Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
| On Special Vocational Education and Training | |
|---|---|
| Document number | 5366-IIს |
| Document issuer | Parliament of Georgia |
| Date of issuing | 06/12/2011 |
| Document type | Law of Georgia |
| Source and date of publishing | Website, 111220006, 20/12/2011 |
| Registration code | 430060000.05.001.016510 |
| Consolidated publications | |
Consolidated versions (20/09/2018 - 22/12/2018)
სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ
ამ კანონის მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცესი , და ადგი ნო ს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და განსაზღვრო ს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი .
მუხლი 2. სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები
სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3446 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
ამ კანონ ში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
[ ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება; (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
ბ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6300) ;
გ) ინსტრუქტორი – პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარების მიზნით ;
დ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;
ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება;
[ ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის სფეროში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება; (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ -ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით;
ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.
[ ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის სფეროში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები
საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
[მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები
საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება
სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში.
[მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება
სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 7. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის მინიჭებული უფლებების განსახორციელებლად.
[ 1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის მინიჭებული უფლებების განსახორციელებლად. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
2. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელ ის ჩარიცხვის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
[ 3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსმენელის სამართლიანი და დადგენილი კრიტერიუმებით შეფასება.
2. მსმენელ ის შეფასების სისტემასა და კრიტერიუმებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია).
2. აკადემია:
ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას ;
ბ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას ;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი (შემდგომ − სასწავლო ცენტრი), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება.
2. აკადემია, სასწავლო ცენტრი, დანაყოფი/დაწესებულება:
ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;
ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 10. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა ხორციელდება მისი წესდების (დებულების) შესაბამისად.
თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მსმენელს ასწავლის ინსტრუქტორი , რომელსაც უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
მუხლი 12. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურ-სამართლებრივი ვალდებულებები
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სწავლის მიმდინარეობისას დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობის ა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო.
2. საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებრივ ვალდებულებებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
[ 2. საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებრივ ვალდებულებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 6 დეკემბერი.
№5366- IIს
Return back
Document comments