტი,სწორედ აქედან გამომდინარე განისაზღვრება ადვოკატის ფიდუციური ვალდებულება რომ განსაკუთრებული გულისხმიერებით იმოქმედოს მინდობილ თანხებთან მიმართებით.
მინდობილ თანხების განკარგვის უფლებამოსილებას კლიენტი ანიჭებს ადვოკატს,რათა საადვოკატო საქმიანობის განხორციელება გაუადვილოს და არ გაჭიანურდეს პროცესი.
ადვოკატმა აუცილებლად უნდა აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა.
•ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება,როგორც კონსტიტუციური უფლება
სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლებას,როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება,გააჩნდეს საკუთარი შეხედულება,მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად.
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია.
•ადვოკატის იმუნიტეტი
ადვოკატი სარგებლობს იმუნიტეტით,ეს იმუნიტეტი იმაში მდგომარეობს რომ მას არ შეუძლება რომელიმე სახის პასუხისმგებლობა დაეკისროს(სამოქალაქო,სისხლი,ადმინისტრაციული,დისციპლინური)იმ გამონათქვამებისთვის რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე.
•საადვოკატო საქმიანობის რეკლამირება
რეკლამა წარმოადგენს ინფორმაციას,რომელიც ვრცელდება ნებისმიერი მეთოდით,ნებისმიერი ფორმით და ხერხით,მიმართულია საზოგადოების ფართო მასებისკენ,რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მოპყრობის და/ან ინტერესების გაღვივების მიზნით.
რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა,რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადია
რეკლამის ვარიანტებია:პუბლიკაცია,პიარი,სპონსორობა,გაყიდვების წახალისება და ა.შ
ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება:ტელევიზია,რადიო,ფილმები,ჟურნალები,გაზეთები,ინტერნეტ ი და ბილბორდები.
3სემინარი

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო დასკვნა (CCJE)  ნ. 2001. 

რა დოკუმენტით უნდა იქნას აღიარებული სასამართლოა დამოუკიდებლობა

სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს გარანტირებული შიდა სტანდარტებით, რაც შეიძლება მაღალ დონეზე. შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა შეიტანონ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონცეფცია ან თავიანთ კონსტიტუციებში, ან იმ ფუნდამენტურ პრინციპებში, რომლებიც აღიარებულია ქვეყნების მიერ, რომლებსაც არ აქვთ დაწერილი კონსტიტუცია, მაგრამ რომლებშიც სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემა გარანტირებულია უძველესი კულტურისა და ტრადიციების მიერ.  ეს აღნიშნავს დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას, ამასთანავე აღიარებს საერთო სამართლის იურისდიქციების განსაკუთრებულ პოზიციას (კერძოდ, ინგლისი და შოტლანდია) რომლებსაც აქვთ დამოუკიდებლობის ხანგრძლივი ტრადიცია, დაწერილი კონსტიტუციების გარეშე.
უნდა იყოს თუ არა მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები ობიექტური და საჯარო. 

ნებისმიერი „ობიექტური კრიტერიუმი“, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევისა და კარიერა „დაფუძნებული დამსახურებაზე, კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, შესაძლებლობებისა და ეფექტურობის გათვალისწინებით“, აუცილებლად იქნება ზოგადი.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია  მათი რეალური შინაარსი და ეფექტი ნებისმიერ კონკრეტულ სახელმწიფოში. CCJE-მ რეკომენდაციას უწევს წევრ სახელმწიფოებს, რომ შემოიღონ, გამოაქვეყნონ და შეასრულონ ობიექტური კრიტერიუმები, რათა უზრუნველყონ მოსამართლეთა არჩევანი და კარიერა „დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, უნარისა და ეფექტურობის გათვალისწინებით“.  როგორც კი ეს გაკეთდება, ის ორგანოები ან ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ დანიშვნაზე ან დაწინაურებაზე, ვალდებულნი იქნებიან იმოქმედონ შესაბამისად და ამის შემდეგ მაინც შესაძლებელი იქნება მიღებული კრიტერიუმების შინაარსი და მათი პრაქტიკული ეფექტის შესწავლა.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია მოსამართლეთა ეფექტურობის, დამოუკიდებლობის და როლის შესახებ (94) 12

რა სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეს შექმნილი მოსამართლეს.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო პირობები, რათა მოსამართლეებმა ეფექტურად იმუშაონ და, კერძოდ,: ა. მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის დანიშვნა და შესაბამისი ტრენინგის უზრუნველყოფა, როგორიცაა პრაქტიკული სწავლება სასამართლოებში და, სადაც ეს შესაძლებელია, სხვა ორგანოებთან და ორგანოებთან, დანიშვნამდე და მათი კარიერის განმავლობაში. 

ასეთი ტრენინგი მოსამართლისთვის უფასო უნდა იყოს და განსაკუთრებით უნდა ეხებოდეს უახლეს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას. საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგი უნდა მოიცავდეს სასწავლო ვიზიტებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე სასამართლოებში; 

ბ. მოსამართლეთა სტატუსისა და ანაზღაურების უზრუნველყოფა მათი პროფესიის ღირსებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი; 

გ. მკაფიო კარიერული სტრუქტურის უზრუნველყოფა მოსამართლეებისთვის; 

დ. ადექვატური დამხმარე პერსონალისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით საოფისე ავტომატიზაციისა და მონაცემთა დამუშავების საშუალებები, რათა უზრუნველყონ მოსამართლეების ქმედითუნარიანობა და ზედმეტი შეფერხების გარეშე;

 ე. შესაბამისი ზომების მიღება სხვა პირებისთვის არასასამართლო ამოცანების გადასაცემად, 

 2. უნდა იქნას მიღებული ყველა საჭირო ზომა მოსამართლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა დაცვის თანამშრომლების ყოფნის უზრუნველყოფა სასამართლოს შენობაში ან პოლიციის დაცვის უზრუნველყოფა მოსამართლეებისთვის, რომლებიც შესაძლოა გახდნენ ან გახდნენ სერიოზული საფრთხის მსხვერპლნი.

რა პრინციპით უნდა მოხდეს მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება და რა ფაქტორები არ უნდა ახდენდეს გავლენას. 

საქმეების განაწილებაზე გავლენას არ უნდა მოახდენს საქმის რომელიმე მხარის ან საქმის შედეგებით დაინტერესებული ნებისმიერი პირის სურვილი. ასეთი განაწილება შეიძლება, მაგალითად, განხორციელდეს წილისყრით ან ავტომატური განაწილების სისტემის ანბანური თანმიმდევრობის ან მსგავსი სისტემის მიხედვით. 

შეიძლება თუ არა მოსამართლეს წარმოებაში არსებული საქმე ჩამოერთვას. 

საქმე არ უნდა იყოს ჩამორთმეული კონკრეტული მოსამართლისგან საპატიო მიზეზების გარეშე, როგორიცაა სერიოზული ავადმყოფობის ან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. ნებისმიერი ასეთი მიზეზი და ასეთი გაყვანის პროცედურები უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და არ შეიძლება იქონიოს გავლენა მთავრობის ან ადმინისტრაციის რაიმე ინტერესმა. გადაწყვეტილება მოსამართლისგან საქმის გამოთხოვის შესახებ უნდა მიიღოს ორგანომ, რომელიც სარგებლობს ისეთივე სასამართლო დამოუკიდებლობით, როგორც მოსამართლეები. 

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო CCJE დასკვნა #3 (2002)
ეთიკის სტანდარტებთან დაკავშირებით რა ტიპის საკონსულტაციო ორგანოს უჭერს მხარს CCJE.
ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო მხარს უჭერს სასამართლო სისტემის ფარგლებში ერთი ან რამდენიმე ორგანოს შექმნას, ან პირების დანიშვნას, რომლებსაც საკონსულტაციო ფუნქცია ექნებათ და მრჩეველების როლს შეასრულებენ და რომელთაც მოსამართლეებს შეეძლებათ მიმართონ, თუ ისინი არ იქნებიან დარწმუნებულნი, შეეფერება თუ არა კონკრეტული საქმიანობა კერძო სექტორში მათ მოსამართლის სტატუსს. ასეთი ორგანოების ან პირების არსებობა ხელს უნდა უწყობდეს ეთიკური ნორმების მნიშვნელობისა და დანიშნულების განხილვას სასამართლო სისტემის ფერგლებში. თუ მხოლოდ ორ შესაძლებლობას განვიხილავთ, ასეთი ორგანოები ან პირები შეიძლება შეიქმნას ან დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს, ან მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ორგანოები ან პირები განცალკევებულნი უნდა იყვნენ იმ არსებული ორგანოებისაგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დისციპლინური სანქციების დაკისრებაზე და სხვა მიზნებს უნდა ემსახურებოდნენ.
რა უპირატესობა აქვთ მოსამართლეთა ქცევის კოდექსებს, ვინ უნდა შეიმუშაოს და უნდა განსხვავდებოდეს თუ არა დისციპლინური წესებისგან.

ქცევის კოდექსებს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ: პირველი, ისინი მოსამართლეებს ეხმარებიან გადაწყვიტონ პროფესიული ეთიკის საკითხები და უზრუნველყოფენ მათ დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარანტირებენ რა მათ დამოუკიდებლობას ხელისუფლების სხვა შტოებისაგან; მეორე, ისინი საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან იმ ქცევის სტანდარტების შესახებ, რომელთა შესრულებასაც საზოგადოება მოსამართლეებისგან უნდა ელოდოს; მესამე, ისინი ამყარებენ საზოგადოების რწმენას იმაში, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ხდება.

პროფესიული ქცევის პრინციპები შემუშავებულ უნდა იქნეს მოსამართლეების მიერ. ისინი უნდა წარმოადგენდეს სასამართლო ხელისუფლების მიერ შექმნილ თვითრეგულირების მექანიზმს, რომელიც საშუალებას იძლევა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის უზრუნველყოფისა საყოველთაოდ მიღებული ეთიკური სტანდარტების ფარგლებში.

ასეთი პრინციპები მოსამართლეებს უნდა უსაზღვრავდეს საკითხების გადაწყვეტის წესებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციებში და შესაბამისად,მისცენ შესაძლებლობა გადალახონ სიძნელეები, რომლებიც მათ შეხვდებათ მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით;

ზემოაღნიშნული პრინციპები შემუშავებულ უნდა იქნეს თვით მოსამართლეების მიერ და სრულად უნდა იქნეს განცალკევებული მოსამართლეთა დისციპლინური სისტემისაგან;

რა მიმართება უნდა იყოს სტანდარტებსა და დისციპლინურ ნორმებს შორის

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიაჩნია, რომ არ იქნებოდა სწორი პროფესიული სტანდარტების დარღვევის გათანაბრება გადაცდომასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინური სანქციები. პროფესიული სტანდარტები, წარმოადგენს საუკეთესო გამოცდილებას, რომლისკენაც ყველა მოსამართლე უნდა მიისწრაფოდეს. ამ სტანდარტების იმ გადაცდომებთან გაიგივება, რომელმაც შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობა წარმოშვას გამოიწვევს სტანდარტების სამომავლო განვითარების შეჩერებას და დააკარგვინებს მათ აზრს. იმისათვის, რომ გადაცდომას თან მოჰყვეს დისციპლინური სასჯელი, გადაცდომა უნდა იყოს არა მხოლოდ დისციპლინური სტანდარტების დარღვევა, რომლებიც განმარტებულია სახელმძღვანელო პრინციპებში არამედ სერიოზული და არასაპატიო ქმედება.

რა სახის საქმიანობისგან უნდა შეიკავოს თავი მოსამართლემ

სამოსამართლო ფუნქციების განსაკუთრებული ხასიათი და სასამართლოს ინსტიტუტის ღირსების შენარჩუნების, და მოსამართლეების ყველა სახის ზეწოლისაგან დაცვის აუცილებლობა გულისხმობს, რომ მოსამართლეები ისე უნდა იქცეოდნენ, რომ თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი ან თავიანთი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ეს მოსამართლეებისაგან მოითხოვს ნებისმიერი პროფესიული საქმიანობისგან თავი შეიკავონ, რომელმაც შეიძლება ისინი მოაცდინოს სამოსამართლო მოვალეობების შესრულებას ან გამოიწვიოს მიკერძოება ამ მოვალეობების შესრულებისას. ზოგიერთ ქვეყანაში, სამოსამართლო ფუნქციებთან შეუთავსებელ სფეროებს ცალსახად განსაზღვრავს მოსამართლეთა სტატუტი და მოსამართლეებს ეკრძალებათ რაიმე სხვა სახის პროფესიული ან ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება, გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ლიტერატურული ან მხატვრული საქმიანობისა.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიაჩნია, რომ პროფესიული ქცევის წესები მოსამართლეებისაგან უნდა მოითხოვდნენ თავი შეიკავონ ნებისმიერი საქმიანობისაგან რომელიც შეიძლება მაკომპრომეტირებელი იყოს მათი თანამდებობის ღირსებისათვის და ეს წესები უნდა ინარჩუნებდნენ საზოგადოებრივ ნდობას ინტერესთა კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანის გზით. ამ მიზნით, მოსამართლეებმა უარი უნდა თქვან დამატებით პროფესიულ საქმიანობაზე, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს მათი დამოუკიდებლობა და საფრთხე შეუქმნას მათ მიუკერძოებლობას. ამ კონტექსტში, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო მხარს უჭერს მოსამართლეთა სტატუტის შესახებ ევროპის ქარტიის დებულებას, რომლის თანახმად, მოსამართლეთა თავისუფლება განახორციელონ ნებისმიერი საქმიანობა მათი სამოსამართლო უფლებამოსილების გარეთ “არ შეიძლება იქნეს შეზღუდული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საქმიანობა შეუთავსებელია მოსამართლეების და მათი მიუკერძოებლობის მიმართ ნდობასთან, და მის წინაშე განსახილველად წარდგენილი საკითხების გონივრულ ვადაში გადაწყვეტის მოთხოვნასთან (პუნქტი 4.2)”

არის თუ არა მიზანშეწონილი თანამდებობრივი დაუდევრობისთვის მოსამართლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მაშინ, როდესაც ქვეყნებში არსებული პრაქტიკა მთლიანად არ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მოსამართლეთა იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც გაუფრთხილებლობით ჩადიან დანაშაულს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს არ მიაჩნია მართებულად ზოგადად ასეთი პასუხისმგებლობის შემოღება ან მისი მხარდაჭერა. მოსამართლე არ უნდა იყოს იძულებული იმუშაოს ფულადი სასჯელის და მით უმეტეს თავისუფლების აღკვეთის მუქარის ქვეშ, ვინაიდან ასეთი მუქარის არსებობამ შეიძლება ქვეცნობიერად იქონიოს გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.

არის თუ არა მიზანშეწონილი მოსამართლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა მხარისთვის მიყენებული ზიანის გამო.

საერთო პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მოსამართლეები დაცული უნდა იყვნენ მათ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში, თუ ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს.
სასამართლო შეცდომები მართლმსაჯულების სფეროში ან სასამართლო პროცედურებში, ასევე კანონის ინტერპრეტაციის და გამოყენების, ან მტკიცებულებების შეფასების დროს უნდა გამოსწორდეს გასაჩივრების მეთოდით; სხვა სასამართლო დარღვევების შემთხვევაში, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია გასაჩივრების გზით (მაგალითად, როგორიცაა სასამართლო განხილვის გაჭიანურებული ვადები) უკმაყოფილო მხარეს უნდა შეეძლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანა. ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს ზარალი მომჩივანს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ეს სხვა საკითხს წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ არ განიხილება ამ მოცემულ დასკვნაში.
არსებობს ევროპული ქვეყნები, სადაც მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა არასწორი გადაწყვეტილების ან სხვა უხეში დარღვევების გამო, განსაკუთრებით კი სახელმწიფო დონეზე, მას შემდეგ, რაც უკმაყოფილო მხარემ დაამტკიცა საკუთარი უფლება კომპენსაციის მიღებაზე სახელმწიფოს მხრიდან. ასე, მაგალითად, ჩეხეთში სახელმწიფო შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ზარალზე, რომელიც მხარეს მიადგა არაკანონიერი გადაწყვეტილების გამო ან არაკანონიერი სასამართლო ქმედების გამო, მაგრამ ამის შემდეგ, მას აქვს უფლება წარადგინოს რეგრესიული სარჩელი მოსამართლის წინააღმდეგ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსამართლის მიერ კანონის დარღვევა დამტკიცდება სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური სამართალსწარმოების შედეგად.. მაგალითად, იტალიაში სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული ზარალის ანაზღაურება დააკისროს მოსამართლეს, რომელმაც საკუთარი წინასწარ განზრახული მოტყუებით ან “უხეში დაუდევრობით” გამოიწვია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოსამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება შეზღუდული იყოს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება გაჭიანურებული ვადების გამო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე პასუხისმგებელი რომელიმე კონკრეტული მოსამართლეა. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო ემხრობა იმას, რაც ზემოთ 27-ე პუნქტშია განხილული.

ევროპული ქარტია მოსამართლეთა სტატუტის შესახებ ადგენს მსგავსი სახის რეგრესიულ ანაზღაურებას (პუნქტი 5.2), მაგრამ ამავე დროს გარანტიის სახით ჩადებულია წინასწარი თანხმობა ამ საკითხზე რომელიც მიღებული უნდა იქნას დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სადაც წევრთა უმეტესობა მოსამართლეები არიან, ისე, როგორც ეს რეკომენდებულია ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს #1 (2001) დასვნის 43-ე პუნქტში. ქარტიის პუნქტი 5.2 კომენტარებში საუბარია მოსამართლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე ა) სახელმწიფოს აუნაზღაუროს ზარალი, ბ) “უხეში და არასაპატიო დაუდევრობის ჩადენა”, გ) კანონიერი პროცედურის დ) დამოუკიდებელი ორგანოს წინასწარი თანხმობის მოთხოვნით. ისეთი კონცეფციის გამოყენება, როგორიცაა უხეში და არასაპატიო დაუდევრობისთვის მოსამართლის პასუხისმგებლობა ხშირად იწვევს პრობლემებს. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მოსაზრებით, მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პირადი პასუხისმგებლობა სასამართლო ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით, გარდა განზრახ ჩადენილი დარღვევისა.

ბანგალორის ქცევის წესების კომენტარი (ამონარიდი).

ქცევის წესების დარღვევამ რა შემთხვევაში უნდა დამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობა 

ყოველი შემთხვევა დარღვევა (ან არამართლზომიერი ქცევა) როდია. დისციპლინური ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ საკითხი სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული – ესენია: დარღვევის სერიოზულობა, არამართლზომიერი მოქმედებების განმეორებადობა და მათი გავლენა სხვა პირებსა თუ, ზოგადად, სასამართლო სისტემაზე.
რა განსხვავებაა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შორის

„დამოუკიდებლობა” და „მიუკერძოებლობა” ერთმანეთთან ძალზე მჭიდრო კავშირშია და ამის მიუხედავად თითოეული მათგანი მაინც ცალკე და მეორისაგან განსხვავებული ცნებაა. „მიუკერძოებლობა” კავშირშია იმასთან, თუ რა დამოკი დებულება აქვს სასამართლოს კონკრეტული საქმის საკითხებისადმი და ამ საქმის მხარეებისადმი. სიტყვა „მიუკერძოებელი” ნიშნავს წინასწარი განწყობის არმქო ნეს, როგორც სინამდვილეში, ისე გარშემომყოფთა წარმოდგენაში. სიტყვა „დამო უკიდებლობა” გამოხატავს, ანუ მოიცავს ერთერთ ტრადიციულ კონსტიტუციურ თავისუფლებას – დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ეს ცნება ნიშნავს არა მარტო პროფესიული ღირებულებითი შეხედულებების სისტემას სასამართლო ფუნქცი ების განხორციელებისას, არამედ აგრეთვე ხელისუფლების სხვა შტოებთან, გან საკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მიმართებით გარკვეულ სტა ტუსს, რომელიც ობიექტურ პირობებსა თუ გარანტიებზეა დამყარებული.

რა ფაქტორებს ექცევა ყურადღება სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაფასებლად

იმის დასადგენად, თუ რამდენად „დამოუკიდებლად” შეიძლება ჩაითვა ლოს სასამართლო სისტემა ხელისუფლების სხვა შტოებისაგან, ჩვეულებრივ, ყურადღებას ამახვილებენ მოსამართლის დანიშვნის წესზე, თანამდებობაზე მისი ყოფნის ვადაზე, მუშაობის პირობებზე, გარეშე ზეწოლისაგან დაცვის გარანტიების არსებობასა და იმ საკითხზე, არის თუ არა სასამართლო მართლაც დამოუკიდებელი საზოგადოების თვალში. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მინიმალურ მოთხოვნათა სამი პირობა არსებობს:
• თანამდებობაზე ყოფნის დროის უზრუნველყოფა – ანუ მოსამართლე, რომელიც დაინიშნა ან არჩეულ იქნა თანამდებობაზე სამუდამოდ, პენსი აზე გასვლამდე ან გარკვეული ვადით, უნდა სარგებლობდეს ამ თანამდე ბობაზე ყოფნისა და ნებისმიერი აღმასრულებელი თუ სხვა, მოსამართ ლის დანიშვნაზე პასუხისმგებელი, ორგანოს მხრიდან თვითნებური ჩარე ვისაგან დაცვის გარანტიებით.
• მატერიალური კეთილდღეობა – ანუ ხელფასისა და საპენსიო ანაზღაურე ბის კანონით დადგენილი ოდენობით მიღების უფლება, რაც არ უნდა იქცეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იმგვარი თვითნებური ჩარევის ობიექტად, რომელიც უარყოფითად აისახება მოსამართლის დამოუკი დებლობაზე. თუმცა ამ მოთხოვნის ფარგლებში მთავრობებს შეუძლიათ, დაიტოვონ სხვადასხვა ტიპის სასამართლოთა მოსამართლეების შრომის ანაზღაურების კონკრეტული სქემების შემუშავების უფლება. ამგვარად, ზემოაღნიშნული პრინციპის დაცვის შემთხვევაში, შრომის ანაზღაურების სხვადასხვა სქემის არსებობა ასევე შეიძლება შეესატყვისებოდეს მოსამარ თლეების მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მოთხოვნას.
• ინსტიტუციური დამოუკიდებლობა – ანუ დამოუკიდებლობა ადმინისტ რაციულ საკითხებში, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამოსამართლო ფუნქციის შესრულებასთან. არავითარ გარეშე ძალას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერიოს იმ საკითხებში, რომლებიც პირდაპირ და უშუ ალოდ ეხება სამოსამართლო ფუნქციას, მაგალითად: მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილებას, სასამართლო სხდომების განრიგს ან მოსასმენი საქმეების სიების შედგენას. მართალია, სასამართლო და აღ მასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს გარკვეული ინსტიტუციური ურთიერთობა, ამგვარ ურ თიერთობაში გამორიცხული უნდა იყოს სასამართლოს თავისუფლებაში ჩარევა სასამართლო დავების განხილვისა და კონსტიტუციაში ჩადებუ ლი კანონიერებისა თუ ღირებულებების უზრუნველყოფის პროცესში.

საიდან შეიძლება მომდინარეობდეს სასამართლო დამოუკიდებლობის საფრთხეები ბანგალორის პრინციპების თანახმად. 

. სასამართლოზე ზეგავლენის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ სასამართლოს დარბაზით უნდა შემოიფარგლებოდეს და მხოლოდ დავის მხარეებისა და ადვოკატებისაგან უნდა მომდინარეობდეს. არის შემთხვევები, როცა ვიღაც გარედან ცდილობს, გავლენა მოახდინოს მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის თაობაზე გამოსატან გადაწყვეტილებაზე. იმის მიუხედავად, ვისგან მოდის ეს, – მინისტრების, პოლიტიკოსების, მოხელეების, ჟურნალისტების, ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირებისაგან – ყველა ამგვარი მცდელობა გადაჭრით უნდა აღიკვეთოს. ზოგჯერ მოსამართლის დამოუკიდებლობას შეიძლება იმ ადამიანების მხრიდან შეექმნას საფრთხე, რომლებიც ცდილობენ, შეფარვით მოახდინონ გავლენა მოსამართლის დამოკიდებულებაზე კონკრეტული საქმისადმი, ან იმ ადამიანებისაგან, რომლებიც მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. მოსამართლეზე პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენის ნებისმიერი ასეთი მცდელობა უნდა აღიკვეთოს. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამგვარი მცდელობები დაჟინებით მეორდება, მოსამართლემ ამის თაობაზე შესაბამის ორგანოებს უნდა აცნობოს. მოსამართლემ არ უნდა დაუშვას, რომ ოჯახური, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ურთიერთობები რამენაირად აისახოს სასამართლო გადაწყვეტილებებზე

არის თუ არა საჭირო მოსამართლის იზოლაცია საზოგადოებისგან. რას ემსახურება მოსამართლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა

. რამდენად დამოუკიდებელი უნდა იყოს მოსამართლე საზოგადოები საგან? ერთერთი მოსამართლის აზრით, მოსამართლეობა ისეთივე მოწოდე ბაა, როგორიც მღვდლობა; მეორეს მიაჩნია, რომ „მთავარი მოსამართლეობა მონასტერში წასვლის ტოლფასია და საქმისათვის თავის მთლიანად გაწირვას ნიშნავს”. ამჟამად ასეთი შეზღუდვები გადაჭარბებულად შეიძლება გვეჩ ვენოს, თუმცა ის რეჟიმი, რომელშიც მოსამართლეს უწევს არსებობა, შესაძ ლოა, მართლაც „ბევრად ჰგავდეს მონასტრულს”. მართალია, მოსამართლეს სხვებთან შედარებით ბევრად უფრო მკაცრი და შეზღუდული ცხოვრების წესი და ქცევის ნორმები აქვს, გაუმართლებელი იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ის მთლიანად მოსწყდეს საზოგადოებას და ჩაკეტილად იცხოვროს, მხოლოდ სახლით, ოჯახითა და მეგობრებით შემოიფარგლოს. მოსამართლის იმ საზო გადოებისაგან სრული იზოლაცია, რომელშიც ის ცხოვრობს, შეუძლებელი და არასასურველია.
საზოგადოებასთან კონტაქტები აუცილებელია

. თუ მოსამართლე სამსახურის შემდეგ შინ არ არის გამოკეტილი, ის, რა თქმა უნდა, განიცდის იმ სხვადასხვაგვარი ფაქტორისა და ძალის ზეგავლენას, რომლებიც შეხედულებებს აყალიბებს, გარდა ამისა, მეგობრებთან ურთიერთო ბა, პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმოხილვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აზრის შექმნას უწყობს ხელს. მართლმსაჯულების ჯეროვანი აღსრულებისათვის საჭიროა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ წარმოდგენა. მოსამართლე არა მარტო იფართოებს თვალსაწიერს რეალურ სამყაროზე ცოდნით, თანამედროვე სამართლის ბუნება მოითხოვს, რომ მოსამართლე „ცოცხლობდეს, სუნთქავდეს, ფიქრობდეს და შეხება ჰქონდეს ამ სამყაროში გავრცელებულ სხვადასხვაგვარ შეხედულებასთან”. ამჟამად მოსა მართლის ფუნქცია სცილდება მხოლოდ დავების გადაწყვეტის ფარგლებს. მო სამართლეებს უფრო მეტად უწევთ იმ საკითხების ფართო სპექტრთან მუშაობა, რომლებიც საზოგადოების ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს ეხება; მათ უწევთ ეთიკისა და მორალის რთული და წინააღმდეგობრივი საკითხების გადაწ ყვეტა, თანაც მზარდი საზოგადოებრივი პლურალიზმის პირობებში; მოსამართ ლე, რომელიც სრულიად მოწყვეტილია საზოგადოებას, ძნელად თუ გაართმევს თავს მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. მოსამართლის იმ საზოგადოები საგან მეტისმეტად მოწყვეტა, რომელსაც ის ემსახურება, ვერ იქნება გამართ ლებული, ვერც მოსამართლის პროფესიული ზრდის, ვერც საზოგადოებრივი ინტერესების თვალსაზრისით. სამართლებრივი სტანდარტები არცთუ იშვიათად ისეთი კრიტერიუმების გამოყენებას მოითხოვს, როგორიცაა, მაგალითად, გა რეშე დამკვირვებლის თვალსაზრისი. სასამართლო საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასებისათვის, რაც მოსამართლის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია, საჭიროა არსებული მტკიცებულებების საღი აზრისა და გამოცდილების მოშველიებით შეფასება. ამიტომ მოსამართლე საზო გადოებრივ ცხოვრებაში იმდენად უნდა იყოს ჩართული, რამდენადაც ეს მის გან საკუთრებულ როლს ესადაგება.

თუ მოსამართლის მეუღლე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე

იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლის მეუღლე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მოსამართლე დისტანცირებული უნდა იყოს ოჯახის წევ რების მოქმედებებისაგან, რათა საზოგადოებას არ მიეცეს საბაბი, ჩათვა ლოს, რომ ის ამა თუ იმ პოლიტიკურ კანდიდატს უჭერს მხარს. თუ მოსა მართლის მეუღლე პოლიტიკურ შეკრებებში მონაწილეობს, მოსამართლე თან არ უნდა ახლდეს მას. მეტიც, ასეთი შეკრებები მოსამართლის სახლ ში არ უნდა ეწყობოდეს. ხოლო თუ მოსამართლის მეუღლე დაჟინებით მოითხოვს ამგვარი შეკრებების იმ სახლში ჩატარებას, სადაც მოსამარ თლე ცხოვრობს, მოსამართლემ ყველანაირად დისტანცია უნდა დაიჭი როს, არ ეჩვენოს სტუმრებს და, თუ საჭიროა, დატოვოს სახლი, როცა იქ შეკრება ტარდება. პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ყველა შე მოწირულობა და შესატანი მოსამართლის მეუღლემ საკუთარი სახელით და საკუთარი, ცალკე შენახული, სახსრებიდან უნდა განახორციელოს და არა მეუღლეთა საერთო ანგარიშებიდან, რომელთა მესაკუთრე მოსა მართლეც არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მოქმედებები არ უწყობს ხელს საზოგადოების თვალში სასამართლოებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის იმიჯის ამაღლებას; მეორე მხრივ, მოსა მართლის გამოჩენა მეუღლის გვერდით წმინდა ცერემონიული ხასიათის ღონისძიებაზე, მაგალითად პარლამენტის გახსნაზე ან სახელმწიფოს მე თაურის სტუმრობასთან დაკავშირებით კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ ჩაითვალოს არამართლზომიერად.

რაზე უნდა ეფუძნებოდეს სასამართლო ხელისუფლების ურთიერთობა ხელისუფლების სხვა შტოებთან 

. სასამართლოს დამოუკიდებლობას საფუძვლად უდევს ხელისუფლების დაყოფის პრინციპი: კერძოდ კი ის, რომ ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების სამი ფუძემდებლური და თანაბარი შემადგენლიდან ერთ-ერთია, ორი დანარჩენისაგან, ანუ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოებისაგან, დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს. ხელისუფლების სამ შტოს შორის ურთიერთობა უნდა აიგოს ურთიერთპატივისცემასა და ყოველი მათგანისაგან ორი დანარჩენის შესაბამისი როლის აღიარებაზე. ეს აუცილებელია, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელისუფლების ორი დანარჩენი შტოს მიმართ. სასამართლო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მთავრობამ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა პასუხი აგონ საკუთარ ქმედებებზე; რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიღებული და ძალაში შესული კანონების სათანადო გამოყენება, აგრეთვე მათი შესაბამისობა ეროვნულ კონსტიტუციასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, რეგიონალურ და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილია. მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისა და დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილებების თავისუფალი, შეუზღუდავი განხორციელებისათვის სასამართლო ორგანოებმა უნდა გამორიცხონ ხელისუფლების დანარჩენ შტოებთან არამართლზომიერი ურთიერთობა, ასევე მათი გავლენა. ამგვარად, დამოუკიდებლობა მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის გარანტიაა

რა უნდა ქნას მოსამართლემ როცა მისგან შეხვედრას ითხოვენ

. ქვემოთ მოყვანილ სახელმძღვანელო მითითებებში, რომლებიც საკონ სულტაციო კომიტეტის მიერ იქნა რეკომენდებული მოსამართლეთა ქცევის სა კითხებთან დაკავშირებით იმ იურისდიქციებში, სადაც მოსამართლეებთან შეხ ვედრას ხშირად ითხოვენ გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფების წევრები, დაწვრილებით არის ახსნილი, როგორ უნდა რეაგირებდეს მოსამართლე მასთან შემოსულ ამგვარ თხოვნებზე:
• მოსამართლემ არ უნდა განიხილოს თხოვნები პირადი შეხვედრის თაობა ზე;
• მოსამართლემ უნდა დაადგინოს შეხვედრის მიზანი, ვიდრე გადაწყვეტს,
დააკმაყოფილოს თუ არა ამგვარი თხოვნა;
• მოსამართლეს შეუძლია, აწონდაწონოს შეხვედრაში მონაწილეობის მისა ღებად საპროკურორო ორგანოებისა და დაცვის მოწვევის საკითხი. ხში რად ასეთი შეხვედრა ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი განყოფილების სფეროს გა ნეკუთვნება (მაგალითად, ჯგუფი „Mოტჰერს Aგაინსტ Dრუნკ Dრივინგ” – „დე დები მთვრალი მძღოლების წინააღმდეგ”);
• განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფის თხოვნა წერილობითი სა ხით უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა გამოირიცხოს არასწორი გაგება. მოსამართლე ვალდებულია, წერილობით დაადასტუროს შეხვედრის ჩა ტარების დრო, ასევე ძირითადი ნორმები და პრინციპები, რომლებიც და ცული უნდა იყოს მომავალი შეხვედრის დროს.

• ეხ პარტე კომუნიკაციების აბსოლუტური აკრძალვის პრინციპი კონკრე ტულ საქმეებთან დაკავშირებით უმკაცრესად უნდა იქნეს დაცული, და ეს უნდა ეცნობოს თხოვნის წარმომდგენს შეხვედრის დაწყებამდე.
• მოსამართლეს შეუძლია, აწონდაწონოს შეხვედრაში მონაწილეობის მი საღებად სასამართლო მდივნის მოწვევის საკითხი. ეს იმის არასწორად გაგების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა, რაც შეიძლება, შეხვედრისას გაირკვეს. ეს ასევე დაიცავს მოსამართლეს უხერხული ვი თარებისაგან, როცა მის მიერ ნათქვამი არასწორად შეიძლება იქნეს გა გებული.

როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე თუ მის მაგ. პარლამენტის წევრი წერილით მიმართავს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. 

თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრი მოსამართლეს წერილით მიმართავს და შეატყობინებს კონკრეტულ ამომრჩეველთან დაკავშირებული განქორწინებისა და მეურვეობის საქმის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტით დაინტერესების თაობაზე, მოსამართლეს შეუძლია, თავისი პასუხით, უბრალოდ, ინფორმაცია მიაწოდოს ამ პირს პირადად ან, უმჯობესია, წარმომადგენლის მეშვეობით, რომ მოსამართლეთა ქცევის პრინციპები უკრძალავს მას, მიიღოს, განიხილოს ან უპასუხოს მსგავს შეტყობინებას. აკრძალვა ეხება ასევე საკანონმდებლო ორგანოს წევრის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა სტადიაზეა საქმის განხილვა, ან როდის იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, რადგან ამგვარ შეკითხვაზე პა- სუხი შთაბეჭდილებას შექმნიდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრს შეუძლია, გავლენა მოახდინოს მოსამართლეზე, რათა მან დააჩქაროს გადაწყვეტილების გამოტანა და ამით ერთ-ერთი მოდავე მხარის პრივილეგია უზრუნველყოს.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მისი გადაწყვეტილების მიმართ გამოტანილ კრიტიკას უპასუხოს

. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფუნქცია, ისევე, როგორც მათი უფლება, ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისათვის წარდგენაა, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების კომენტირება, მათ შორის, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა სასამართლო განხილვაც იგეგმება, ხორციელდება ან დასრულებულია; ამასთან, არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. ინფორმაციის თავისუფლების პრინციპი არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას, გარდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტში გათვალისწინებულისა. იმ შემთხვევაში, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალე ბები და საზოგადოების დაინტერესებული წევრები სასამართლოს მიერ გამოტა ნილი გადაწყვეტილების კრიტიკით გამოდიან, მოსამართლემ არ უნდა უპასუ ხოს ამგვარ კრიტიკას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი წერილობით
თი სახის მიმართვით ან სასამართლო სხდომის მსვლელობისას კომენტარებით. სასამართლოს განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით მოსამართლე მხოლოდ არგუმენტების ენაზე საუბრობს, რომლებზეც დამყარებულია მისი გადაწყვეტი ლება. მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იურიდიული მოტივირების საჯარო დაცვას.

. იმ შემთხვევაში, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არაზუსტ ან არასწორ ცნობებს ავრცელებენ სასამართლო პროცესის ან გამოტანილი გა დაწყვეტილების შესახებ, და მოსამართლეს მიზანშეწონილად მიაჩნია შეცდომის გასწორება, სასამართლო მდივანმა შეიძლება გაავრცელოს პრესრელიზი იმისთ ვის, რომ წარმოაჩინოს საქმის ნამდვილი ვითარება, ან სხვა ნაბიჯები გადადგას და შესაბამისი კორექტივები შეიტანოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს ეწეოდეს კერძო იურიდიულ პრაქტიკას

. მოსამართლე არ უნდა ახორციელებდეს იურიდიულ კონსულტაციას. მაგრამ, თუ საუბარია მეგობრებსა და ახლობლებზე, მას შეუძლია, მეგობრული და არაფორმალური სახით ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მისცეს რჩევა და იქვე განუმარტოს, რომ ეს რჩევა არ უნდა
განიხილებოდეს როგორც იურისტის საკონსულტაციო დასკვნა, ვინაიდან, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი კონსულტაცია უნდა განახორციელოს პროფესიონალმა იურისკონსულტმა.

როგორ განისაზღვრება კეთილსინდისიერება (პატიოსნება), აქვს თუ არა მას ხარისხები:

როგორ განისაზღვრება პატიოსნება?
აქვს თუ არა პატიოსნებას ხარისხები?

პატიოსნე ბის შემადგენელია მოსამართლის ალალმართლობა და მორალური პრინციპები. მოსამართლე არა მხოლოდ თავისი ოფიციალური მოვალეობის შესრულებისას, არამედ ყოველთვის ღირსეულად და პატიოსნად იქცევა, როგორც შეეფარება ადამიანს, რომელსაც მოსამართლის თანამდებობა უკავია. ის შორსაა სიცრუისა და თაღლითობისაგან, ღირსება და წესიერება ვლინდება მის ქცევასა და ხასიათ ში. არ არსებობს მეტნაკლები პატიოსნება – ეს აბსოლუტური კატეგორიაა. სა სამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეებისათვის პატიოსნება სათნოება ზე მეტია, – ეს აუცილებლობაა.

რომელი კრიტერიუმები გამოიყენება მოსამართლის ქცევის შესაფერისობის შეფასებისას.

გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
•საზოგადო თუ პირადი ხასიათისაა მოქმედება და ხომ არ
ეწინააღმდეგე ბა ის მოქმედ კანონს;
• რამდენად ექვემდებარება აღნიშნული ქცევა დაცვას,
როგორც პიროვნე ბის უფლება;
• რამდენად იჩენს მოსამართლე დისკრეციულობას და
წინდახედულებას თავისი მოვალეობების განხორციელებისას;
• ხომ არ მიაყენა განსახილველმა მოქმედებამ ან ქცევამ
მნიშვნელოვანი ზიანი მათ, ვისაც ყველაზე მეტად შეეხო, და ხომ არ იყო
ის შურაცხმყო ფელი სხვებისათვის;
• რამდენად მეტყველებს განსახილველი მოქმედება ან
ქცევა საზოგადო ებისა თუ მისი ცალკეული წევრებისადმი პატივისცემასა
თუ უპატივცემ ლობაზე;
• რამდენად მეტყველებს განსახილველი მოქმედება ან
ქცევა წინასწარი განწყობის, წინასწარი აზრის ან არასათანადო გავლენის
არსებობაზე.

თუ მოსამართლის მეუღლე აქტიურ პოლიტ. საქმიანობას ეწევა როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე..

იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლის მეუღლე აქტიურ პოლიტიკურ საქ- მიანობას ეწევა, მოსამართლე დისტანცირებული უნდა იყოს ოჯახის წევრების მოქმედებებისაგან, რათა საზოგადოებას არ მიეცეს საბაბი, ჩათვალოს, რომ ის ამა თუ იმ პოლიტიკურ კანდიდატს უჭერს მხარს. თუ მოსამართლის მეუღლე პოლიტიკურ შეკრებებში მონაწილეობს, მოსამართლე თან არ უნდა ახლდეს მას. მეტიც, ასეთი შეკრებები მოსამართლის სახლში არ უნდა ეწყობოდეს. ხოლო თუ მოსამართლის მეუღლე დაჟინებით მოითხოვს ამგვარი შეკრებების იმ სახლში ჩატარებას, სადაც მოსამართლე ცხოვრობს, მოსამართლემ ყველანაირად დისტანცია უნდა დაიჭიროს, არ ეჩვენოს სტუმრებს და, თუ საჭიროა, დატოვოს სახლი, როცა იქ შეკრება ტარდება. პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ყველა შემოწირულობა და შესატანი მოსამართლის მეუღლემ საკუთარი სახელით და საკუთარი, ცალკე შენახული, სახსრებიდან უნდა განახორციელოს და არა მეუღლეთა საერთო ანგარიშებიდან, რომელთა მესაკუთრე მოსამართლეც არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მოქმედებები არ უწყობს ხელს საზოგადოების თვალში სასამართლოებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის იმიჯის ამაღლებას; მეორე მხრივ, მოსამართლის გამოჩენა მეუღლის გვერდით წმინდა ცერემონიული ხასიათის ღონისძიებაზე, მაგალითად პარლამენტის გახსნაზე ან სახელმწიფოს მეთაურის სტუმრობასთან დაკავშირებით კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ ჩაითვალოს არამართლზომიერად

შეიძლება თუ არა იუსტიციის მინისტრმა დააჯილდოოს მოსამართლე სამოსამართლო საქმიანობისთვის.

მოსამართლის დაჯილდოებას სასამართლო საქმიანობისათვის, ამით სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს. აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მოსამართლის საქმიანობის დისკრეციული აღიარება, მოსამართლეთა კორპუსის რამდენადმე მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე, იმ პერიოდში, როდესაც მოსამართლე ჯერ კიდევ ასრულებს სამოსამართლო ფუნქციებს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ჩრდილს აყენებს; მეორე მხრივ, მოსამართლის დაჯილდოება იმ ორგანოს მიერ, რომელიც მოქმედი მთავრობისაგან დამოუკიდებლადაა შექმნილი, ან ასეთი ორგანოს რეკომენდაციით, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ ჩაითვალოს არამართლზომიერად. ხელისუფლების აღმასრულებელ

რას გულისხმობს სასამართლოს რეპუტაციის მოფრთხილების ვალდებულება

მოსამართლე არ უნდა არღვევდეს საყოველთაოდ
მიღებულ ნორმებს და არ უნდა ეწეოდეს საქმიანობას, რომელიც აშკარად
ავნებს სასამართლოებისა და სასამართლო სისტემის რეპუტაციას. სათანადო
წონასწორობის შენარჩუნე- ბის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამართლე
მუდმივად უნდა უსვამდეს საკუთარ თავს კითხვას – ხომ არ დააყენებს
ეჭვქვეშ მისი ქცევა, საზოგადოების საღად მოაზროვნე და გათვითცნობიერებული წარმომადგენლის, გარეშე დამკვირვებლის, აზრით, მის პატიოსნებას და ხომ არ შეასუსტებს მისადმი, როგორც მოსამართლისადმი, პატივისცემას. თუ ასეა, ამგვარი ქცევისაგან თავი უნდა შეიკავოს

შეუძლია თუ არა მოსამართლეს თანამდებობა გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი პირადი შეღავათისთვის? მოიყვანეთ ამ აკრძალვის დარღვევის მაგალითები.

როგორც წესი, საზოგადოება მოსამართლეებს განსაკუთრებულ ადამი ანებად თვლის და სასამართლოში, შესაძლოა, მის გარეთაც, მათ გარკვეული პირ მოთნეობით ეპყრობიან. ამიტომ მოსამართლე ნათლად უნდა ავლებდეს ზღვარს თავისი თანამდებობის ავტორიტეტის
სათანადო და არასათანადო გამოყენებას შორის. მოსამართლე არ უნდა იყენებდეს და არ ცდილობდეს გამოიყენოს თავისი მდგომარეობა პირადი გამორჩენისათვის ან რაიმე შეღავათების მისაღებად. მა გალითად, მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს ბლანკები ან სასამართლოს სხვა წარმომადგენლობითი დოკუმენტაცია პირადი საქმეების საწარმოებლად. მან ასევე არ უნდა გამოიყენოს ან არ უნდა ეცადოს, გამოიყენოს თავისი თანამდებო ბა სამართლებრივი ან ბიუროკრატიული თვალსაზრისით დახლართული ვითა რებიდან თავის დასაღწევად. თუ მოსამართლეს გააჩერებენ, სავარაუდოდ, საგ ზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, მან საკუთარი ინიციატივით მაშინვე არ უნდა შეატყობინოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელს თავისი სტატუსის შესახებ.

მოსამართლის სატელეფონო ზარი პროკურორთან იმის გა სარკვევად, „ხომ არ შეიძლება, რამე მოუხერხდეს” ჯარიმის ქვითარს, რომელიც სასამართლო
აღმასრულებელს გამოუწერეს საგზაო მოძრაობის წესების დარღ ვევისათვის,
არამართლზომიერად გამოიყურება მაშინაც კი, თუ მოსამართლე არ აპირებდა,
თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით გავლენა მოეხდინა ამ საქმის გადაწყვეტაზე.

როგორ უნდა უპასუხოს მოსამართლემ ადვოკატს, რომელიც მის პროვოცირებას ცდილობს, შეუძლია თუ არა მოსამართლეს რომ ადვოკატს სიტყვა შეაწყვეტინოს

მოსამართლემ უნდა მოთოკოს გაღიზიანება და რისხვა. იმის მიუხედავად, თუ რა არის განხილვის კონკრეტული საგანი, მოსამართლის რეაქცია მშვიდი და მოზომილი, გაწონასწორებული უნდა იყოს. მაშინაც, თუ ადვოკატის უხეში ქცევა მის პროვოცირებას ისახავს მიზნად, მოსამართლემ სათანადო ზომები უნდა მიიღოს დარბაზზე კონტროლის შესანარჩუნებლად, ადვოკატის მიმართ რაიმე საპასუხო ზომების გარეშე. თუ შენიშვნა აუცილებელია, ზოგჯერ უმჯობესია, ის საქმის განხილვის დროს არ გაკეთდეს. მოსამართლემ არასდროს არ უნდა გააწყვეტინოს ადვოკატს სიტყვა უსაფუძვლოდ და მრავალგზის, არ უნდა გააკეთოს შეურაცხმყოფელი ან დამცინავი კომენტარი ადვოკატის მიერ მოყვანილი მოსაზრებების თაობაზე; მეორე მხრივ, არცერთი მოსამართლე არ არის ვალდებული, მოუსმინოს ადვოკატს, რომელიც ბოროტად იყენებს პროცესს, აშკარად უსაფუძვლო და გაუმართლებელი, სუსტი მოსაზრებები მოჰყავს, ან შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეს, სხვა ადვოკატებს, საქმის მხარეებსა თუ მოწმეებს, და არ შეაწყვეტინოს მას სიტყვა.

ეკრძალება თუ არა მოსამართლეს აზარტული თამაშები?

მოსამართლეებს არ ეკრძალებათ დროდადრო, სამსახურისაგან თავისუფალ დროს, აზარტული თამაშები, თუმცა ამ დროს სიფრთხილე მართებთ და არ უნდა დაავიწყდეთ, როგორ აღიქვამს ამას საზოგადოების წარმომადგენელი გარეშე დამკვირვებელი. ერთია საზღვარგარეთ შვებულებით ყოფნისას ზოგჯერ დოღზე დასწრება, კაზინოში შესვლა, ან მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებთან ბანქოს თამაში, ხოლო სულ სხვაა ტოტალიზატორის (სადაც, მაგ. დოღის დროს, ფულად ფსონს ჩადიან და ფულად მოგებას იღებენ) ხშირი სტუმრობა და თავგადადებული გატაცებისა თუ აზარტულობის გამომჟღავნება.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს ბარებში და ლუდხანებში სიარული

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად ბარებში, სიარული. ამჟამად, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნების უმრავლესობაში, მოსამართლეებს არ ეკრძალებათ ლუდხანებში, ბარებში ან სხვა მსგავს ადგილებში სტუმრობა, თუმცა მათ აუცილებლად სიფრთხილე მართებთ ამ დროს. მოსამართლემ უნდა იფიქროს, როგორ აღიქვამს ამგვარ ადგილას მის ყოფნას საზოგადოების წარმომადგენელი გარეშე დამკვირვებელი იმის გათვალისწინებით, მაგალითად, თუ რა რეპუტაციით სარგებლობს ეს ადგილი, ვინ არის მისი მუდმივი სტუმარი, ან ხომ არ ფუნქციონირებს ის კანონთან არცთუ მთლად შესაბამისად.

მოსამართლეს ესაჭიროება მხოლოდ სამართლებრივი თუ ასევე არასამართლებრივი ცოდნაც

ის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს აქვთ სასამართლო სისტემისადმი, კიდევ უფრო ამაღლდება, თუ მოსამართლეს ექნება ფართო და ღრმა ცოდნა არა მარტო სამართლის სფეროში, არამედ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ სხვა სფეროებშიც; თუ ის გამოამჟღავნებს ისეთ პირად თვისებებსა და ინტელექტს (როგორც სასამართლო სხდომისას, ისე სასამართლოს გარეთ), რომლებიც მას საშუალებას აძლევს, გადაწყვიტოს საქმეები სასამართლო პროცესის ყველა მონაწილის მიმართ სათანადო დამოკიდებულების უზრუნველყოფით. პროფესიულ მომზადებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეების მიერ მათი ფუნქციების ობიექტურად, მიუკერძოებლად და კომპეტენტურად შესრულებისათვის, ისევე როგორც მოსამართლეების დაცვისათვის არასათანადო გავლენისაგან. ასე რომ, ამჟამად თანამდებობაზე დანიშვნისას

მოსამართლემ უნდა გაიაროს სასწავლო კურსები, რომლებიც მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: გენდერული პრობლემატიკის, რასის, ადგილობრივი კულტურების, რელიგიისა და რელიგიური წარმოდგენების, სექსუალური ორიენტაციის, შიდსის სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ მგრძნობელობა. ადრე ითვლებოდა, რომ მოსამართლე ასეთ ცოდნას იძენს პრაქტიკის მქონე ადვოკატის საქმიანობის განხორციელებისას, მაგრამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რამდენად საჭიროა ასეთი სწავლება, განსაკუთრებით ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტის პირობებში, რაც, საბოლოოდ, ეხმარება მოსამართლეს, სწორად მიუდგეს ამგვარ საკითხებს, თუ შემდგომში მოსამართლედ მუშაობისას ექნება მათთან შეხება

შეიძლება თუ არა მოსამართლემ მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციაში

. არსებობს სიტუაციები, როცა მოსამართლე, როგორც მორალური პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ადამიანი, საკუთარი აზრის გამოთქმას ზნეობრივ მოვალეობად მიიჩნევს. მაგალითად, გამოხატვის უფლების განხორციელებისას მოსამართლეს შეუძლია შეუერთდეს -საათიან საპროტესტო დემონსტრაციას, ეჭიროს პლაკატი, ხელი მოაწეროს პეტიციას, იმის დასადასტურებლად, რომ ომი მისთვის მიუღებელია, მხარი დაუჭიროს ენერგიის რაციონალური გამოყენებისაკენ მიმართულ ძალისხმევას და სიღატაკესთან ბრძოლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებას. ამით მოსამართლე გამოხატავს შეშფოთებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ან მსოფლიო საზოგადოებრიობას აწუხებს. თუ ამ საკითხთაგან რომელიმე დაისმება სასამართლოში, სადაც ეს მოსამართლე განიხილავს საქმეებს, და მოსამართლის მიუკერძოებლობა შეიძლება ეჭვქვეშ აღმოჩნდეს, მოსამართლე აცხადებს თვითაცილების შესახებ და არ მონაწილეობს იმ საქმეთა განხილვაში, რომლებთან დაკავშირებითაც მის მიერ წარსულში განხორციელებულმა ქმედებებმა შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მის მიუკერძოებლობას, პატიოსნებასა და წესიერებას.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს საკუთარი სახლი დაუთმოს ადვოკატს კლიენტების მისაღებად.

133. მოსამართლე არ უთმობს თავის საცხოვრებელს ადვოკატებს კლიენტებთან ან
კოლეგებთან შეხვედრებისთვის მათ საადვოკატო პრაქტიკასთან დაკავშირებული
საკითხების განსახილველად. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის მეუღლე ან ოჯახის
რომელიმე სხვა წევრი ადვოკატია, მოსამართლე არ უთმობს მას თავის სახლის
ტელეფონს საადვოკატო პრაქტიკის განხორციელების მიზნებისათვის, რადგან ამან
შეიძლება წარმოშვას ეჭვი, რომ მოსამართლეც ეწევა საადვოკატო პრაქტიკას და
პოტენციურად გამოიწვიოს ex parte კონტაქტები ან ასეთი კონტაქტების არსებობის
თაობაზე ეჭვი, ან შექმნას ასეთი შთაბეჭდილება.

