„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025705
155
08/04/2026
ვებგვერდი, 20/04/2026
300160070.10.003.025705
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2026 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  03/10/2018,  300160070.10.003.020792)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

1. დანართი VII ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დანართ VII-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის VIII − XII დანართები.

 

მუხლი 2
1. 2026 წლის 1 ივლისამდე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული VII დანართის ცხრილის მე-7 − მე-19, 34-ე − 39-ე, 121-ე, 122-ე, 133-ე − 139-ე,      145-ე − 152-ე, 157-ე და 191-ე − 218-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მათ შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. 2026 წლის 15 დეკემბრამდე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული VII დანართის ცხრილის 158-ე − 170-ე, 173-ე − 189-ე და 219-ე − 248-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მათ შესაბამისობაში მოსაყვანად.

3. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია,  ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

 

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული VII დანართი, გარდა ამ დანართის ცხრილის 158-ე − 170-ე, 173-ე − 189-ე და 219-ე − 248-ე პუნქტებისა, და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული VII დანართის ცხრილის 158-ე − 170-ე, 173-ე − 189-ე და 219-ე − 248-ე პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 15 დეკემბრიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე