საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 20/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.026.017422
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
135
18/12/2025
ვებგვერდი, 18/12/2025
010320000.22.026.017422
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/12/2025 - 02/04/2026)

 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №135

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის და 49-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და  პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 10​2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2025 წლის 20 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესი

მუხლი 1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურის (შემდგომ – სამხედრო მოსამსახურე) საქართველოს ფარგლებში მივლინების წესი (შემდგომ – წესი) არეგულირებს სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების, მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და მივლინებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) მესამე პირი – ღონისძიების დამფინანსებელი სუბიექტი, რომელიც არ შედის სამინისტროს სისტემაში, გარდა სამინისტროს სისტემაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა;

) მივლინების ადგილი – ადგილი საქართველოში, რომელიც მდებარეობს  სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ;

) მივლინებაში გამგზავნი დაწესებულება – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

) მივლინებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი;

) სამუშაო ადგილი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ადგილსამყოფელი საქართველოში, სადაც მდებარეობს სამხედრო მოსამსახურის საქმიანობის ძირითადი სივრცე;

) სამივლინებო ხარჯი – სადღეღამისო, მგზავრობის, აგრეთვე სასტუმროს ნომრის ან  საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები;

) საფინანსო სამსახური – მივლინებაში გამგზავნი დაწესებულების შესაბამისი საფინანსო სამსახური;

) მივლინება – მივლინებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით სამსახურებრივი უფლებამოსილების (დავალების) შესასრულებლად სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში წარგზავნა სამუშაო ადგილიდან მივლინების ადგილას;

) კვების კმაყოფაზე აყვანა – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კვების კმაყოფაზე აყვანა.

მუხლი 3

1. სამხედრო მოსამსახურე შესაძლებელია გაგზავნილ იქნეს მივლინებაში.

2. სამხედრო მოსამსახურეს მივლინების პერიოდში უნარჩუნდება:

ა) დაკავებული თანამდებობა და შრომის ანაზღაურება (გარდა კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა), თუ მივლინების ადგილზე აყვანილია კვების კმაყოფაზე;

ბ) დაკავებული თანამდებობა და შრომის ანაზღაურება (მათ შორის, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია), თუ მივლინების ადგილზე აყვანილი არ არის კვების კმაყოფაზე.

3. სამხედრო მოსამსახურეს, ამ წესის შესაბამისად, უნაზღაურდება სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში – სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით (დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით).

მუხლი 4

1. სამხედრო მოსამსახურეს მივლინების პერიოდში უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმა დღიურად:

ა)  30 ლარის ოდენობით, თუ იგი აყვანილი არ იქნება კვების კმაყოფაზე;

ბ) 9 ლარის ოდენობით, თუ იგი აყვანილი იქნება კვების კმაყოფაზე ან მისი კვება უზრუნველყოფილი იქნება მესამე პირის მიერ.

2.  სადღეღამისო ნორმა გაიცემა, თუ  მივლინების ადგილსა და სამუშაო ადგილს შორის დაშორება აღემატება 30 კილომეტრს, ხოლო 30 კილომეტრამდე მანძილზე ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები.

მუხლი 5

1. სამხედრო მოსამსახურეს მგზავრობის ხარჯი აუნაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. მგზავრობისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურისთვის მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი არასამსახურებრივი ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში.

3. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით მგზავრობის, აგრეთვე ეკონომკლასის ღირებულებაზე მეტი მგზავრობის ხარჯი ანაზღაურებას ექვემდებარება მივლინებაში გამგზავნი დაწესებულების წინასწარი თანხმობით.

მუხლი 6

1. სასტუმროს ნომრის ან საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯის ანაზღაურებისათვის სამხედრო მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯი, მაგრამ არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულების ოდენობით, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.

2. საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ან საცხოვრებელი ფართობის ღირებულებაზე მეტი ხარჯი ანაზღაურებას ექვემდებარება მივლინებაში გამგზავნი დაწესებულების წინასწარი თანხმობით.

3. სამხედრო მოსამსახურეს არ აუნაზღაურდება სასტუმროს ნომრის ან საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი, თუ ეს მოსამსახურე განთავსდება სამინისტროს სისტემის სუბიექტის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელში.

მუხლი 7

1. სამხედრო მოსამსახურის მივლინება ხორციელდება მივლინებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. მივლინებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარედგინება დასაბუთებული წერილი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სამხედრო მოსამსახურის წოდება, თანამდებობა, სახელი, გვარი, მივლინების მიზანი და ადგილი (ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული), მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, მივლინების პერიოდში სადღეღამისო ნორმის გაანგარიშება, კვების კმაყოფაზე აყვანის საკითხები, მგზავრობისა და სასტუმროს ნომრის ან საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯის გაანგარიშება, აგრეთვე  მგზავრობისა და განთავსებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილი მივლინებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარედგინება მივლინების დაწყებამდე არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა ობიექტურად შეუძლებელია.

4. თუ, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურის მივლინებით წარგზავნა ხდება ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სამხედრო მოსამსახურის წოდება, თანამდებობა, სახელი, გვარი, მივლინების მიზანი და ადგილი (ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული), მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების, კვების კმაყოფაზე აყვანის საკითხები, აგრეთვე მგზავრობისა და განთავსებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

6. მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში მითითებული სამივლინებო ხარჯების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ აქტის საფუძვლის წარმომდგენ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი 8

1. მივლინებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამის საფინანსო სამსახურს, როგორც წესი, წარედგინება მივლინების დაწყებამდე სამი სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა ობიექტურად შეუძლებელია.

2. სამხედრო მოსამსახურეს სამივლინებო ხარჯი ავანსის სახით მიეცემა მივლინებაში გამგზავრებამდე.

3. სამხედრო მოსამსახურეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ან მივლინებაში ყოფნის პერიოდში.

მუხლი 9

1. სამხედრო მოსამსახურე საფინანსო სამსახურს წარუდგენს მივლინების ანგარიშს მგზავრობისა და სასტუმროს ნომრის ან საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად, მივლინების დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ვერ წარმოადგენს მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის მგზავრობისა და სასტუმროს ნომრის ან საცხოვრებელი ფართობის დაქირავების თანხების სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს, იგი ვალდებულია, დააბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა.

3. მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურისთვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.