-შეუძლია თუ არა მოსამართლეს დაუთმოს დრო არასამოსამართლო საქმიანობას და ეს რა რისკს შეიცავს.
-
მოსამართლე არ უნდა აჰყვეს ცდუნებას, ზედმეტი ყურადღება დაუთმოს არასასამართლო საქმიანობას, თუ ეს აისახება მის უნარზე, სათანადოდ განახორციელოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობები. არსებობს არცთუ უმნიშვნელო რისკი იმისა, რომ მოსამართლე მეტისმეტად დიდ დროს დაუთმობს ასეთ საქმიანობას, თუ ის ანაზღაურებადია. ასეთ შემთხვევებში გარეშე დამკვირვებელს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ მოსამართლე დასთანხმდა დამატებითი არასასამართლო მოვალეობების შესრულებას იმისთვის, რომ თავისი ოფიციალური შემოსავლები გაეზარდა. სასამართლო სისტემა არის საზოგადოებისადმი მსახურებაზე დამყარებული ინსტიტუტი და არა საბაზრო ეკონომიკის დამატებითი სეგმენტი.

რას გულისხმობს გულმოდგინება ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებისას

მოცულობით უნდა შეასრულოს ადმინისტრაციული ფუნქციებიც,
რომლებიც საქმეთა მართვას უკავშირდება, და ​არა მხოლოდ მათ გადაწყვეტას.
მოსამართლე პასუხისმგებელია სასამართლოში ​მართლმსაჯულების ეფექტიანად
აღსრულებისათვის. ეს გულისხმობს: საქმეთა ​მართვას (მათ შორის, საქმეთა
ოპერატიულ გადაწყვეტას), საქმისწარმოებას, ​ფინანსური რესურსების მართვას, ასევე
სასამართლოს თანამშრომლების საქმი​ანობის კონტროლს. თუ მოსამართლე
სათანადო გულმოდგინებას არ იჩენს საქ​მეთა მართვისა და გადაწყვეტილებების
გამოტანის მიმართ, ეს სასამართლოს ​მუშაობის ეფექტიანობის შემცირებას
იწვევს, რაც, თავის მხრივ, დამატებით და​ნახარჯებს უკავშირდება და
საზოგადოებაში ქმედითი მართლმსაჯულების აღს​რულების რწმენას არყევს. ამიტომ
მოსამართლეს პროფესიული კომპეტენტუ​რობა უნდა ჰქონდეს სასამართლოს
მართვის საქმეში და ხელს უნდა უწყობდეს ​სასამართლოს მოხელეებს
ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში.

რას ნიშნავს საქმის სწრაფად გადაწყვეტის ვალდებულება

საქმეების საკმარისად სწრაფად გადაწყვეტის ვალდებულება 207. საქმეების ეფექტიანად, სამართლიანად და საკმარისად სწრაფად განხილვისას მოსამართლემ უნდა გამოიჩინოს სათანადო ყურადღება იმ მხარეთა უფლებების მიმართ, რომლებიც მის წინაშე გამოდიან, და უზრუნველყოს სადავო საკითხების გადაწყვეტა ზედმეტი დანახარჯებისა და სამართალწარმოების გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე. მოსამართლემ სასამართლოში განსახილველად შემოსული საქმეების მიმდინარე კონტროლი და ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, რათა შეამციროს ან აღმოფხვრას ფუჭი ხარჯები, ზედმეტი დაგვიანება და გაჭიანურება. მოსამართლე უნდა ისწრაფოდეს და ხელს უწყობდეს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას, მაგრამ, ამასთან, მხარეებს არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მათ აიძულებენ, უარი თქვან მათ შორის წამოჭრილი სადავო საკითხის სასამართლო წესით განხილვის უფლებაზე. საქმეების სამართლიანად და გულდასმით განხილვის ვალდებულება არ ეწინააღმდეგება საქმეთა საკმარისად სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტის ვალდებულებას. მოსამართლე შეიძლება ეფექტიანად და საქმიანად ასრულებდეს თავის მოვალეობებს, რაც ხელს არ უშლის, გამოიჩინოს, ამავე დროს, აუცილებელი მოთმინება და სიდინჯე.

-რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლის პუნქტუალობას საქმეთა განხილვისას

208. სასამართლოში განსახილველად წარმოდგენილი საქმეების საკმარისად სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტის ვალდებულება მოსამართლისაგან მოითხოვს პუნქტუალურობას სასამართლო სხდომებზე დასწრებისას და სასამართლოსათვის განსახილველად წარმოდგენილი საკითხების ოპერატიულად განხილვისას. ამ მიზნის მისაღწევად მან უნდა მოითხოვოს სასამართლოს აპარატის თანამშრომლების, სასამართლო განხილვის მხარეებისა და მათი ადვოკატების შეთანხმებული მოქმედება. სასამართლო სხდომების განრიგის დარღვევა, მათი არარეგულარულობა სასამართლო პროცედურის დაგვიანებას და გაჭიანურებას იწვევს და სასამართლოთა მუშაობაზე არასახარბიელო წარმოდგენას ქმნის. ამგვარად, იურისდიქციებში, სადაც სასამართლოს სხდომების რეგულარული საათებია გათვალისწინებული, მოსამართლეებმა ეს საათები განუხრელად უნდა დაიცვან და ამასთანავე არასასამართლო წესით ფუნქციების სწრაფი შესრულებაც უზრუნველყონ.

209. მოსამართლემ თავის მიერ გადადებული გადაწყვეტილებების გამოტანისას სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად სასწრაფოა საკითხი, ასევე სხვა განსაკუთრებული გარემოებები და ოპერატიულად გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობისა თუ სირთულისაა საქმე, ასევე სხვა სამსახურებრივი მოვალეობების გათვალისწინებით. მაგალითად გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება მოსამართლემ უსაფუძვლო დაგვიანების გარეშე უნდა გამოაცხადოს.
სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოსამართლეთა დანიშვნები
მოსამართლის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება

6.როგორ განიმარტება სასამართლოს დამოუკიდებლობა
7.რა არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი გარანტიები
8.რა არის ანგარიშვალდებულება
9.რა ელემენტებს მოიცავს ანგარიშვალდებულება.
10.რა მოსაზრებები არსებობს დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას შორის ურთიერთკავშირთან დაკავშირებით.
11.რა შეკითხვებს პასუხობს დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება.
12.ანგარიშვალდებულების რა სახეები არსებობს
13.რაში გამოიხატება მოსამართლის და სასამართლოს ანგარიშვალდებულება (მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები).
14.ვის წინაშეა მოსამართლე ანგარიშვალდებული.

ლიტერატურა: რაოდენობა და ხარისხი სასამართლოს საქმიანობაში, გვ. 3.6 https://drive.google.com/file/d/1SH4nmYCiWZRt-DqXjHn_XxbgP34NhZwZ/view?usp=sharing

სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციაში.
15.რა საკვანძო გარანტიებს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია სამართალწარმოების კუთხით (მუხ. 62)
16.შეიძლება თუ არა მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნა (მუხ. 62).
17.რა სახის იმუნიტეტი აქვს მოსამართლეს სისხლის სამართლის პროცესში (მუხ. 63)
18.რა სახის საქმიანობა ეკრძალება მოსამართლეს (მუხ. 63).
19.შეიძლება თუ არა მოსამართლის გათავისუფლება სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაციის შემთხვევაში (მუხ. 63)
20.ვინ შეიძლება იყოს მოსამართლე (მუხ. 63)
21.რა კრიტერიუმებით შეირჩევა მოსამართლე (მუხ. 63)
22.ვინ ნიშნავს მოსამართლეს (მუხ. 63)
23.ხმების რა რაოდენობა არის საჭირო მოსამართლის დასანიშნად.
24.ვინ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს და ვისი წარდგინებით (მუხ. 61)
25.როგორია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა (მუხ. 64-2).

ეთიკა და მორალი - ზოგადი კონცეფციები (ლიტერატურა ერიაშვილი ე. სამოსამართლო
ეთიკა ). https://drive.google.com/file/d/1fTw17tJHTmpuo3ns9MSJ_p2U3v2CP1JC/view?usp=sharing

(გვ. 6-14)
26.რა არის მორალი თანამედროვე გაგებით
27.რა არის ეთიკა
28.რას შეისწავლის ეთიკა.
29.რას ნიშნავს პროფესიული მორალი, ეწინააღმდეგება თუ არა ზოგად მორალს.
30.რატომ არის მნიშვნელოვანი მოსამართლეთა ეთიკა?
31.არეგულირებს მხოლოდ სამოსამართლო საქმიანობას თუ პირად ცხოვრებასაც?
შესავალი ეთიკის კოდექსში (ლიტერატურა - სამოსამართლო ეთიკის წესები).
რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლეთა სათანადო ეთიკურ ქცევას
32.არის თუ არა ეს წესები მოსამართლეთა ქცევის ნორმების ამომწურავი ჩამონათვალი
33.რა თვისებები უნდა ჰქონდეს მოსამართლეს
34.რა შემთხვევებში იწვევს ამ წესების დარღვევა პასუხისმგებლობას და რა სახის
35.პასუხისმგებლობას იწვევს.
36.მოსამართლის ქცევის სათანადოობის შეფასებისას ეთიკის ნორმა გამოიყენება ცალკე
37.მდგომი მნიშვნელობით თუ- ყველა სხვა ნორმასთან ერთობლიობაში;

სამოსამართლო ეთიკის წესები:

https://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

პრეამბულა
ჩვენ, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები,
ვაცნობიერებთ რა, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტო-საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები ფუნქციონირებენ ურთიერთშეკავების და გაწონასწორების რეჟიმში, ისე, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ამგვარი საზოგადოების უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს წარმოადგენს;
ვაცნობიერებთ რა, რომ მხოლოდ სამოსამართლო ფიცის ერთგული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი, წესიერი, თანასწორობის პრინციპის დაცვით მოქმედი, კომპეტენტური და გულმოდგინე მოსამართლეები უზრუნველყოფენ სამართლიანი სასამართლოს არსებობას;
ვაღიარებთ რა, რომ როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების, ისე - სხვა, არასამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლის სათანადო ეთიკური ქცევა სასამართლოს ავტორიტეტის ამაღლების და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფის გარანტს წარმოადგენს;
მიზნად ვისახავთ რა, რომ სამოსამართლო ეთიკა ეყრდნობოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სამოსამართლო ეთიკის სფეროში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით - „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპებს“ და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) №3 დასკვნას,
ვადგენთ წინამდებარე წესებს, რომელთა დაცვა თითოეული მოსამართლის პირადი მოვალეობაა; ამასთან, ეს წესები არ წარმოადგენს მოსამართლეთა ქცევის ამომწურავ სახელმძღვანელოს და მისი რომელიმე ნორმა, მოსამართლის ქცევის სათანადოობის შეფასებისას, გამოიყენება არა ცალკე მდგომი მნიშვნელობით, არამედ - ყველა სხვა ნორმასთან ერთობლიობაში;
დაუშვებელია ამ წესების ნორმების ისეთი განმარტება, რაც ხელს შეუშლის მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის ფუნდამენტურ დამოუკიდებლობას;
ამ წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ, დისციპლინურ, სამოქალაქოსამართლებრივ თუ სხვა სახის პასუხისმგებლობას მხოლოდ შესაბამისი, სპეციალური საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
ნაწილი I. დამოუკიდებლობა
სასამართლო დამოუკიდებლობა არის კანონის უზენაესობის და სამართლიანი პროცესის ფუნდამენტური გარანტიის წინაპირობა.
მუხლი 1
მოსამართლე მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
მუხლი 2
მოსამართლე არის სამოსამართლო ფიცის ერთგული, კანონიერების და მის წინაშე ყველას თანასწორობის გარანტი. პოლიტიკური, სოციალური, საზოგადოებრივი ან სხვაგვარი ურთიერთობა, მხარის სტატუსი, მედიის ზეწოლა, კრიტიკის (მათ შორის - უსაფუძვლო კრიტიკის), ფიზიკური ზიანის ან დევნის შიში მოსამართლის აზრზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შინაგანი რწმენის საფუძველზე, გამბედავად და გულისხმიერად.
მუხლი 3
მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი.
მუხლი 4
მოსამართლე არ უნდა იყოს დამოკიდებული თავის კოლეგა მოსამართლეებზე ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მან დამოუკიდებლად უნდა გამოიტანოს. დაშვებულია მოსამართლეთა შორის აზრთა გაცვლა მართლმსაჯულების განხორციელებისას წამოჭრილ სამართლებრივ კაზუსთან დაკავშირებით.
მუხლი 5
მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს სხვა მოსამართლეებთან ისეთი კომუნიკაციისგან, რომლის მიზანია ამ მოსამართლეების მიერ განსახილველი საქმის შედეგზე გავლენის მოხდენა.
ნაწილი II. მიუკერძოებლობა
მიუკერძოებლობა არის მნიშვნელოვანი სასამართლო უფლებამოსილების ჯეროვნად განსახორციელებლად. ის ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაზე, არამედ პროცესზეც, რომლის შედეგად გადაწყვეტილება მიიღება.
მუხლი 6
მოსამართლემ მართლმსაჯულება უნდა განახორციელოს რომელიმე მხარისადმი მიკერძოების, ფავორიტიზმის ან წინასწარი განწყობის გამოვლენის გარეშე. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელიც პროცესის მონაწილეებს ან საზოგადოებას შეუქმნის რწმენას, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებების წარდგენამდე და მხარეთა არგუმენტების მოსმენამდე.
მუხლი 7
1. მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. მოსამართლეს ეკრძალება მის წარმოებაში არსებული საქმის შედეგზე წინასწარ მითითება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული (მაგ.: მორიგების მიზნით დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე მითითება და სხვ.) განმარტებების მიცემისა.
3. მოსამართლე ვალდებულია - კანონით აკრძალული ფორმით კომუნიკაციის მცდელობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს, ასევე - შეატყობინოს კომუნიკაციის ფაქტისა და შინაარსის შესახებ სხვა მხარეებს და ადვოკატებს, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება.
მუხლი 8
1. მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე, როცა არსებობს აცილების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი.
2. მოსამართლემ უნდა იმოქმედოს იმგვარად, როცა ეს შესაძლებელია, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს საქმის აცილების აუცილებლობა.
მუხლი 9
მოსამართლე უკანონოდ არ უნდა ჩაერიოს სასამართლოში საქმეთა განაწილებაში.
მუხლი 10
1. მოსამართლემ თავისი უფლება გაერთიანების, გამოხატვის, შეკრების, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებაზე ყოველთვის უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ ხელშეუხებლად დაიცვას მოსამართლის ღირსება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
2. მოსამართლემ აზრის გამოთქმის უფლებით სარგებლობისას ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ სად და რა ვითარებაში აკეთებს განცხადებას, რათა საზოგადოებამ არ აღიქვას იგი ერთი პოლიტიკური პარტიის ან კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფის მხარდაჭერად, ან არ წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ ეს განცხადება ხელს შეუშლის საქმეზე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 11
მოსამართლემ საჯაროდ არ უნდა გამოხატოს აზრი სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთან, დასაშვებია საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმესთან  დაკავშირებულ  საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება.
მუხლი 12
მოსამართლეს ეკრძალება გაწევრიანება პოლიტიკურ გაერთიანებაში, პოლიტიკური საქმიანობა, საარჩევნო სუბიექტის საჯარო მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა, პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ, მონაწილეობა საარჩევნო კამპანიებში, დემონსტრაციებში, ფონდების მოძიებაში ან სხვა მსგავსი ხასიათის ინიციატივებში საჯაროდ ან კერძოდ.  აკრძალვა არ ვრცელდება იმ საჯარო (მათ შორის - პოლიტიკურ) პროცესში ჩაბმასა და აზრის გამოთქმაზე, რომელიც უკავშირდება სასამართლოს ფუნქციონირების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.
ნაწილი III. კეთილსინდისიერება (შეუვალობა)
კეთილსინდისიერებას (შეუვალობას) აქვს არსებითი მნიშვნელობა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისათვის. მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი საქციელი ინფორმირებული, ობიექტური და საღად მოაზროვნე დამკვირვებლის თვალში იყოს უმწიკვლო.
მუხლი 13
მოსამართლის ყოველი ქმედება (საქციელი) უნდა განამტკიცებდეს ადამიანების რწმენას სასამართლო ხელისუფლების კეთილსინდისიერებისადმი. მან არ უნდა გამოიყენოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხდომა პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური ან სხვა იმგვარი პირადი მოსაზრებების გამოსახატად, რომლებიც აშკარად არ უკავშირდება საქმის გადაწყვეტის ამოცანებს.
მუხლი 14
მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 52, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 134, 135  და 204  მუხლების დარღვევას.
მუხლი 15
მოსამართლემ ხელი არ უნდა შეუშალოს დისციპლინური წარმოების ეფექტურად წარმართვას.
ნაწილი IV. წესიერება (შესაბამისობა)
წესიერება და წესიერების გამოჩენა არის არსებითი მოსამართლის ყოველგვარ საქმიანობაში.
მუხლი 16
მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად. მოსამართლის პირადი, საზოგადოებრივი და პროფესიული ქცევა კარგად ინფორმირებული, ობიექტური, კეთილსინდისიერი დამკვირვებლის მიერ უნდა აღიქმებოდეს ღირსეულ, უმწიკვლო ქცევად.
მუხლი 17
მოსამართლე  უნდა  მოერიდოს  დამამცირებელი  აზრის  საჯაროდ  გამოხატვას სხვა მოსამართლის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე. მოსამართლის კრიტიკას სამოსამართლო  აზრის  გამოთქმისას  სხვა  მოსამართლის  გადაწყვეტილების  შესახებ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, რომელიც არ დააზიანებს საზოგადოებრივ ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მოსამართლეს უფლება აქვს - სასწავლო ან სამეცნიერო ხასიათის კომენტარი გააკეთოს სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილებების შესახებ.
მუხლი 18
იურიდიული პროფესიის ცალკეულ წარმომადგენლებთან პირადი ურთიერთობისას, რომლებიც რეგულარულად გამოდიან მოსამართლის წინაშე სასამართლოში, მოსამართლე უნდა მოერიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც გონივრულია შექმნან მიკერძოების ან უპირატესობის მინიჭების ეჭვი.
მუხლი 19
მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარებისგან  სასამართლოში საქმის წარმოების მონაწილესთან, რომლის საქმესაც განიხილავს ეს მოსამართლე, როდესაც ასეთი ურთიერთობა გამოიწვევს მოსამართლის მიკერძოებას და/ან უპირატესობის მინიჭებას მონაწილისთვის, თუ მოსამართლისთვის ცნობილია მხარის ვინაობა.
მუხლი 20
მოსამართლემ მის მიერ განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით უნდა გამოარკვიოს საკუთარი ფინანსური ინტერესების (როგორც პირადის, ისე მინდობილის) არსებობა, აგრეთვე - მიიღოს გონივრული ზომები, რათა გამოარკვიოს მისი ოჯახის წევრების ფინანსური ინტერესების არსებობა.
მუხლი 21
1. მოსამართლემ უნდა დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გაამჟღავნოს ან გამოიყენოს იგი სხვა ისეთი მიზნით, რაც არ უკავშირდება სამოსამართლო ფუნქციების შესრულებას.
2. მოსამართლეს ეკრძალება სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება.
მუხლი 22
მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს და დაამციროს სასამართლოს პრესტიჟი თავისი პირადი, მისი ოჯახის წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის პირადი ინტერესების სასარგებლოდ. მან არ უნდა დაუშვას, რომ მისმა ოჯახურმა, სოციალურმა თუ სხვაგვარმა ურთიერთობამ არასათანადო გავლენა მოახდინოს მის, როგორც მოსამართლის ქცევაზე ან მის, როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. მოსამართლემ არც თვითონ უნდა დატოვოს შთაბეჭდილებადა არც სხვებს უნდა მისცეს საშუალება - დატოვონ შთაბეჭდილება, რომ ვინმეს შეუძლია არასათანადო გავლენა იქონიოს მოსამართლეზე მის მიერ სამოსამართლო ფუნქციების განხორციელებისას.
მუხლი 23
მოსამართლემ არ უნდა მიიღოს საჩუქარი ან სხვა სარგებელი, თუ:
ა) მისი მიღება აკრძალულია კანონით;
ბ) მას იღებს იმგვარი მოქმედების/უმოქმედობისათვის, რაც ისედაც ევალებოდა საკუთარი სამოსამართლო მოვალეობების განხორციელების ფარგლებში.
მუხლი 24
სოციალური მედიის გამოყენებისას მოსამართლე უნდა დაემორჩილოს ამ წესების ყველა მოთხოვნას.
ნაწილი V. თანასწორობა
სასამართლოს წინაშე ყველას მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას.
მუხლი 25
მოსამართლე ვალდებულია - უზრუნველყოს   პროცესის მონაწილეთა კანონის წინაშე თანასწორობა. დაუშვებელია, რომ პროცესის მონაწილის რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი, წოდებრივი, თანამდებობრივი, ქონებრივი, რელიგიური, სქესობრივი კუთვნილება ან სხვა გარემოება გავლენას ახდენდნენ მოსამართლის უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელებაზე ან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  ეს  გარემოება  წარმოადგენს საქმის საგანს.
მუხლი 26
1. სამოსამართლო ფუნქციების შესრულებისას მოსამართლემ არც სიტყვიერად და არც ქმედებით არ უნდა გამოხატოს მიკერძოება და წინასწარ შექმნილი აზრი ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ არასათანადო საფუძვლით.
2. მოსამართლე არ ჩაებმება სექსუალურ შევიწროებაში.
ნაწილი VI. კომპეტენტურობა, გულისხმიერება და სამართლიანობა
კომპენტენტურობა, გულისხმიერება და სამართლიანობა სამოსამართლო ფუნქციების ჯეროვნად განხორციელების წინაპირობებია.
მუხლი 27
მოსამართლემ მაღალ დონეზე უნდა შეინარჩუნოს პროფესიული კომპეტენცია. მან თავისი მოვალეობები გულისხმიერად და სამართლიანად უნდა შეასრულოს.
მუხლი 28
მოსამართლე ღირსებითა და სათანადო თავაზიანობით  უნდა ეპყრობოდეს კოლეგებს, პროცესის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას. ამასთან, სასამართლო სხდომის დარბაზში სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგის დაცვა, ხოლო წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კანონით განსაზღვრული სანქცია.
მუხლი 29
მოსამართლე პატივს უნდა სცემდეს სასამართლოს პერსონალს, აგრეთვე - თვალყურს ადევნებდეს, რომ სასამართლოს მოხელე იცავდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, კორექტულად მოქმედებდეს, არ იჩენდეს რაიმე მიკერძოებას ან არ ავლენდეს განსხვავებულ დამოკიდებულებას მხარეების მიმართ დაუშვებელი ნიშნის (რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური შეხედულება და სხვ.) მიხედვით.
მუხლი 30
მოსამართლე ვალდებულია - სათანადო რეაგირება მოახდინოს კოლეგის, სასამართლოს მოხელის, მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევაზე, თუ იგი ამ ფაქტის თვითმხილველია.
მუხლი 31
სამოსამართლო ფუნქციების სათანადო კომპეტენტურობით განხორციელების მიზნით, მოსამართლე ვალდებულია - პერიოდულად იმაღლებდეს პროფესიული ცოდნის დონეს და  სისტემატურად ეცნობოდეს მის სფეროში მიმდინარე სიახლეებს. იგი აგრეთვე ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ამაღლებას, აძლევდეს მათ საჭირო რჩევა-დარიგებას.
მუხლი 32
სპიკერი მოსამართლე, მედიის მოთხოვნის ან ამ მოთხოვნის გარეშე, გასცემს ინფორმაციას სასამართლოს საქმიანობაზე, აგრეთვე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ახდენს სასამართლო გადაწყვეტილებათა გაშუქებას.
მუხლი 33
მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. ამასთან, მოსამართლემ სასამართლო მოხელესაც უნდა ურჩიოს თავშეკავება ამგვარი განცხადების გაკეთებისაგან.
მუხლი 34
მოსამართლემ არ უნდა განახორციელოს ქმედება, რომელიც შეუთავსებელია სამოსამართლო ფუნქციების გულისხმიერად განხორციელებასთან.
მუხლი 35
მოსამართლე უნდა მოერიდოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევას დაუსაბუთებელი მიზეზით.
ნაწილი VII. არასამოსამართლო საქმიანობა
იმყოფება რა საზოგადოების მუდმივი დაკვირვების ქვეშ, მოსამართლემ უნდა აიტანოს ყველა ის პერსონალური შეზღუდვა, რომელიც შესაძლებელია ჩვეულებრივ მოქალაქეს ძნელად მოეჩვენოს და ეს უნდა გააკეთოს თავისუფლად და ნებაყოფლობით.
მუხლი 36
მოსამართლის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ მოვალეობას, დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ უქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს, არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
მუხლი 37
კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.
მუხლი 38
1. მოსამართლემ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს გარიგებაში, რომელიც ლახავს სასამართლოს ღირსებას ან სხვაგვარად უშლის ხელს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მოსამართლე არ უნდა ჩაებას ფინანსურ და ბიზნეს გარიგებებში, რომელიც გულისხმობს მოსამართლის პოზიციის (თანამდებობრივი პრესტიჟის) ბოროტად გამოყენებას, ჩააბამს მას ხშირ ტრანზაქციებში ან განგრძობით ბიზნეს ურთიერთობებში ადვოკატებთან ან სხვა პირებთან, რომლებსაც შეიძლება მოუხდეთ იმ სასამართლოში საქმიანობა, რომელსაც წარმოადგენს კონკრეტული მოსამართლე.
3. მოსამართლემ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სერიოზული ფინანსური სირთულეების არსებობის შემთხვევაში, კერძოდ - თუ ამასთან დაკავშირებით დაწყებულია ან შეიძლება დაიწყოს სამართლებრივი წარმოება.
მუხლი 39
მოსამართლე არ შეიძლება გახდეს ისეთი გაერთიანების წევრი, რომელიც მისი წევრებისაგან ერთგულების ფიცის დადებას (ლოიალობის დადასტურებას) მოითხოვს, ან თავისი საიდუმლო ხასიათიდან გამომდინარე მისი წევრების მონაწილეობასთან დაკავშირებით არ უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას, ანდა ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის რეპუტაციას, ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.
მუხლი 40
მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა. მას არა აქვს უფლება, რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისაკენ.

Аватар пользователя nikoloza111
nikoloza111 (nika123)
სხვა
Registration Date: 2026/06/23
Last visit: 2026/06/23 08:45:45
Контакты - Все комментарии

1. კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა, სავადლებულო დაცვა.
საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის
მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა
(კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის,
სისხლისსამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე
სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში;
მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და
კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას;
ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე
პირის წინაშე წარმომადგენლობას.
შესაბამისად, ადვოკატის და კლიენტის შორის ურთიერთობა შეიძლება
დაიწყოს:
1. კლიენტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
2. სამართლებრივი რჩევის საფუძველზე;
3. ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს გარანტიები მისგან აღებული
საქმის შედეგებთან დაკავშირებით.
5. ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა
კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.
6. ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს
ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების
მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.
7. ადვოკატმა არ უნდა ისარგებლოს საქმეზე უარის თქმის უფლებით ისეთ
გარემოებებში, როდესაც კლიენტი უძლური იქნება დროულად ისარგებლოს
სხვა ადვოკატის იურიდიული დახმარებით, კლიენტისათვის ზიანის
მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
8. ადვოკატის ანაზღაურების გამოთვლის წესი და შესაბამისი განაკვეთი
წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის.
9. ჰონორარის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადვოკატი უფლებამოსილია
უარი თქვას საქმეზე ან მის წარმოებაზე წინამდებარე თავის მე-7 პუნქტის
გათვალისწინებით.
11.ადვოკატი უნდა ცდილობდეს მიაღწიოს დავის მინიმალური
დანახარჯებით გადაწყვეტას, საქმის გარემოებების გათვალისწინებით,
კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატმა კლიენტს უნდა ურჩიოს
საქმის მორიგებით დასრულება ან დავის ალტერნატიული მეთოდებით
გადაწყვეტა.
12. ადვოკატმა უნდა აწარმოოს სრული და ზუსტი ჩანაწერი კლიენტის მიერ
გადახდილ საქმის წარმოების ხარჯებთან დაკავშირებით.
15. კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა
დაუბრუნოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რომელიც
კლიენტმა ადვოკატს გადასცა ან მიანდო წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების განხორციელებისას ან რომელიც ადვოკატმა
სასამართლოსგან, სხვა ორგანოსაგან ან პირისგან მიიღო საქმის წარმოების
პროცესში. კლიენტისთვის გადასაცემი თანხიდან ადვოკატს უფლება აქვს
გამოქვითოს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული
მომსახურებისათვის მისაღები გასამრჯელო და გაწეული ხარჯი.
სავალდებულო დაცვა. ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა იწყება
ადვოკატის დანიშვნით. სავალდებულო დაცვის შემთხვევაში, კლიენტის
ნების მიუხედავად.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 45. სავალდებულო
დაცვა
სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ
საკუთარი დაცვის განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლოფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების
აღკვეთის სახით;
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების
დადების თაობაზე;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
კ1) თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო
სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი;
ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. ადვოკატის თავისუფლება, იმუნიტეტი და საქმიანობის რეკლამირება
ადვოკატის თავისუფლება სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ
ფასეულობებს. ადვოკატს, ისევე, როგორც ნებისმიერ პირს აქვს აზრისა და
გამოხატვის თავისუფლება. ადვოკატებს უფლება აქვთ, მონაწილეობა
მიიღონ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რომლებიც დაკავშირებულია
იურიდიულ, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანის უფლებების
ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებთან. ამ უფლების რეალიზაციისას,
ადვოკატებმა უნდა იმოქმედონ კანონის, იურიდიული პროფესიისა და
ეთიკის აღიარებული ნორმების შესაბამისად. ადვოკატთა შესახებ კანონი და
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ზღუდავს ადვოკატის გამოხატვის
თავისუფლების ფარგლებს, ვინაიდან ადვოკატის მიერ წარმოთქმულ
შეურაცხმყოფელ ფრაზას შეუძლია, დააზიანოს არამარტო კონკრეტული
პირის უფლებები, არამედ, მას ასევე შეუძლია, ხელი შეუშალოს ადვოკატის
პროფესიის როლის გაძლიერებას და მისი წარმომადგენლებისადმი
საზოგადოებაში ნდობისა და პატივისცემის დამკვიდრებას.

ადვოკატის იმუნიტეტი- საქართველოს კანონმდებლობით,
უზრუნველყოფილია ადვოკატის სამართლებრივი დაცვა. კერძოდ,
ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად.
დაუშვებელია მის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის
საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს და/ან
სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება,
იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური და/ან მატერიალური
ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე
ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის
დამოუკიდებლობა.
ადვოკატი სარგებლობს იმუნიტეტით. ეს იმუნიტეტი იმაში მდგომარეობს,
რომ მას არ შეიძლება რომელიმე სახის (სისხლის, სამოქალაქო,
ადმინისტრაციული, დისციპლინური) პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ
გამონათქვამებისთვის/განცხადებებისთვის, რომელიც მან ზეპირად ან
წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს
კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე.
რეკლამირება - რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც
განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადია. ამგვარი
ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება:
ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და
ბილბორდები. ადვოკატის მომსახურებით დაინტერესებულ კლიენტთა
ინფორმირების ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა საადვოკატო
საქმიანობის რეკლამა, რისთვისაც ადვოკატები რეკლამის სხვადასხვა
ფორმას იყენებენ. განსაზღვრავს ადვოკატის უფლებამოსილებას,
განახორციელოს საკუთარი საქმიანობის რეკლამირება შემდეგი პირობებით:
• გავრცელებული ინფორმაცია სწორია და არ არის შეცდომაში შემყვანი; •
დაცულია პროფესიის ძირითადი ფასეულობები; • პირდაპირ ან ირიბად არ
მიუთითებს კონკურენტზე ან მის მომსახურებაზე.
3. ინტერესთა კონფლიქტის პრინციპი
ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი
1. ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს
ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ
საქმეზე, თუკი აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს
ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე.
ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს ყველა კლიენტის საქმის წარმოება,
რომელთა ინტერესებსაც იგი წარმოადგენდა, თუკი კლიენტებს შორის
წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი მოცემულ ან დაკავშირებულ საქმეზე და
არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის დარღვევის და/ან
კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე.
ერთგულების ვალდებულება. ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, როდესაც
„საქმეში ერევა მესამე პირი, ადვოკატის ინტერსები კვეთს კლიენტის
ინტერესებს ან კონფლიქტი არსებობს რამდენიმე კლიენტს შორის.
მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დროულად იქნეს
გამოვლენილი ინტერსთა კონფლიქტი ან ასეთის წარმოშობის საფრთხე,
რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გართულებები. შესაბამისად
სასურველია სანამ ადვოკატი პოტენციურ კლიენტს თანხმობას განუცხადებს
მომსახურეობის გაწევაზე დაადგინოს ხომ არ არსებობს გარემოება რომელიც
ინტერესთა კონფლიქტს ან მისი წარმოშობის საფრთხეს ქმნის. ინტერესთა
კონფლიქტი ყოველთვის სახეზეა, როდესაც ადვოკატი არ არის თავისუფალი
მესამე მხარის ჩარევისაგან, ადვოკატსა და კლიენტის ინტერესებს შორის
არსებობს კონფლიქტი ან ერთი ადვოკატის რამდენიმე კლიენტს შორის არის
კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის აკრძალვა ძირითადად
კონფიდენციალობისა და კლიენტისადმი ერთგულების დაცვას ემსახურება.
4. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები ძალაში შედის გასაჩივრების ვადის
გასვლისთანავე ან ადვოკატის მიერ მისი გასაჩივრების შემთხვევაში,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლისთანავე.166 ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას
ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების ან
შეწყვეტის თაობაზე აღასრულებს საქარ თველოს ადვოკატთა ასოციაციის
აღმასრულებელი საბჭო, მას შემდეგ, რაც ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება
შევა კანონიერ ძალაში. აღნიშნული მოქმედების განხორციელება
აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციაა.167 ეთიკის კომისიის ყველა
შემაჯამებელი გადაწყვეტილება თავსდება საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.gba. ge, პერსონალური
მონაცემების დამუშავების შემდეგი წესის შესაბამისად: დისციპლინური
წარმოების შეწყვეტის, დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის,
გამართლების, ადვოკატისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით
მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებები საჯაროდ თავსდება ადვოკატის
პერსონალური მონაცემების დაფარვით-დაშტრიხული სახით.
ეთიკის კომისიამ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8.8 მუხლის
შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ადვოკატს დააკისრა.
ვინაიდან მომჩივნის პრეტენზია ჰონორარის ოდენობაზე შეთანხმების
საკითხს ეხება, ადვოკატს ეკისრება ჰონორარის ოდენობისა და გადახდის
წესზე შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი. ადვოკატს აკისრია
მტკიცების ტვირთი, რომ უტყუარად დაადასტუროს ადვოკატ–კლიენტს
შორის მომსახურების საზღაურის ოდენობის, მისი გამოთვლის წესისა და
გადახდის ვადების თაობაზე შეთანხმების წინას წარ, ადვოკატ-კლიენტის
ურთიერთობის დაწყებისას არსებობა.
5. კეთილსინდისიერება ადვოკატის კვალიფიციურობის განხილვა
კვალიფიციური მომსახურების განმსაზღვრელი კრიტერიუმები.
1. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებების
შესრულება. ქეისი დისციპლინური საქმე ხარვეზის შევსებასთან
დაკავშირებით. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ამ ქეისზე. ქეისი
შესაგებლის წარდგენის ვადის გაშვება და ეთიკის კომისიის შეფასება და
გადაწყვეტილება. ფორმალური წარმომადგენლობა და ქეისი. უზენაესი
სასამართლოს განმარტება. ქეისი საკასაციო საჩივრის წარდგენასთან
დაკავშირებით. კლიენტის კანონიერი მოლოდინი და იურიდიული ინტერესი.
კლიენტის მითითებები.
-------- პროფესიული სტანდარტები ადვოკატს ავალდებულებს,
საადვოკატო საქმიანობა განახორციელოს კვალიფიციურად და
კეთილსინდისიერად. კვალიფიციურად მიიჩნევა ადვოკატი, რომელმაც
სამართლის ცოდნას თან ერთად, იცის თუ როგორ იპოვოს პასუხები
სამართალთან დაკავშირებულ კითხვებზე, შეუძლია სათანადო ხარისხით
დაასრულოს კლიენტის საქმე, და ვისთვისაც დამახასიათებელია
კეთილსინდისიერება კლიენტის სამუშაოს დროულად დასრულებისათვის.
კვალიფიციურობა გულისხმობს ადვოკატის მიერ ცოდნის კლიენტის
ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას და კანონმდებლობის შესაბამისად
წარმომადგენლობას.590 ადვოკატი ვალდებულია, უზრუნველყოს კლიენტის
კომპეტენტური წარმომადგენლობა. კონკრეტული საქმის აღებისას,
ადვოკატმა ან უნდა დაუთმოს საკუთარ თავს საკმარისი დრო, რომ აიმაღლოს
კომპეტენცია იმ სფეროში, რომელიც ახალია მისთვის, ან ისეთ ადვოკატთან
ერთად აწარმოოს თავისთვის სამართლებრივად ნაკ ლებად ცნობადი საქმე,
რომელიც უკვე გამოცდილია ამ საკითხებში. კვალიფიციური
წარმომადგენლობისთვის საჭიროა იურიდიული ცოდნა, უნარი, საფუძველი
და მომზადება, რომელიც გონივრულად აუცილებელია
წარმომადგენლობისთვის. ხოლო კეთილსინდისიერება კი – ზოგადი
პრინციპის შესაბამისად განიმარტება და უკავშირდება ადვოკატის სუბიექტურ
აღქმას, მის პირად თვისებებსა და პროფესიულ ღირებულებებს. თუ
ადვოკატი კლიენტს ვერ გაუწევს კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ
მომსახურებას, შესაძლოა, დადგეს მისი, როგორც დისციპლინური, ასევე
სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი.
(ანამარიას გამოგზავნილი ტექსტი)
ეთიკა ფინალური-20ტესტი-20ქულა;2 თეორიული საკითხი-20ქულა
1.მოსამართლის არასამოსამართლეო საქმიანობა,სამოსამართლო ეთიკის
წესების დარღვევის შედეგები,დისციპლინური სახდელის დადების
პროცედურები
მოსამართლეს გარკვეულწილად ეზღუდება თავისი საქმიანობის
განხორციელების ფარგლები,თუმცა იგი ამაზე თანახმაა თავისივე ფიცით.
მოსამართლის არასამოსამართლო საქმიანობა მხოლოდ მაშინ შეიძლება
იყოს დასაშვები,როდესაც იგი წინააღმდეგობაში არ იქნება მოსამართლისა
და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან.ასევე არ შეუქმნის საფრთხეს
სასამართლოს ავტორიტეტს,არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო
საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და
მიუკერძოებლობაში,და რათქმაუნდა არ ეწინააღმდეგება
საქ.კანონმდებლობასა და ქცევის წესებს.
მოსამართლეს ეკრძალება სხვადასხვა პროფესიასთან თავსებადი
სამსახურის დაწყება.მოსამართლეს შეუძლია იყოს პედაგოგი ან ჰქონდეს
სამეცნიერო და შემეცნებითი სამსახური,თუმცა ამ ნაწილში
გამონაკლისია,რომ მოსამართლის ქმედებები ხელს არუნდა უშლიდეს
სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას.
მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა,მას არ შეუძლია იყოს
პოლიტიკური პარტიის წევრი,რადგან ამან არ მოახდინოს რაიმე
საკითხისადმი მიკერძოება.
მოსამართლეთა მიერ ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრებას.
გადაცდენები შეიძლება იყოს როგორც განზრახი ისე
გაუფრთხილებლობითაც და პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ ბრალეული
მოქმედებისთვის.
დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის მოსამართლე უნდა არღვევდეს
ეთიკის წესებით დადგენილ პრინციპებს,როგორიცაა
მიუკერძოებლობა,დამოუკიდებლობა,პოლიტიკური საქმიანობაში
გაერთიანება და ა.შ
ამ ყველაფრის გამო მოსამართლეს შესაძლოა მიეცეს
შენიშვნა,საყვედური,მკაცრი საყვედური,ხელფასის ნაწილის ჩამოჭრა და
ყველაზე მკაცრი თანამდებობიდან გათავისუფლებაც კი.
2.მოსამართლის დამოუკიდებლობის არსი და
მნიშვნელობა,მოსამართლე,როგორც კანონისა და უზენაესობის გარანტი
მოსამართლის დამოუკიდებლობა არის გარანტი სამართლიანი და სწორი
მართლმსაჯულებისა.დამოუკიდებლობაში იგულისხმება,როგორც გარე
ფაქტორების ზემოქმედებისგან დამოუკიდებლობა ასევე თვითონ
სასამართლოს შიგნით ზემოქმედებისგან დამოუკიდებლობა.
თუ მოსამართლეს არ გააჩნია შინაგანი დამოუკიდებლობა შეუძლებელია
საზოგადოებამ ნდობა შეინარჩუნოს სასამართლოსადმი.
დამოუკიდებელი სასამართლო არა მხოლოდ კანონის უზენაესობის და
ადამიანის უფლებათა დაცვის,არამედ ქვეყნის ეკონომიკური და
სოციალური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
სამოსამართლო ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით განმტკიცებულია,სწორედ
მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების დამოუკიდებლად
განხორციელების პრინციპი.ასევე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ
კანონის,საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული
პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
მოსამართლეს პირველ რიგში მოეთხოვება კანონის პატივისცემა და თავის
სამოსამართლო საქმიანობაში დამოუკიდებლად,კანონის სწორი შეფარდება
და შესრულება.
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გამოტანილი განაჩენი
დასაბუთებული უნდა იყოს როგორც საქ.კანონებით,ისე საერთაშორისო
სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.
მოსამართლე კანონიერი განაჩენის ან გადაწყვეტილების გამოტანისას არ
უნდა ფიქრობდეს იმაზე,მას როგორც შეაფასებენ მხარეები,პროცესში
მონაწილე სხვა პირები.მოსამართლემ არცერთი საქმე არ უნდა განიხილოს
და გადაწყვიტოს იმის გათვალისწინებით,რომ საზოგადოების,მასობრივი
ინფორმაციის საშუალებების მხრიდან მას კრიტიკული რეაგირება არ
მოჰყვეს.
ზოგჯერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს სასამართლო
შენობის გარეთ ერთ-ერთი მხარის მხარდასაჭერ ან საპროტესტო აქციას
ატარებენ,ან კიდევ სასამართლო პროცესის წინა დღეებში მასობრივი
ინფორმაციის საშუალებები მოსამართლის
დამოუკიდებლობას,პატიოსნებას და პროფესიონალიზმს ეჭვ-ქვეშ
აყენებენ,მოსამართლე ამგვარმა ქმედებებმა არუნდა დააფრთხოს მან
ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს
დამოუკიდებლობა,წონასწორობა და შეუვალობა.
დაუშვებელია სასამართლოს თავმჯდომარემ ან სასამართლო პალატის
თავმჯდომარემ მოსთხოვოს მოსამართლეს წინასწარ შეუთანხმოს
განსახილველ საქმეზე მისაღები განაჩენი ან გადაწყვეტილება,თუმცა
მოსამართლეს შეუძლია პრაქტიკისთვჯს რთულ საქმეზე კაზუსის სახით
კონსულტაციები მიიღოს მოსამართლეებისგან,ასევე მეცნიერიურისტებისგან.
3.კომპეტენტურობა და გულისხმიერება,როგორც მოსამართლისთვის
აუცილებელი თვისება და მისი შინაარსი
კომპეტენტურობა და გულისხმიერება ის მნიშვნელოვანი
ღირებულებებია,რომელიც ყველა მოსამართლეს უნდა გააჩნდეს,როგორც
საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს ისე პირად
ცხოვრებაში,მოსამართლე ვალდებულია მასზე დაკისრებული
მოვალეობები განახორციელოს ჯეროვნად,კეთილსინდისიერად და
სათანადო გულისხმიერებით.
ეს ელემენტები ურთიერთშემავსებლები არიან და მისი შედეგობრივი
ხარისხი მოსამართლის გადაწყვეტილებაში ჩანს.
კომპეტენტურობა შინაგანი განზომილების ნაწილია,შეიძლება ითქვას,რომ
მოსამართლისთვის ბუნებრივად მინიჭებული შესაძლებლობა განსაჯოს იმ
ობიექტური მოცემულობის საფუძველზე და არ იყოს სუბიექტური.
გულისხმიერებაში კი უნდა განვიხილოთ მოსამართლის მოთმინება
პროცესის წარმართვლის პერიოდში,ასევე მისი დამოკიდებულება საქმის
შესწავლისთვის,რომელიც უნდა გამოიხატებოდეს მის სურვილშიმოიძიოს,შეისწავლოს მასალები და აქედან გამომდინარე მიიღოს
გადაწყვეტილება.აქვე მინდა ავღნიშნო მოსამართლის სამსახურებრივი
ინფორმაციის დაცვა,რადგან ამის დარღვევა ერთ-ერთი დიდი გადახვევა
ეთიკური ნორმებიდან.
გულისხმიერების ნაწილში მნიშვნელოვანია მოსამართლე თითოეულ
საქმეს ეკიდებოდეს ღრმა რწმენითა და დამოუკიდებლობით,ამასთანავე
სწორედ მოსამართლეა ვალდებული უზრუნველყოს წესრიგის დაცვა.
მოსამართლე ასევე პასუხისმგებელია პროცესის მონაწილეთა
თანასწორობაზე.
მოსამართლე თავისი გულისხმიერების ფარგლებში უნდა იჩენდეს
პატივისცემას სასამართლოს პერსონალისადმი,ამასთან არ უნდა იყოს
მიკერძოებული რომელიმე მხარის მიმართ და არ დაუშვას მოხელეთა
მხრიდან ეთიკის ნორმების დარღევა ან ასეთის არსებობის შემთხვევაში
მოახდინოს მისი აღმოფხვრა.
მოსამართლემ პროფესიული მოვალეობის განხორციელების დროს
მიღებული ინფორმაცია არუნდა გამოიყენოს კერძო ინტერესებისთვის და
ვინმეს დასაზიანებლად.
ადვოკატთა ეთიკა
1სემინარი
1.ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა,სავალდებულო
დაცვა,წარმომადგენლობის ფარგლები,კლიენტის მითითებები,ადვოკატის
პრო-ბონო საქმიანობა,ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის
დასრულება
ადვოკატს კლიენტთან ურთიერთობისას წარმოეშობა მთელი რიგი
ეთიკური ვალდებულებები,როგორიცა კლიენტის ინფორმირება,კლიენტის
ინტერესების შესაბამისად მოქმედება,კვალიფიციური და
კეთილსინდისიერი წარმომადგენლობა,კლიენტის თანხებისა და
მინდობილი ქონების კეთილსინდისიერი მართვა,კონფიდენციალური
ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა და სხვა.
ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს:
1.კლიენტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე-ზოგადი წესით
ადვოკატმა შესაძლოა შეთანხმება დადოს როგორც კლიენტთან ასევე მასთან
ურთიერთობაში მყოფ უფლებამოსილ პირთან.ორივე შემთხვევაში
ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა დაწყებულად
ჩაითვლება,ხელშეკრულება დაიდება წერილობითი
ფორმით.ხელშეკრულების ასლები აუცილებლად უნდა იყოს მიწოდებული
კლიენტისთვის ხელშეკრულების დადებისთანავე,ხოლო თუ არსებობს
ობიექტური ხელისშემშლელი გარემოება ამ გარემოების აღმოფხვრისთანავე
2.სამართლებრივი რჩევის გაცემის საფუძველზე- ამდროს მნიშვნელობა არ
აქვს ადვოკატი იურიდიულ რჩევას გასცემს პირისპირ,ონლაინ თუ
სოციალური ქსელის მეშვეობით
3.სავალდებულო დაცვის შემთხვევაში- ამდროს ხდება ადვოკატის დანიშვნა
საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება არ არის ფორმა სავალდებულო
გარიგება.
სასურველია მხარეები შეთანხმდნენ წარმომადგენლობის ვადებისა და
ფარგლებზე.
მხარეებს წარმომადგენლობა შეუძლიათ ასევე დაუკავშირონ კონკრეტული
პირობის დადგომას.
ადვოკატს ეკრძალება კლიენტისთვის გარანტიის მიცემა მისგან აღებული
საქმის შედეგთან დაკავშირებით,რადგან ამით შეცდომაში შეჰყვს კლიენტი.
სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება იყოს
სასყიდლიანი და უსასყიდლო.ადვოკატს სრული უფლება აქვს
განახორციელოს პრო-ბონო საქმიანობა,მაგრამ არ აქვს ამის ვალდებულება.
ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა შეიძლება ვადამდე შეწყდეს
ნებაყოფლობით როგორც ადვოკატის ისე კლიენტის ინიციატივით და ასევე
კანონით/პროფესიული ეთიკის ნორმებით დადგენილ შემთხვევაშისავალდებულო შეწყვეტაა.
ორივე შემთხვევაში ადვოკატის და კლიენტს შორის ურთიერთობა
სრულდება.
2სემინარი
1.ჰონორარი,მინდობილი თანხები და მასთან დაკავშირებული ადვოკატის
ფიდუციური ვალდებულებები.ადვოკატჯს გამოხატვის
თავისუფლება,ადვოკატის იმუნიტეტი,საადვოკატო საქმიანობის
რეკლამირება
•ჰონორარი
ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის დასაწყისშივე დგება
გარკვეული ფინანსური საკითხები.
ჰონორარი არის კომპენსაცია იმ მომსახურებისთვის,რომელსაც ადვოკატი
სთავაზობს კლიენტს.ეთიკური სტანდარტებით,ჰონორარის ოდენობა და
მისი გამოთვლის წესი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები
კლიენტისთვის.
ჰონორარის ოდენობის გამოთვლის 3 მეთოდი არსებობს:
1. საათობრივი ანაზღაურება-საათობრივი ანაზღაურება განისაზღვრე
ბა ადვოკატის განათლების,სამუშაო გამოცდილებისა და სტატუსის
შესაბამისად.ამ დროს ადვოკატი კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდეს
არ აღრიცხოს მეტი დრო,რაც რეალურად დახარჯა კლიენტის
საქმისწარმოებისთვის.
2.ფიქსირებული ოდენობა-ეს მეთოდი მეტად გავრცელებულია და აღიქმება
როგორც მომხმარებელზე მორგებული გამოთვლის მეთოდი,რადგან
წინასწარ იცის ოდენობა.ამ მეთოდი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ
ადვოკატები არ განსაზღვრავენ რა მოცულობით სთავაზობენ კლიენტს
სამართლებრივ მომსახურებას
3.პირობითი ანაზღაურება/წარმატების ჰონორარი-პირობითი ანაზღაურება
მიჩნეულია გადახდის ხელსაყრელ მექანიზმად,ამ მეთოდის გამოყენება
უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას იმ
ფენებისთვის,რომლებსაც არ აქვს ეკონომიკური შესაძლებლობა
ისარგებლონ ადვოკატის მომსახურებით.
•მინდობილი თანხები და მასთან დაკავშირებული ადვოკატის ფიდუციური
ვალდებულებები
მინდობილი თანხა არის თანხა,რომელსაც კლიენტი ადვოკატს გადასცემს
თავისი საქმის წარმოებისთვის. ამ თანხაში შედის როგორც საპროცესო
ხარჯები(ბაჟი,ექსპერტიზის ხარჯი),ასევე სანოტარო,სათარჯიმნო,საფოსტო
და ა.შ მომსახურების თანხა.
მინდობილი თანხების მესაკუთრე არის კლიენტი,სწორედ აქედან
გამომდინარე განისაზღვრება ადვოკატის ფიდუციური ვალდებულება რომ
განსაკუთრებული გულისხმიერებით იმოქმედოს მინდობილ თანხებთან
მიმართებით.
მინდობილ თანხების განკარგვის უფლებამოსილებას კლიენტი ანიჭებს
ადვოკატს,რათა საადვოკატო საქმიანობის განხორციელება გაუადვილოს და
არ გაჭიანურდეს პროცესი.
ადვოკატმა აუცილებლად უნდა აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა.
•ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება,როგორც კონსტიტუციური
უფლება
სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლებას,როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს.
ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება,გააჩნდეს საკუთარი
შეხედულება,მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო
ხელისუფლების ჩაურევლად.
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი
საფუძველია.
•ადვოკატის იმუნიტეტი
ადვოკატი სარგებლობს იმუნიტეტით,ეს იმუნიტეტი იმაში მდგომარეობს
რომ მას არ შეუძლება რომელიმე სახის პასუხისმგებლობა
დაეკისროს(სამოქალაქო,სისხლი,ადმინისტრაციული,დისციპლინური)იმ
გამონათქვამებისთვის რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა
სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან
გამომდინარე.
•საადვოკატო საქმიანობის რეკლამირება
რეკლამა წარმოადგენს ინფორმაციას,რომელიც ვრცელდება ნებისმიერი
მეთოდით,ნებისმიერი ფორმით და ხერხით,მიმართულია საზოგადოების
ფართო მასებისკენ,რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების
მოპყრობის და/ან ინტერესების გაღვივების მიზნით.
რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა,რომელშიც განსაზღვრულია
სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადია
რეკლამის ვარიანტებია:პუბლიკაცია,პიარი,სპონსორობა,გაყიდვების
წახალისება და ა.შ
ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა
გამოიყენება:ტელევიზია,რადიო,ფილმები,ჟურნალები,გაზეთები,ინტერნეტ
ი და ბილბორდები.